საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანა იგეგმება1745 2020.02.06
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანა იგეგმება

 მთავრობის სხდომაზე დამატებული ღირებულების გადასახადის რეფორმა წარადგინეს, რომელიც უზრუნველყოფს დღგ-ის მენეჯმენტი გახდეს ზუსტად ისეთი, როგორიც ევროკავშირშია. 

 

საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებების თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც საკუთრებაში ფლობენ 5 ჰექტარამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს.

 

სამშენებლო სექტორის სტიმულირების მიზნით, საგადასახადო კოდექსში შევა ცვლილება - 2026 წლამდე გაგრძელდეს საგადასახადო კოდექსის იმ დებულებების მოქმედება, რომელიც შემოღებულია დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით. საუბარია 2008 წლამდე დაწყებული და დაუსრულებელი მშენებლობების დღგ-ისგან გათავისუფლებაზე.

 

ცვლილებების შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.