ბიზნესის რეგისტრაციის ელექტრონულ სერვისებს ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციასთან დაკავშირებული მომსახურებები დაემატა. www.my.gov.ge პორტალზე მეწარმეებს უკვე ონლაინ რეჟიმში, მარტივად შეუძლიათ განაცხადების გაკეთება ეკონომიკური საქმიანობის დარეგისტრირების, ვადის გაგრძელების, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების, რეგისტრაციის გაუქმების, ამონაწერის განახლების, ინფორმაციის მიღებისა და სხვ. მოთხოვნებით.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ეკონომიკურ საქმიანობათა სავალდებულო და ნებაყოფლობითი სახის რეგისტრაციას ახორციელებს.
სავალდებულო სარეგისტრაციო საქმიანობის კატეორიაში შედის:
ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული საქმიანობების დეტალური ჩამონათვალი, ასევე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დამტკიცებული საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის სრული ვერსია My.gov.ge პორტალზევე არის განთავსებული, ელექტრონულ საძიებო სისტემაშია ჩაშენებული და მომხმარებელს განცხადების შევსებას უმარტივებს.
ეკონომიკური საქმიანობის რეესტრის მომსახურების მისაღებად პორტალზე ავტორიზაცია და ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებაა საჭირო.
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა