თბილისის სააპელაციო სასამართლომ  საადვოკატო ბიურო ,,OK&CG“-ის საჩივარი შემოსავლების სამსახურის წინაა2064 2017.11.20
თბილისის სააპელაციო სასამართლომ საადვოკატო ბიურო ,,OK&CG“-ის საჩივარი შემოსავლების სამსახურის წინაა
გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს მიერ 2017 წლის 18 სექტემბერს მიღებული იქნა დადგენილება მეწარმე სუბიექტის მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1551-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენად ცნობის შესახებ და ადმინისტრაციული სახდელის სახით მეწარმეს დაეკისრა ჯარიმა 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით. საადვოკატო ბიურო ,,OK&CG”-ის ადვოკატის დავით მუმლაძის მიერ გასაჩივრებულ იქნა აღნიშნული დადგენილება. ადვოკატის განმარტებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილი იყო ადმინისტრაციული სამართადარღვევათა კოდექსის 1551-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, რაც ითვალისწინებს პირის დაჯარიმებას ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების რეალიზაციის, ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების სხვაგვარი დარღვევისათვის, თუმცა სამართალდარღვევის ოქმში აღნიშნული გახდლათ, რომ მეწარმის დაჯარიმების საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ საწარმო 2017 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 18 მაისის ჩათვლით ახორციელებდა ნავთობპროდუქტების რეალიზაციას შესაბამისი აღრიცხვის ჟურნალის წარმოების გარეშე. მეწარმის მიერ ნავთობპროდუქტის შეძენა და რეალიზაცია ხორციელდებოდა მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის - ანგარიშფაქტურის საფუძველზე, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ისახებოდა გადასახადის გადამხდელის პორტალზე (RS.GE), შესაბამისად გადასახადის გადამხდელის მიერ სრულად იყო დეკლარირებული და შემოსავლების სამსახურის მიერ ხელმისაწვდომი ნავთობპროდუქტის შეძენისა და რეალიზაციის შესახებ ინფორმაცია. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული საქართველოს სამართალდარღვევათა კოდექსის მე-8 მუხლი, რომლის თანახმად, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე. საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირნი ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ორგანო (თანამდებობის პირი) დაადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1551-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 30000 ლარის ოდენობით, ხოლო ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატებით ვაჭრობა არასტაციონარული სავაჭრო ობიექტებიდან, აგრეთვე ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების რეალიზაციის, ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების სხვაგვარი დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. დავითის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისთვის ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ მეწარმის მიერ ნავთოპროდუქტების შეძენა და რეალიზაცია ხორციელდებოდა მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის-ანგარიშფაქტურის საფუძველზე, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ისახებოდა გადასახადის გადამხდელის პორტალზე, შესაბამისად მეწარმის მიერ სრულად იქნა დეკლარირებული ნავთოპროდუქტების შეძენის და რეალიზაციის ფაქტი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაზიარებულ იქნა წარმომადგენლის განმარტება გაუქმებულ იქნა ჯარიმის სახით დაკისრებული სახდელი 30 000 ლარის ოდენობით მეწარმე სუბიექტი გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და გამოეცხადა მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა.