დამნაშავეობასთან ბრძოლა წარმატებული ვერ იქნება, თუ სამართალდამცავ ორგანოებს მოქალაქეებიც არ დაეხმარებიან. ბევრი ადამიანი ამას თავის მოქალაქეობრივ მოვალეობად და მორალურ ვალდებულებად აღიქვამს, ნაწილი კი ამის შეუსრულებობით ხელს უშლის სამართალდამცავი ორგანოების ნორმალურ ფუნქციონირებას, ვინაიდან დანაშაულის შეუტყობინებლობა, ისე როგორც დაფარვა, ხელს უშლის მის დროულად გახსნასა და დამნაშავეთა მხილებას, აგრეთვე მოსალოდნელი სოციალურად მავნე შედეგების თავიდან აცილებას. სწორედ ამიტომ გაითვალისიწნა სისხლის სამართლის კოდექსმა პასუხისმგებლობა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მზადებისა ან ჩადენილი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.
დანაშაულის შეუტყობინებლობის შესახებ ინფორმაცია მოქალაქეებს მუდმივად აინტერესებთ, ამიტომ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ს ადვოკატ, ქეთევან ქავთარაძესთან ინტერვიუში შეიტყობთ.
რომელ ორგანოს უნდა მიმართოს პირმა დანაშაულის ჩადენისა თუ ჩადენილი დანაშაულის შეტყობინებისთვის ?
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი არ ჩამოთვლის იმ ორგანოებსა და პირებს, რომლთათვისაც დანაშაულის მზადების შესახებ შეუტყობინებლობა გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამიტომ მათ უნდა მივაკუთვნოთ სამართალდამცავი ორგანოები - პროკურატურა, პოლიცია - რომელთა პირდაპირი მოვალეობა დამნაშავეობასთან ბრძოლაა“.
რა ვადაში უნდა მოხდეს დანაშაულის შეტყონინება?
კანონში აგრეთვე არ არის მითითებული დრო (ვადა), რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს შეტყობინება დანაშაულის მზადების ან ჩადენის შესახებ. ცხადია, ეს ვადა სხვადასხვაა და დამოკიდებულია საქმის კონკტრეტულ გარემოებებზე, რის საფუძლეზეც უნდა შეფასდეს, რომ პირს რეალურად შეეძლო შეეტყობინებინა დანაშაულის მზადებისა ან/და ჩადენის შესახებ. შეტყობინება დანაშაულის მზადების ან ჩადენის ფაქტის შესახებ აუცილებელია გაკეთდეს უმოკლეს ვადაში. პირი პასუხს აგებს შეუტყობინებლობისთვის, თუ მას რეალური შესაძლებლობა ჰქონდა ეცნობებინა სათანადო ორგანოსთვის. ასეთი შესაძლებლობის არარსებობა გამორიცხავს პასუხისმგებლობას. მაგალითად, პასუხისმგებლობა გამორიცხულია, თუ შეუტყობინებლობა გამოწვეული იყო დაუძლეველი ძალით ან უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობით, პირზე ფიზიკური ან ფსიქიკური იძულების გამო.
განსახილველი დანაშაული დამთავრებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა პირისათვის ცნობილი გახდა, რომ ნადვილად მზადდება ან ჩადენილია მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, მას რეალური შესაძლებლობა აქვს შეატყობინოს ამის შესახებ შესაბამის ორგანოებს, მაგრამ ამას არ აკეთებს.
რა მოტივი შეიძლება იყოს დანაშაულის შეუტყობინებლობა ?
დანაშაულის შეუტყობინებლობის მოტივები სხვადასხვა შეიძლება იყოს: სიმხდალე, ანგარება, შურისძიების შიში, ნათესაური გრძნობები.
ამასთან გასათავლისწინებელია ის გარემოება, რომ სისხლის სამართლის კოდექსის აღნიშნული მუხლი შეიცავს შენიშვნას, კერძოდ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება პირი ახლო ნათესავის მიერ ჩადენილი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის. ახლო ნათესავად ითვლება პირის მშობელი, მშვილებელი, შვილი, შვილობილი, ნაშვილები, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები პირი.
როგორც იურისტი განმარტავს, დანაშაულის შესახებ შესაბამისი ორგანოებისთვის შეტყობინება სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით უნდა მოხდეს.
„ინფორმაცია, რომ მზადდება ან ჩადენილია დანაშაული, ნადვილი უნდა იყოს. ამაზე პირდაპირ მიანიშნებს სისხლის სამართლის კოდექსი. ეს გულისხმობს კონკრეტული, სარწმუნო ინფორმაციის ცოდნას დანაშაულის ხასიათსა და შინაარსზე ან იმ პირზე, ვინც ამზადებს ან ჩაიდინა დანაშუალი, ანდა ორივეს შესახებ იცოდა.
როგორ დგინდება ცოდნის ნამდვილობა?
ცოდნის ნამდვილება შეიძლება ემყარებოდეს პირად გაკვირვებას, რომლის თვითმხილველიც პირი გახდა. ინფორმაია შესაძლებელია მოპოვებულ იქნეს თანამონაწილისგან, დოკუმენტიდან, კერძო მიმოწერიდან და ა.შ ვარაუდი ან ჭორის დონეზე პირის ინფორმირებულობა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშუალის მზადების ან ჩადენის შესახებ არ შეიძლება პასუხისმგებლობის საფუძველი გახდეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის 376-ე მუხლის მიხედვით დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
ხოლო, იგივე ქმედება ჩადენილი იმ პირის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია დანაშაული არასრულწლოვანის ან უმწო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ,ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა