როგორ მოქმედებს კანონი დანაშაულის შეუტყობინებლობაზე?3538 2018.11.05
როგორ მოქმედებს კანონი დანაშაულის შეუტყობინებლობაზე?

დამნაშავეობასთან ბრძოლა წარმატებული ვერ იქნება თუ მოქალაქეები არ დაეხმარებიან სამართალდამცავ ორგანოებს. ბევრი ადამიანი ამას თავის მოქალაქეობრივ  მოვალეობად და მორალურ ვალდებულებად აღიქვამს, ნაწილი კი ამ მოვალეობის შეუსრულებობით ხელს უშლის სამართალდამცავო ორგანოების ნორმალურ ფუნქციონირებას, ვინაიდან დანაშაულის შეუტყობინებლობა, ისე როგორც დაფარვა, ხელს უშლის მის დროულად გახსნასა და დამნაშავეთა მხილებას, აგრეთვე მოსალოდნელი სოციალურად მავნე შედეგების თავიდან აცილებას. სწორედ ამიტომ გაითვალისიწნა სისხლის სამართლის კოდექსმა პასუხისმგებლობა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მზადებისა ან ჩადენილი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი არ ჩამოთვლის იმ ორგანოებსა და პირებს, რომლთათვისაც დანაშაულის მზადების შესახებ შეუტყობინებლობა გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამიტომ მათ უნდა მივაკუთვნოთ სამართალდამცავი ორგანოები (პროკურატურა, პოლიცია) რომელთა პირდაპირი მოვალეობაა დამნაშავეობასთან ბრძოლა.

 

კანონში აგრეთვე არ არის მითითებული დრო (ვადა), რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს შეტყობინება დანაშაულის მზადების ან ჩადენის შესახებ. ცხადია ეს ვადა სხვადასხვაა და დამოკიდებულია საქმის კონკტრეტულ გარემოებებზე, რის საფუძლეზეც უნდა შეფასდეს,რომ პირს რეალურად შეეძლო შეეტყობინებინა დანაშაულის მზადებისა და ან ჩადენის შესახებ.  შეტყობინება დანაშაულის მზადების ან ჩადენის ფაქტის შესახებ აუცილებელია გაკეთდეს უმოკლეს ვადაში. პირი პასუხს აგებს შეუტყობინებლობისთვის, თუ მას რეალური შესაძლებლობა ჰქონდა ეცნობებინა სათანადო ორგანოსთვის. ასეთი შესაძლებლობის არარსებობა გამორიცხავს პასუხისმგებლობას.  მაგალითად პასუხისმგებლობა გამორიცხულია თუ შეუტყობინებლობა გამოწვეული იყო დაუძლეველი ძალით ან უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობით, პირზე ფიზიკური ან ფსიქიკური იძულების გამო.

 

განსახილველი დანაშაული დამთავრებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა პირისათვის ცნობილი გახდა, რომ ნადვილად მზადდება ან ჩადენილია მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, მას რეალური შესაძლებლობა აქვს შეატყობინოს ამის შესახებ შესაბამის ორგანოებს, მაგრამ ამას არ აკეთებს. 

 

დანაშაულის შეუტყობინებლობის მოტივები სხვადასხვა შეიძლება იყოს: სიმხდალე, ანგარება, შურისძიების შიში, ნათესაური გრძნობები.

 

ამასთან გასათავლისწინებელია ის გარემოება, რომ სისხლის სამართლის კოდექსის აღნიშნული მუხლი შეიცავს შენიშვნას, კერძოდ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება პირი ახლო ნათესავის მიერ ჩადენილი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.  ახლო ნათესავად ითვლება პირის მშობელი, მშვილებელი, შვილი, შვილობილი, ნაშვილები, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები პირი.

 

აღსანიშნავია, რომ პირის ცოდნა, რომ მზადდება ან ჩადენილია დანაშაული ნადვილი უნდა იყოს. ამაზე პირდაპირ მიანიშნებს სისხლის სამართლის კოდექსი. ეს გულისხმობს კონკრეტული, სარწმუნო ინფორმაციის ცოდნას დანაშაულის ხასიათსა და შინაარსზე ან ი პირზე, ვინც ამზადებს ან ჩაიდინა დანაშუალი ანდა ორივეს შესახებ იცოდა. ცოდნის ნამდვილება შეიძლება ემყარებოდეს პირად გაკვირვებას, რომლის თვითმხილველიც პირი გახდა.  ინფორმაია შესაძლებელია მოპოვებულ იქნეს თანამონაწილისგან, დოკუმენტიდან, კერძო მიმოწერიდან და ა.შ ვარაუდი ან ჭორის დონეზე პირის ინფორმირებულობა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშუალის მზადების ან ჩადენის შესახებ არ შეიძლება პასუხისმგებლობის საფუძველი გახდეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის 376-ე მუხლის მიხედვით დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

ხოლო, იგივე ქმედება ჩადენილი იმ პირის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია დანაშაული არასრულწლოვანის ან  უმწო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ,–

ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.