ინფორმაცია ბიზნეს სუბიექტის შესახებ 2205 2020.01.14
ინფორმაცია ბიზნეს სუბიექტის შესახებ

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი

 

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი არის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა, ასევე უცხო ქვეყნის საწარმოს და არსამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის რეგისტრაციის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

 

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში შეტანილი მონაცემები საჯაროა. ნებისმიერ პირს შეუძლია გაეცნოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებს და მარეგისტრირებელი ორგანოდან მიიღოს რეესტრიდან ამონაწერი/ინფორმაცია.

 

-რას ნიშნავს რეგისტრაცია

 

 რეგისტრაცია არის სუბიექტის წარმოშობის, რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების და რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით.

 იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეწარმეო (კომერციული) ან არასამეწარმეო (არაკომერციული) საქმიანობა, სავალდებულოდ უნდა დარეგისტრირდეს რესტრში. მეწარმე და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი წარმოშობილად ითვლება რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. მეწარმე სუბიექტის არსებობა დგინდება ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

 

-ვინ შეიძლება იყოს განმცხადებელი და ვის უნდა მიმართოს მან სერვისის მისაღებად

 

 მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ინფორმაცია გაიცემა  ნებისმიერი დაინტერესებული პირის მოთხოვნით.

 

-ვის უნდა მიმართოთ მეწარმე ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის მიზნით

 

მეწარმე და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით უნდა მიმართოთ იუსტიციის სახლს ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს. თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:         

 

  1. განცხადება (ელექტრონული განცხადება ივსება ფრონტ ოფისის ოპერატორის მიერ);             
  2. თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

 

 

კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დო­კუ­მენტი ან ინფორმაცია, რაც აუცილებელია გადაწ­ყვე­ტი­ლების მისაღებად.