სითი პარკთან შეწყვეტილი ხელშეკრულება და პარკირების ახალი სისტემა დედაქალაქში2025 2018.03.14
სითი პარკთან შეწყვეტილი ხელშეკრულება და პარკირების ახალი სისტემა დედაქალაქში

 მიმდინარე წლის 10 აპრილიდან თბილისის მერია კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულებას წყვეტს, კონტრაქტის გაუქმების დღიდან პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე კი „სითი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს მის. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

 აღნიშნული გადაწყვეტილება დედაქალაქის ხელისუფლებამ კომპანიის მხრიდან სხვადასხვა ვალდებულებების შეუსრულებლობით ახსნა. კალაძის თქმით, „სითი პარკის მოქმედება პრინციპულად შეუთავსებელია საზოგადოერივ ინტერესებთან, სამართლიანობასთან და მაღალ სტანდარტებთან“.

დედაქალაქის მერიის ამ გადაწყვეტილებას საზოადოებაში, პოლიტიკურ სპექტრსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

 

 როგორიასითიპარკისისტორიათბილისში, რაევალებოდაკომპანიასდარაარშეასრულამან? ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე გთავაზობთ სრულ ინფორმაციას.

 

მივყვეთ ქრონოლოგიურად...

დედაქალაქში კომპანია „სითი პარკი“ 2007 წელს გამოჩნდა და თბილისში პარკირების მოწესრიგების საკითხი 15 წლიანი ვადით გადაეცა. თუმცა, კომპანიის გამოჩენის დღიდან ამ დრომდე მის მიმართ პრეტენზიები არ წყდება. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, როცა კომპანიას დედაქალაქში პარკირების მოწესრიგების საკითხი ჩაბარდა, მაშინდელი ოპოზიცია ამას აქტიურად აპროტესტებდა. კომპანიას ხშირად საყვედურობენ ქალაქში პარკირების ადგილის სიმცირის, ავტომობილების ევაკუაციის წესების დარღვევისა თუ დაჯარიმების გამო.  ვინაიდან კომპანიის მიმართ მოქალაქეები მუდმივად უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, ხელისუფლების შეცვლის დღიდან მოყოლებული, აღნიშნული კომპანიის პარკირების სისტემიდან ჩამოშორების საკითხიც სულ აქტუალურია. თავდაპირველად, ახალი ხელისუფლების მმართველობის პირობებში ხელშეკრულების ვერშეწყვეტის მიზეზად  სახელდებოდა 25 მილიონი ლარი, რომელიც, მერიას კომპანიისთვის უნდა გადაეხადა და როგორც თავად განმარტავდნენ, ამის საშუალება თბილისის ბიუჯეტს არ გააჩნდა.

 

 როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სითი პარკთან მიმართებით კითხვები მუდმივად იყო; საკითხით დაინტერესებულ პირებს ყოველთვის ჰქონდათ განცდა, რომ ხელშეკრულების პირობები მხოლოდ კომპანიის ინტერესებს იყო მორგებული. საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები წლების მანძილზე ცდილობდნენ, გაერკვიათ მერიასა და „სითი პარკს“ შორის დადებული ხელშეკრულების დეტალები, თუმცა, 2014 წლამდე, ვიდრე „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) 2014 წელს „სითი პარკსა“ და მერიას შორის დადებული ხელშეკრულების პირობები არ გამოაქვეყნა. როგორც კვლევაშია ნათქვამი, „სითი პარკის“ მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, კომპანიას ანალოგიური რაოდენობის კომპენსაციის (25 მილიონი ლარი) გადახდა არ ეკისრებოდა.  

 

 „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მიერ  გაშიფრული დოკუმენტის შინაარსით  აღმოჩნდა, რომ კომერციულ საიდუმლოდ იყო მიჩნეული ისეთი საკითხები, როგორიცაა ფორსმაჟორი (მუხლი 13.5), კონფიდენციალურობა (მუხლი 15), ასევე ინფორმაცია მრჩეველთა კომიტეტის შექმნისა და წევრობის დეტალების შესახებ (4.1 დანართის მე-4 მუხლი). მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი „სითი პარკის“ მიერ თბილისის მერიისთვის წარდგენილ ანგარიშებში დაფარული არ ყოფილა. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ „სითი პარკის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებული იყო, რომ მას ქ.თბილისში პარკირების სფეროს მართვის უფლება 15 წლის ვადით მიენიჭა, ქ.თბილისის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების (2007 წლის 7 დეკემბრის) მე-3 მუხლი, რომლითაც ეს ვადები განისაზღვრა, საიდუმლოდ იყო მიჩნეული.

