მამობის დადგენის რეგისტრაციისას ხორციელდება კონკრეტული პირის ბავშვის მამად ცნობა (აღიარება), რითაც ბავშვი მოიპოვებს მამის მიმართ უფლება–მოვალეობებს.
ბავშვს, რომლის წარმოშობა დადგენილია მშობელთა ერთობლივი განცხადებით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით, მშობლებისა და ნათესაობის მიმართ აქვს ისეთივე უფლებები, როგორიც დაქორწინებულ პირთაგან წარმოშობილ ბავშვს.
მამობის დადგენის რეგისტრაცია ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში:
ა) ბავშვი, რომლის მიმართ უნდა განხორციელდეს მამობის დადგენის რეგისტრაცია, არის საქართველოს მოქალაქე, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირი, დაბადებულია საქართველოში ან მისი დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში
ბ) არასრულწლოვანი ბავშვის ერთ–ერთი მშობელი არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირი
გ) მამობის დადგენის შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა საქართველოს სასამართლომ
დ) მამობის დადგენის შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა სხვა სახელმწიფოს სასამართლომ და ცნობილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
მამობის დადგენა მშობელთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე
საჭირო დოკუმენტები
1. მშობლების ერთობლივი წერილობითი განცხადება
2. ორივე მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
3. ბავშვის დაბადების მოწმობა
4. ბავშვის არასრულწლოვანი დედის ან/და მამის შემთხვევაში, მათი დაბადების მოწმობა და ორივე მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა პირის ბავშვის მამად ჩაწერის თაობაზე
მამობის დადგენა მამის განცხადების საფუძველზე
საჭირო დოკუმენტები
1. მამის წერილობითი განცხადება
2. მამის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
3. ბავშვის დაბადების მოწმობა
4. ერთ–ერთი შემდეგი დოკუმენტი: დედის გარდაცვალების მოწმობა, დედის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება, დედის ქმედუუნაროდ ცნობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება, ან დედისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება
5. არასრულწლოვანი მამის შემთხვევაში მისი დაბადების მოწმობა და მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა პირის ბავშვის მამად ჩაწერის თაობაზე
მომსახურების ვადა და ღირებულება
მამობის დადგენის მოწმობა გაიცემა უფასოდ, განცხადების წარდგენიდან 1 სამუშაო დღის ვადაში.
ვის შეიძლება მივმართოთ მამობის დადგენის რეგისტრაციის მოთხოვნით?
მამობის დადგენის თაობაზე განცხადებით შეგიძლიათ მიმართოთ:
ა) სსიპ იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს;
ბ) სსგს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს
გ) საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებას;
ვის აქვს მამობის დადგენის თაობაზე განაცხადის წარდგენის უფლებამოსილება?
1) ბავშვის დაბადების მომენტისთვის ქორწინებაში არმყოფ მშობლებს ერთობლივად;
2) ბავშვს სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, თუ მამობა დადგენილია სასამართლოს გადაწყვეტილებით;
3) მის ერთ-ერთ მშობელს, მეურვეს ან მზრუნველს, თუ მამობა დადგენილია სასამართლოს გადაწყვეტილებით;
5) ზემოთ ჩამოთვლილ პირთა მინდობილ პირს.
რა დოკუმენტებია წარმოსადგენი სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მამობის დადგენის რეგისტრაციის დროს?
სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მამობის დადგენის რეგისტრაციის მიზნით წარსადგენი დოკუმენტებია:
გ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება;
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა