„შესაძლოა, თქვენს მიერ შეძენილი უძრავი ქონება სხვის საკუთრებაში აღმოჩნდეს“2985 2018.02.08
„შესაძლოა, თქვენს მიერ შეძენილი უძრავი ქონება სხვის საკუთრებაში აღმოჩნდეს“

ვინ არის კეთილსინდისიერი შემძენი, რა უფლებებით სარგებლობენ, რა პრობლემებს აწყდებიან და როგორ უნდა დაიცვან თავი რისკებისგან? ეს არის იმ იმ კითხვების მცირე ჩამონათვალი, რომლებითაც მოქალაქეები საადვოკატო ბიურო „OK&CG“ –ს ხშირად მიმართავენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დასმულ ამ და სხვა კითხვებს, კომპანიის ადვოკატი, ქეთევან ქავთარაძე უპასუხებს:

  

რას ნიშნავს კეთილსინდისიერი შემძენი საქართველოს კანონმდებლობაში?

 

იმისთვის, რომ  ნივთის შემძენი ჩაითვალოს კეთილსინდისიერ შემძენად, იგი უნდა აკმაყოფილებდეს  საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილ  კრიტერიუმებს, რაც ნივთის შეძენის ფაქტისადმი შემძენის კეთილსინდისიერებაში გამოიხატება. აღნიშნულ საკითხს საქართველოს კანონმდებლობაში „სამოქალაქო კოდექსში“ და მასში არსებული ცნება - „კეთილსინდისიერი შემძენი“ არეგულირებს.

 სამოქალაქო სამართალში მოქმედი ზოგადი წესის მიხედვით, შემძენი შეიძლება გახდეს ნივთის მესაკუთრე მაშინაც, როდესაც გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე, მაგრამ შემძენი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია.

 

ვინ არის კეთილსინდისიერი შემძენი?

 

 კეთილსინდისიერად ჩაითვლება შემძენი, რომელმაცმესაკუთრისგან შეიძინა ნივთი  და შესაბამისი პროცედურების დაცვის შემდეგ გახდა ნივთის ახალი მესაკუთრე; აგრეთვე შემძენი, თუ მან არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. კეთილსინდისიერების ფაქტი უნდა არსებობდეს ნივთის გადაცემამდე.

 

რა შემთხვევაში ვერ გახდება ახალი მესაკუთრე კეთილსინდისიერი შემძენი?

 კეთილსინდისიერი შემძენი ვერ გახდება ნივთის ახალი მესაკუთრე,  თუ ეს ნივთი ძველმა მესაკუთრემ დაკარგა, მას მოჰპარეს, ან მისი ნების წინააღმდეგ სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან, ანდა შემძენმა ის უსასყიდლოდ მიიღო. თუმცა, მოცემული გამონაკლისი ვრცელდება მოძრავი ნივთებზე საკუთრების უფლების მოპოვების შემთხვევაში, ხოლო რაც შეეხება უძრავ ნივთებს მათზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრში დაცული ინფორმაციების მიმართ კი მოქმედებს სისრულისა და უტყუარობის პრეზუმცია, რომელსაც შეიძლება დაეყრდნოს ნივთის შემძენი.

 

 იურიდიულ კომპანია „OK&CG“-თვის რამდენად ხშირად  მოუმართავთ მოქალაქეებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით?

 

 ჩვენთან ძალიან ხშირად მოდიან უძრავი ნივთის კეთილსინდისიერი შემძენები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით აქვთ შეძენილი ქონება, კერძოდ გაფორმებული აქვთ ნასყიდობის ხელშეკრულება წერილობითი ფორმით, წინასწარ აქვთ გადამოწმებული საჯარო  რეესტრში ნასყიდობის საგანთან დაკავშირებით რეგისტრირებული მონაცემები და საკუთრების უფლების დარეგისტრირების მიზნით მიმართეს კიდეც საჯარო რეესტრს, თუმცა  მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მათ მიერ შეძენილ ქონებას გარკვეული ნაკლი გააჩნია.

 

თქვენი პრაქტიკის მიხედვით, რატომ ხდება აღნიშნული საკითხი პრობლემური?

 

 ამ შემხთხვევაში პრობლემა არსი მდგომარეობს იმაში, რომ პროცესში ერთვება მესამე პირი, რომელსაც გარკვეული მოთხოვნები აქვს ძველი მესაკუთრის მიმართ, ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით მიმართავს სასამართლოს და სადავოდ ხდის ახალი მესაკუთრის საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. ამ შემთვევაში, გამოდის, რომ  შემძენი (ახალი მესაკუთრე) იძულებულია, შეასრულოს სხვის მიერ ნაკისრი ვალდებულება, რათა არ დაკარგოს შეძენილი ქონება.  მოცემულ შემთვევაში, კეთილსინდისიერ შემძენი, თუ ის აკმაყოფილებს სამოქალაქო კოდექსის დადგნილ ზემოაღნიშნულ მოთოვნებს, ხდება  ახალი მესაკუთრე, რომლიც დაუცველი რჩება კანონის წინაშე და საფრთხის ქვეშ დგება მისი, როგორც სრულუფლებიან მესაკუთრედ ყოფნის საკითხი, ასევე ბუნდოვანი ხდება იმ თანხის უკან დაბრუნების საკითხი, რომელიც უძრავი ნივთის სანაცვლოდ გადაიხადა.

 

რა რეკომენდაცია გექნებოდათ მოქალაქეებთან, როგორ უნდა დაიზღვიონ თავი მოსალოდნელი რისკებისგან?  

 

იურიდიული კომპანია ურჩევს კეთილსინდისიერ შემძენს, დროულად მიმართონ იურისტებს, მიიღონ სწორი იურიდიული კონსულტაცია და სასამართლოს გზით დაიცვან მათი დარღვეული უფლებები.