3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა  საერთაშორისო დღეა1176 2019.12.03
3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა

დღეს, 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა.

 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის საერთაშორისო დღე  1992 წელს, გაეროს მიერ დაარსდა და მისი მიზანია, მუდმივად გაამახვილოს საზოგადოების ყურადღება იმ  დისკრიმინაციასა და პრობლემატიკაზე, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განიცდიან ყოველდღიურად.

 

მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერება იცვლება, შეზღუდული შესაძებლობის მქონე პირებს კვლავაც ექმნებათ გადაადგილების, განათლების, დასაქმების, რესურსებზე ხელმისაწვდომობისა თუ სხვა ტიპის პრობლემები. ეს პრობლემები განსაკუთრებით მძაფრად იჩენს თავს  ისეთ განვითარებად ქვეყნებში, როგორიც საქართველოა.

 

შეზღუდული შესაძებლობის მქონე პირებს ყოველდღიურად უწევთ დიდი დაბრკოლებების გადალახვა, იმისათვის რომ სრულფასოვნად შეძლონ ცხოვრება, რეალიზება და ადაპტირება სოციუმში.

 

საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მისი თითოეული წევრის ქმედით ნაბიჯებსა და სოლიდარობას შშმ პირების მიმართ.