როდესაც ხელშეკრულების საგანი ადამიანის სიცოცხლეა815 2012.10.19
როდესაც ხელშეკრულების საგანი ადამიანის სიცოცხლეა
ევთანაზია, მისი ერთ–ერთი განმარტებით არის მშვიდი, უშფოთველი სიკვდილი. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით კი ევთანაზია უკურნებელი სენით დაავადებული, სიკვდილისწინა სტადიაში მყოფი ადამიანის სიცოცხლის განზრახ, ხელოვნურად შეწყვეტაა, რომელიც ხდება თვითონ ავადმყოფის თხოვნით. არის შეკითხვა, რომელზე პასუხიც ხანგრძლივი, ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე დავამ და კამათმაც ვერ დაადგინა. საბოლოოდ რა არის ევთანაზია? ეს თვითმკვლელობაა, რომლის განხორციელების იარაღისხვა ადამიანია, თუ ჩვეულებრივი მკვლელობა.