ლიტვა საქართველოს „გრუზიას“ ნაცვლად საქართველოს უწოდებს1070 2017.09.26
ლიტვა საქართველოს „გრუზიას“ ნაცვლად საქართველოს უწოდებს
ლიტვის სეიმის სპიკერი ვიქტორას პრანცკეტუსი 2018 წელს საქართველოსთვის საჩუქრის გაკეთების ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, ლიტველებმა საქართველოს არა გრუზია, არამედ საქართველო უნდა უწოდონ, ხოლო ქართველებს გრუზინ-ის ნაცვლად - საქართველიანი. ამის შესახებ ინფორმაციასBALTNEWS.ltავრცელებს. “ქართველებს არ უყვართ სიტყვა გრუზია. მათ სურთ საქართველო-თი მოვიხსენიოთ ქვეყანა. ეს შესანიშნავი საჩუქარი იქნება ქართველებისთვის“, - განაცხადა პრანცკეტუსმა. წყარო: იმედი