 

 ამას გარდა, პარკირების წესის შეცვლის გათვალისწინებით თბილისის მერია და „სითი პარკი“ მორიგდნენ, რომ სითი პარკი მიიღებდა 3 ლარს პარკირების ყოველი ჯარიმიდან, ხოლო ის თანხა, რაც დარჩებოდა „სითი პარკის“ მიერ საკუთარი მინიმალური წლიური თანხის მიღების შემდეგ, კვლავ 40-60%-ით გადანაწილდებოდა „სითი პარკსა“ და თბილისის მერიას შორის. იურიდიულად ეს და სხვა პუნქტების შინაარსი ნიშნავს იმას, რომ სითი პარკი დამკვეთთან, ანუ მერიასთან შედარებით, ბევრად უკეთეს პირობებშია ჩაყენებული.

 

ახლა მივუბრუნდეთ მიმდინარე მოვლენებს. მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მერმა „სითი პარკთან“  ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ დააანონსა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე, დედაქალაქის მერიას სანაცვლოდ პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს.  თუმცა, როგორც დედაქალაქის მთავრობაში აცხადებენ,  ხელშეკრულების გაწყვეტისთვის თბილისის მერია პირგასამტეხლოს არ გადაიხდის, ვინაიდან კანონმდებლობის მიხედვით, საჯარიმო თანხას რომელიმე მხარე იხდის იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულება უსაფუძვლოდ წყდება, რაც აღნიშნულ შემთხვევაში არ მომხდარა.

 

 რაც შეეხება თავად „სითი პარკის“ რეაქციას. კომპანიამ დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებას სპეციალური ანცხადებით გამოეხმაურა. კომპანიაში აცხადებენ, რომ  „ხელისუფლების გადაწყვეტილება არის უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული, რაც საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ ეპყრობა საქართველოს ხელისუფლება უცხოელ ინვესტორებს. მთელი სახელმწიფო აპარატი, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს ჩათვლით, გამოყენებულ იქნა კონკრეტული ძალების მიერ და მოქმედებდა კოორდინირებულად, „სითი პარკის“ საქართველოდან უკანონოდ გაძევების მიზნით. ხელისუფლება მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად, უგულებელყოფდა ინვესტორის მხრიდან სისტემატურ კომუნიკაციას და იმ გარემოებას, რომ ამჟამად მიმდინარეობს ორი სასამართლო პროცესი, რომელშიც შპს „სითი პარკი“ დავობს მის მიმართ კანონდარღვევის აბსურდული ბრალდებების საკითხზე. ხელისუფლება ცდილობდა, შეექმნასამართლებრივიპროცესისილუზიამაშინ, როდესაცსაბოლოოშედეგი (ხელშეკრულებისუკანონოშეწყვეტაკანონზედასასამართლოზემაღლამდგომიკონკრეტულიჯგუფებისინტერესებისგამო) წინასწარიყოგანსაზღვრული. „სითი პარკი“ განიხილავს ყველა შესაძლებლობას და მიმართავს ყველა საშუალებას, რომელსაც მას ანიჭებს ქართული და საერთაშორისო სამართალი. კომპანიის მფლობელები ასევე გაავრცელებენ ამ ინფორმაციას ისრაელის და საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებაში. აღნიშნული ცალსახად უარყოფითად აისახება საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე, რაც, როგორც ჩანს, არ აღელვებთ ძალაუფლების მქონე ბიუროკრატებს, რომლებიც მოქმედებენ საკუთარი კერძო ინტერესებიდან გამომდინარე,“- ნათქვამია მფლობელების - დევიდ პილას და ნათან შორერის განცხადებაში.

 

 „სითი პარკი“-მერიის ურთიერთობის შესახებ მცირე ინფორმაცია მივიღეთ, ისიც გავიგეთ, როგორი ისტორია ჰქონდა კომპანიას და რა წესებით ფუნქციონირებდა იგი ბაზარზე; დედაქალაქის მერიამ კომპანიასთან ურთიერთობის შეწყვეტის მიზეზიც დაასახელა, თუმცა მოქალაქეებს ამ საკითხთან მიმართებით კიდევ ბევრი კითხვა აქვს. ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კითხვა, რაც სითი პარკთან ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დაისვა, იყო ის, „მოუწევთ თუ არა მოქალაქეებს „სითი პარკის“ მიერ უკვე გამოწერილი ჯარიმების გადახდა?“.  რაზეც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ მათ, ვისაც ჯარიმა დაკისრებული ჰქონდა, მისი გადახდა მაინც მოუწევთ.