ძალიან ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ხშირად ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ხანდაზმულ სესხებს აცოცხლებენ. არა და, ასეთ დროს კრედიტორი ითხოვს ხელშეკრულებით ნაკისრი იმ ვალდებულებების შესრულებას, რომლის არსებობაც მოვალეს აღარც კი ახსოვდა. საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ს ადვოკატის, ქეთევან ქავთარაძის თქმით, არ შეიძლება, რომ მოვალის სამართლებრივი მდგომარეობა მუდმივად გაუგებარი იყოს; გარდა ამისა, არის გარემოებები, რომლებიც მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ იქამდე, ვალდებულებების შესრულებაზე დაიწყებენ ფიქრს.
რა არის ხანდაზმულობა და რა შედეგებს იწვევს ხანდაზმულობის ვადის გასვლა?
ხანდაზმულობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით არის კანონმდებლობით დადგენილი ვადა, რომლის გასვლის შემდგომაც, პირს სხვა პირის მიმართ ეკარგება მოთხოვნის უფლება. სესხის დაბრუნების მოთხოვნის უფლებას გააჩნია სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადა, აღნიშნული ვადა აითვლება სესხის დაბრუნების მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან.
რა შეზღუდვას ითვალისწინებს კანონმდებლობა კრედიტორის მოთხოვნის მიმართ?
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, კრედიტორის მოთხოვნა მოვალის მიმართ შეზღუდულია ხანდაზმულობის ვადის ფარგლებით.
იმის გათვალისწინებით, რომ არ შეიძლება მოვალის სამართლებრივი მდგომარეობა მუდმივად გაურკვეველი/გაუგებარი იყოს კანონი ადგენს ხანდაზმულობის ვადას, რომლის გასვლის შემდეგაც მოვალე უფლებამოსილია, უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე.
რა სახის მოთხოვნებზე არ ვრცელდება კანონმდებლობით დაწესებული შეზღუდვა - ხანდაზმულობის ვადა?
ხანდაზმულობა ვცრელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე, გარდა პირად არაქონებრივ უფლებებზე და მეანაბრეთა მოთხოვნაზე ბანკსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში შეტანილი ანაბრები გამო.
ხანდაზმულობის ვადები რომ გვითხრათ?
ცალკეულ შემთხვევებში, კანონი შეიძლება ითვალისწინებდეს ხანდაზმულობის სხვა სპეციალურ ვადებს.
თუ კრედიტორი მითითებულ ხანდაზმულობის ვადაში სათანადო ფორმით პრეტენზიას არ განუცხადებს მოვალეს, ის კარგავს მოთხოვნის უფლებას.
რა მომენტიდან აითვლება ხანდაზმულობის ვადის დინება?
ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ კრედიტორი არ კარგავს უფლებას მიმართოს სასამართლოს თქვენ მიერ ვალდებულების შესრულების მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ, განაცხადოთ, რომ კრედიტორის მოთხოვნა ხანდაზმულია, რაც წარმოდგენს თქვენს მიმართ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
იცოდეთ, რომ თუ თქვენ არ მიუთითებთ სასამართლოს, რომ თქვენ მიმართ არსებული მოთხოვნა ხანდაზმულია, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, თავად იმსჯელოს ხანდაზმულობის საკითხზე.
გახსოვდეთ, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლა იწვევს კრედიტორის მოთხოვნის გაქარწყლებას მოვალის მიმართ. თუ ასეთ პირობებში მოვალე ნებაყოფლობით შეასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, შემდგომში ის ვეღარ მოითხოვს უკვე შესრულებულის უკან დაბრუნებას.
ამასთანავე, უნდა იცოდეთ, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა