ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია ინიციატივას გამოთქვამს ფარმაცევტულმა კომპანიებმა ხარჯები გაასაჯაროვონ. ინიციატივის საფუძველი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადება გახდა. დავით სერგეენკოს განცხადებით, ექიმები პაციენტებს ძვირადღირებულ მედიკამენტებს არამიზნობრივად უნიშნავენ.
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელი მინისტრის განცხადებას ეთანხმება და აცხადებს, რომ ეს პრობლემა დაუყოვნებლივ მოგვარებას საჭიროებს. ამიტომ ახლო მომავალში სახელმწიფოს პოლიპრაგმაზიასთან ბრძოლის გეგმას წარუდგენს.
„ფარმაცევტული კომპანიების ნაწილი, რომელიც არაკეთილსინდისიერად მოღვაწეობს ფარმაცევტულ ბაზარზე ახდენს ზეწოლას ექიმებზე, რომელთა ანაზრაურება არც ისე მაღალია. ასეთივე პრობლემა დგას განვითარებულ ქვეყნებშიც, მაგალითად, აშშ-ი, იქაც დაახლოებით 20% არამიზნობრივად არის დანიშნული. საქართველოში ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის ექიმების კომპეტენცია, „გაიდლაინების“ ნაკლებობა და ექიმების ფინანსური დაინტერესება. ელექტრონული რეცეპტის სისტემა გამჭვირვალეს გახდის ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების შესახებ ინფორმაციას. ამის გარდა, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ გავასაჯაროვოთ ჩვენი ხარჯების მიზნობრიობა. ჯანდაცვის სამინისტროს უფლება აქვს იცოდეს ფარმაცევტული კომპანიების მიერ გაწეული ხარჯები.“ - განაცხადა „საქმის კურსის“ ეთერში ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი მარგველაშვილმა.
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა