1253
2017.10.20
საბავშვო ბაღში მოსწავლის მიმართ უხეში მოპყრობის ფაქტი დაფიქსირდა
98-ე საბავშვო ბაღში მასწავლებლის მხრიდან მცირეწლოვან ბავშვზე ფიზიკური ძალადობის ფაქტზე მშობლის მიერ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იქნა გამოძახებული;
მშობლის განმარტებით, მის შვილს ცეკვის მასწავლებელი უხეშად მოეპყრო და მასზე განახორციელა ფიზიკური ძალადობა;
სისხლის სამართლის 126-ე მუხლის თანახმად ცემა ან სხაგვარი ძალადობა, რომელიც იწვევს დაზარებულის ფიზიკურ ტკივილს წარმოადგენს დასჯად ქმედებას და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით.
ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის თანახმად სახელმწიფომ უნდა მიმართოს ყველა საჭირო საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს, რათა ბავშვი დაიცვან მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ბავშვზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ყველა ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, შეურაცხყოფისა თუ ბოროტმოქმედებისაგან, ასევე იმისაგან, რომ ბავშვი მოკლებული იყო ზრუნვას ან დაუდევრად ექცეოდნენ, უხეშად ებყრობოდნენ ან ექსპლუატაციას უწევდნენ, აგრეთვე სექსუალურ ძალადობას იჩენდნენ.
ამრიგად არასრულწლოვანთა უფლებების დაცვისათვის აუცილებელია აღმოიფხვრას ზედამხედველი პირებისაგან მსგავსი მოქცევის ფაქტები და სახელმწიფომ მაღალი სტანდარტების დაწესებით შექმნას ბავშვთა მყუდრო და დაცულ გარემოში ყოფნის გარანტიები.