მოქალაქეების ნაწილს პატენტის შესახებ მცდარი ან არაზუსტი წარმოდგენა აქვთ. ზოგს პატენტი არაორიგინალი ნივთი ჰგონია და ხშირად ამბობენ, რომ ესა თუ ის სუნამო ან რომელიმე ბრენდის სამოსი „პატენტია“. არა და რეალურად, პატენტი სრულიად სხვა რამეა. უფრო ზუსტად პატენტის შესახებ „OK&CG“-ს ადვოკატი, ქეთევან ქავთარაძე ისაუბრებს.
რა არის პატენტი?
პატენტი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ეს არის პატენტის მფლობელის სახელზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მისი გაცემის მომენტისათვის პატენტის მფლობელის განსაკუთრებულ უფლებებს;
პატენტი არის გამომგონებლის ან მისი უფლებამონაცვლისათვის სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული დროით მინიჭებული მონოპოლიური უფლება, რომლის საფუძველზეც პატენტის მფლობელს შეუძლია ნებისმიერ პირს აუკრძალოს პატენტით დაცული გამოგონებით ან სასარგებლო მოდელით სარგებლობა.
როგორ ხდება ზემოხსენებული მონოპოლიური უფლების მინიჭება?
ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის მონოპოლიური უფლებების მინიჭება დასტურდება საპატენტო სიგელით (პატენტით), რომელიც გაიცემა საპატენტო უწყების მიერ.
პატენტის მიღების უფლება აქვს:
რა უფლებებით სარგებლობს პატენტის მფლობელი მისი გამოგონების მიმართ?
პატენტის მფლობელი თავისი შეხედულებისამებრ განკარგავს გამოგონებას. მას უფლება აქვს, გაყიდოს ან სხვა გზით გაასხვისოს გამოგონება, დადგენილი წესით გასცეს კერძო ლიცენზია პატენტის გამოყენებაზე ან/და დააგირაოს პატენტი.
რა კრიტერიუმებია საჭირო?
იმისთვის რომ გაცემულ იქნას პატენტის გამოგონება შემდეგ სამ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს: სიახლე, საგამომგონებლო დონე და სამრეწველო გამოყენებადობა.
საპატენტო პირადი არაქონებრივი უფლებები შემოსაზღვრული არ არის ვადით და ტერიტორიით.
რაც შეეხება განსაკუთრებულ უფლებებს, გამოგონების შემთხვევაში ისინი მოქმედებს 20 წლის განმავლობაში, ხოლო სასარგებლო მოდელის შემთხვევაში - 8 წლის განმავლობაში განაცხადის შეტანის დღიდან, და მათი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ პატენტის გამცემი ქვეყნის ტერიტორიაზე. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ პატენტი უქმდება და მისი გამოყენება ყველას შეუძლია.
სად უნდა წარვადგინოთ შესაბამისი განაცხადი და რას უნდა მოიცავდეს იგი?
ადგილობრივი პატენტის მისაღებად განაცხადი უნდა წარედგინოს საქპატენტს, რომელიც უნდა შეიცავდეს: განცხადებას პატენტის მისაღებად, აღწერილობას, ფორმულასა და ნახაზებს. აღწერილობაში იმდენად ნათლად უნდა იყოს გადმოცემული გამოგონების არსი და მისი განხორციელების გზები, რომ შესაძლებელი იყოს გამოგონების რეალიზება დარგის სპეციალისტის მიერ.
პატენტის საფუძველზე წარმოიშობა საპატენტო უფლებები, რომლებიც ორი სახისაა - პირადი არაქონებრივი და ქონებრივი.
პირადი არაქონებრივი საპატენტო უფლება ეკუთვნის მხოლოდ გამომგონებელს. გამომგონებელს გააჩნია გამომგონებლად დასახელებისა და აღიარების მოთხოვნის უფლება, აგრეთვე, გამოგონების ან სასარგებლო მოდელისათვის სპეციალური სახელწოდების შერჩევის უფლება. ეს უფლებები განუსხვისებელია.
ქონებრივი საპატენტო უფლებები საპატენტო სამართალში განსაკუთრებული უფლებების სახელწოდებითაა ცნობილი. ამ უფლებებს შეიძლება ფლობდეს გამომგონებელიც და ნებისმიერი სხვა პირიც, თუ გააჩნია შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი.
პატენტმფლობელი თავად განკარგავს გამოგონებასა და სასარგებლო მოდელს. მას შეუძლია გაყიდოს ან სხვა გზით გაასხვისოს პატენტი, გასცეს ლიცენზია, დაამზადოს პატენტით დაცული პროდუქტი და სხვ.
ამ მიზნით პატენტმფლობელს უფლება აქვს გასცეს მარტივი ან განსაკუთრებული ლიცენზია.
გაცემული მარტივი ლიცენზიების რაოდენობა არ არის შეზღუდული. მარტივი ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში პატენტმფლობელი თავადაც ინარჩუნებს უფლებას გამოიყენოს პატენტით დაცული გამოგონება ან სასარგებლო მოდელი.
მოცემულ ტერიტიორიაზე გამოყენების ერთ უფლებაზე შეიძლება გაიცეს მხოლოდ ერთი განსაკუთრებული ლიცენზია. განსაკუთრებული ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში, ამ ტერიტორიაზე პატენტმფლობელს ეკრძალება როგორც ამ ლიცენზიის ფარგლებში ნებისმიერი სხვა ლიცენზიის გაცემა, ისე პატენტით დაცული გამოგონების ან სასარგებლო მოდელის საკუთრივ გამოყენებაც.
შესაძლებელია თუ არა პატენტის გაუქმება?
კანონმდებლობა აგრეთვე ითვალისიწნებს პატენტის გაუქმების საფუძვლებს. პატენტი უქმდება, თუ დადგინდა, რომ:
როგორ უნდა მოიქცეს პატენტის მფლობელი, თუ მისთვის პატენტიდან გამომდინარე მინიჭებული განსაკუთრებული უფლება დირღვევა?
ასეთ შემთხვევაში პატენტის მფლობელი უფლებამოსილია სასამართლოსადმი მიმართვის გზით აუკრძალოს სხვა პირებს თავისი ნებართვის გარეშე:
ა) პატენტით დაცული პროდუქტის დამზადება, გაყიდვა, გასაყიდად შეთავაზება, გამოყენება, იმპორტი ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარი ჩართვა;
ბ) პატენტით დაცული ხერხის გამოყენება ან გასაყიდად შეთავაზება;
გ) პატენტით დაცული ხერხით უშუალოდ მიღებული პროდუქტის გაყიდვა, გასაყიდად შეთავაზება, გამოყენება, იმპორტი ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარი ჩართვა.
სარჩელი პატენტიდან გამომდინარე უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით შეიძლება წარდგენილ იქნეს არა უმეტეს 3 წლის ვადაში იმ მომენტიდან, როდესაც პატენტის მფლობელისათვის ცნობილი გახდა უფლებების დარღვევის შესახებ.
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა