კერძო დაზღვევით მოსარგებლეთათვის საყოველთაო დაზღვევის შეზღუდვა  საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტ1303 2017.10.26
კერძო დაზღვევით მოსარგებლეთათვის საყოველთაო დაზღვევის შეზღუდვა საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტ
საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოქალაქე როინ გავაშელიშვილის კონსტიტუციური სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო კანონის რეგულირება, რომლის მიხედვითაც, 2013 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, კერძო სადაზღვევო კომპანიებში დაზღვეულ პირებს ამავდროულად ეზღუდებოდათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სრულად სარგებლობის შესაძლებლობა. საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ არათანასწორ მდგომარეობაში იყვნენ ჩაყენებულნი ის პირები, რომლებიც სრულად სარგებლობდნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და პირები, რომლებიც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გამო ვეღარ სარგებლობდნენ კერძო დაზღვევით. ეს უკანასკნელნი სარგებლობდნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მხოლოდ შეზღუდული მოცულობით. ასეთ პირობებში მათ სხვა გზა აღარ ჰქონდათ გარდა იმისა, რომ მოეძებნათ დაფინანსების ალტერნატიული წყაროები ან საერთოდ უარი ეთქვათ მკურნალობაზე გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევის დადგომამდე. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე. "2013 წელს, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა იქმნებოდა, ჯერ კიდევ მაშინ ჩაიდო ზღვარი კერძო დაზღვეულებსა და სახელმწიფო პროგრამას შორის. მთავარი ამოცანა იყო ის, რომ მთელი მოსახლება უზრუნველყოფილი ყოფილიყო სამედიცინო სერვისებით. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა საუბარი, ამას შესაბამისი რეაგირება სჭირდება. მთავრობის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება შესაბამისი რესურსით იქნება უზრუნველყოფილი", - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ. წყარო: imedinews.ge