პეკინზე მოწყობილ ველობილიკზე მოძრაობისთვის ქვეითები 10 ლარით დაჯარიმდებიან1057 2017.09.29
პეკინზე მოწყობილ ველობილიკზე მოძრაობისთვის ქვეითები 10 ლარით დაჯარიმდებიან
პეკინის ქუჩაზე მოწყობილ ე.წ. ბას ლაინსა და ველობილიკებზე მოძრაობის გამო, როგორც ავტომობილების მფლობელები, ისე ფეხით მოსიარულეები დაჯარიმდებიან. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, ამ დროისთვის არ არის ცნობილი სტატისტიკური მონაცემები, თუ რამდენი მძღოლი ან ფეხით მოსიარულე დაჯარიმდა. სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებით, როგორც ”ბას ლაინის”, ისე ველობილიკის გადაკვეთისას ავტომობილის მძღოლი დაჯარიმდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის შესაბამისი ნაწილით და ეს შესაძლოა იყოს ჯარიმა არასწორი პარკირებისთვის, ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის და ა.შ. რაც შეეხება ფეხით მოსიარულეებს, მათ შეეხებათ ჯარიმა ჩვეულებრივ, გზის არასწორ ადგილას გადაკვეთისთვის, რაც 10 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. ”პეკინის ქუჩაზე მუდმივ რეჟიმში იმყოფება საპატრულო პოლიცია, ქვეითი პატრული და არეგულირებს გადაადგილებას”, - აცხადებენ სამინისტროში.