საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 30 ოქტომბრის №446 ბრძანებით, ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა დაინიშნა. გამოცდა იუსტიციის სასწავლო ცენტრში 4-იდან 18 დეკემბრამდე ორ ეტაპად ჩატარდება.
I ეტაპი - ზოგადი უნარ-ჩვევები, 5 დეკემბერი, 2019 წ.
II ეტაპი - პროფესიული ტესტი, გამოცდა ჩაინიშნება 2019 წლის 18 დეკემბრამდე (ინფორმაცია მეორე ეტაპის თარიღის შესახებ კონკურსანტებს ეცნობებათ გამოცდის ჩანიშვნამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღით ადრე).
გამოცდის ჩაბარების მსურველებმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
- უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის ასლი;
- CV;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ფერადი ფოტოსურათი 3/4-ზე;
- გამოცდაში მონაწილეობისათვის კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი 150 ლარის ოდენობით (იხ. საბანკო რეკვიზიტები)
საბუთების მიღება წარმოებს 2019 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: trainingcenter@tcj.gov.ge
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა