ადვოკატის პროფესიული და ინსტიტუციური გარანტიები კონსტიტუციითაა უზრუნველყოფილი980 2017.09.27
ადვოკატის პროფესიული და ინსტიტუციური გარანტიები კონსტიტუციითაა უზრუნველყოფილი
საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“, მესამე მოსმენით, 117 ხმით მიიღო, სადაც 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის რედაქცია ჩამოყალიბებულია შემდეგნაირად: ,,3. დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში-წარმომადგენლის მეშვეობით.ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით." კონსტიტუციაში ჩანაწერი მიუთითებს, რომ ადვოკატის პროფესიული და ინსტიტუციური გარანტიები უზრუნველყოფილია. საქართველო გახდა მსოფლიოში მეხუთე ქვეყანა რომლის ადვოკატთა კორპუსმა მიიღო კონსტიტუციური გარანტიები. დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში - წარმომადგენლის მეშვეობით. ადვოკატის საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას საერთაშორისო მდივანი დავით ასათიანი წარმოადგენდა.