საადვოკატო ბიურო "OK&CG" მხარს უჭერს კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრასთან დაკავშირებით.
აღნიშნული კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიაა, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისიდან აღინიშნება. იგი 25 ნოემბერს იწყება და მიზნად საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებას ისახავს.
საადვოკატო ბიურო "OK&CG" -ის ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ აუცილებელია ისეთი სამართლებრივი მექანიზმების შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრას, სექსუალური შევიწროვების ფაქტების დროულ შესწავლასა და მათზე ადეკვატურ რეაგირებას.
აუცილებელია განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა ძალადობის საკითხების მიმართ. მართლმსაჯულება ხელმისაწვდომი უნდა გახდეს თითოეული ადამიანისათვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისთვისაც სამართლებრივი დაცვის მექანიზმები განსაკუთრებით საჭიროა.
კამპანიის ოფიციალური ფერი ნარინჯისფერია, ამიტომ მსოფლიოს ქალაქები მის მხარდაჭერას ღირსშესანიშნავი ობიექტების ნარინჯისფრად განათებით გამოხატავენ. ამ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებშიც სწორედ ნარინჯისფერი დომინირებს.
კამპანიის მთავარ გზავნილს წარმოადგენს: „გაანარინჯისფერე სამყარო - უზრუნველყავი თანხების მობილიზაცია ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად“, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლაში ინვესტირების მნიშვნელობას.
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა