როგორც მოგეხსენებათ, საბჭოთა კავშირის პერიოდში არ არსებობდა ტერმინი „კერძო საკუთრება“, რამაც მოგვიანებით, მესაკუთრესა და ე.წ. ატსტუპნიკს (მოსარგებლეს) შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილი ურთიერთობების კანონით დარეგულირების აუცილებლობა წარმოშვა.
„ატსტუპნიკის’’, იგივე „მოსარგებლის’’ განმარტებას იძლევა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართევლოს კანონი, რომლის თანახმადაც - „მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით’’.
ამიტომ, თუ თქვენ შეიძინეთ უძრავი ქონება და მესაკუთრესთან წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება სათანადო ფორმით არ გაგიფორმებიათ, უნდა იცოდეთ, რა უფლებებით სარგებლობს ე.წ. ატსტუპნიკი.
წერილობითი ხელშეკრულება - ე.წ. შინაურული ხელშეკრულება, რომლითაც მესაკუთრე ადასტურებს საცხოვრებელი სადგომის გაყიდვის ნებას და ნასყიდობის ფასის მიღებას, რაც არ არის დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.
ე.წ. ატსტუპნიკების უფლებები და აღნიშნულ ინსტიტუტთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს კანონით „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ’’, რომელიც სახეცვლილი სახით 2016 წლის 24 ივნისიდან ამოქმედდა. კანონის ახალი ვერსია ძირითადად მორგებულია ატსტუპნიკების უფლებების დაცვაზე.
თუ თქვენ
თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილია, ან ვერ ხერხდება მესაკუთრის ან მისი მემკვიდრის მოძიება, თქვენ, როგორც მოსარგებლეს (ე.წ. ატსტუპნიკს) უფლება გაქვთ, მიმართოთ სასამართლოს და მოითხოვოთ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა.
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა