1080
2017.09.29
კანონმდებელი ალიმენტის ოდენობას არ განსაზღვრავს
მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
მოქმედი კანონმდებლობით, ალიმენტის კონკრეტული ოდენობა განსაზღვრული არ არის, შესაბამისად მისი განსაზღვრა დამოკიდებულია სასამართლოს შეფასებაზე.
ალიმენტის დანიშვნის ეტაპზე თანხის დაკისრებას განაპირობებს გარკვეული სახის გარემოებები როგორიცაა;
(1) მოსარჩელისა და მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა;
(2) არასრულწლოვანი ბავშვის საჭიროებები
(3) მხარეთა ოჯახური მდგომარეობა;
ამდენად, მხარემ რომელიც აპირებს საალიმენტო ვალდებულების შესრულების მიზნით სარჩელის წარდგენას, სასამართლოს უნდა მიაწოდოს აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
საადვოკატო ბიურო ,,OK&CG”-ის ადვოკატის ოთარ კაჭკაჭაშვილის განმარტებით, დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ალიმენტის კონკრეტულ ოდენობას, ასევე არ ახდენს მისი გამოთვლისათვის საჭირო რაიმე სახის კრიტერიუმების დაწესებას, შესაბამისად მისი ოდენობის დადგენა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა წრეზე“