საბერძნეთი უახლესი საკანონმდებლო ინიციატივით სწრაფი დეპორტაციის პოლიტიკას ახორციელებს და ამკაცრებს თავშესაფრის მიღების შესახებ კანონს.
ორ საათიანი დისკუსიის შემდეგ, საბერძნეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება თავშესაფრის შესახებ კანონის გასამკაცრებლად.
აღნიშნული კანონის მიხედვით, სასამართლო პროცესები და დეპორტაცია სწრაფად უნდა დასრულდეს.
ოპოზიცია და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციები შიშობენ, რომ ამ კანონით ლტოლვილთა უფლებები მკვეთრად დაირღვევა.
პრემიერ-მინისტრის, Kyriakos Mitsotakis- ის ქვეშ მოქმედი კონსერვატიული მთავრობის მიზანია დააჩქაროს თავშესაფრის პროცედურები და ლტოლვილთა პაქტის პირობებში განმცხადებლები უფრო სწრაფად გაგზავნოს საკუთარ ქვეყნებში.
პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ წლის ბოლოსთვის დაახლოებით 20,000 თავშესაფრის მაძიებელი უნდა გადაიყვანონ ჭარბად დატვირთული ბერძნული კუნძულებიდან მატერიკზე.
ბერძნული თავშესაფრის სისტემა დიდი ხანია პარალიზებულია, თქვა მიცოტაკისმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. მან გაავრცელა შეტყობინება იმასთან დაკავშირებით რომ აქამდე ყველას შეეძლო საბერძნეთში დარჩენა. მომავალში კი, სხვა საკითხებთან ერთად, "ყველა განაცხადი უნდა შემოწმდეს ექვსი თვის შემდეგ ცხრა თვის ნაცვლად". თუ განმცხადებელი არ თანამშრომლობს ხელისუფლებასთან, განცხადება ავტომატურად გამოცხადდება უსაფუძვლოდ.
პრემიერ მინისტრის მიმართვაში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებისადმი ნახსენებია, რომ მიუღებელია ქვეყანა იყენებდეს ევროკავშირის თავისუფალ მიმოსვლას და ამავე დროს უარს ამბობდეს ყველაზე მცირე მიგრაციული ტვირთის გაზიარებაზეც კი.” მისი თქმით ევროპული სოლიდარობა არ არის "a la carte".
ბერძნული არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, კუნძულებზე მცხოვრებ, 30,000 ლტოლვილად ჩაბარების მსურველს, ეს ინიციატივა ნეგატიურად შეეხება.
ოპოზიციამ, ისევე როგორც საქველმოქმედო და ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა, წინასწარ გააკრიტიკეს კანონის გამკაცრება: "ეს ძირს უთხრის თავშესაფრის განაცხადის საყოველთაო განხილვის უფლებას. ამჟამად თითქმის 35,000 ადამიანი ელოდება აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებს. ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია 2016 წელს ლტოლვილთა პაქტის ძალაში შესვლის შემდეგ."
წყარო:
https://orf.at/stories/3142790/?fbclid=IwAR267aXpECpom2Azmzpdy0mxq0pmhi12L_liJrc8DnZvV3mfxDGbC5qRRzI
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა