სასამართლო ახალი სარეკლამო საშუალებაა919 2012.10.19
სასამართლო ახალი სარეკლამო საშუალებაა
ინტელექტუალური საკუთრების თემა კვლავაც აქტუალურია საერთაშორისო მასშტაბით. მსხვილი კომპანიების სასამართლო დაპირისპირებაში კვლავაც IT ტექნოლოგიის ერთ–ერთი ლიდერის Apple–ის სახელი ფიგურირებს. მას ამჯერად კოდაკი უჩივის და მის მიერ პატენტირებული ტექნოლოგიის გამოყენებაში ადანაშაულებს. საჩივარში ნათქვამია, რომ Apple არაკანონიერად იყენებს იმ ტექნოლოგიას, რომელიც მას და კოდაკს ერთობლივი თანამშრომლობის დროს, 1990 წლისთვის ეკუთვნოდათ.

შეგახსენებთ, რომ კოდაკი იანვარში გაკოტრებული იყო და მის გაბანკროტებაზეც მიდგა საქმე. ახლა კი ის ჯერ კიდევ კრედიტორების დავალიანებების გასტუმრების ეტაპზეა. რაც შეეხება Apple–ს, მისი ბიზნესი ვითარდება და წინაც მიიწევს. ბრალდებასთან დაკავშირებით, კი კომპანიის იურისტებს ჯერ არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ. ასეა თუ ისე, ამ ინტელექტუალური საკუთრების დაცვა–წართმევის ბუმი ისევ გრძელდება. მსხვილი კომპანიები კი ამ ომის პირობებში ვითარდებიან. თავისთავად კითხვაც ჩნდება, მათთვის სასამართლო ახალი სარეკლამო საშუალება ხომ არ გახდა? ფაქტი კი ის არის რომ რაც მეტი ხმაურია მათ გარშემო, მით უკეთ ხდება პროდუქციის პოპულარიზაცია–რეალიზაცია. მოვლენები კი ისეთი სისწრაფით ვითარდება, როგორ საშუალებასაც დღევანდელი ტექნიკური მიღწევები იძლევა.

((წყარო:http://jurist.org/paperchase/2012/06/kodak-sues-apple-for-patent-infringement.php))