გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ ევთანაზია დასაშვებად ცნო2551 2020.03.06
გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ ევთანაზია დასაშვებად ცნო

გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ ევთანაზია დასაშვებად ცნო. ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართომ დაადგინა, რომ ევთანაზიის აკრძალვა ადამიანის პირად თავისუფლებებს არღვევს და შესაბამისად გერმანიის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

როგორც გერმანიის უმაღლესი სასამართლო ინსტანციის თავმჯდომარემ ანდრეას ფოზკულემ განაცხადა, საკუთარი სურვილით სიკვდილი ადამიანის პირად თავისუფლებებს განეკუთვნება, რაც მოიცავს თვითმკვლელობასაც და მესამე მხარის დახმარებით ნებაყოფლობით სიკვდილსაც.

აღსანიშნავია, რომ სასამართლო ვერდიქტი არ ნიშნავს, რომ კანონმდებლებს აეკრძალებათ ევთანაზიის ხელშემწყობი ორგანიზაციების საქმიანობის რეგულირება.

2015 წლის ნოემბერში გერმანიის ბუნდესტაგმა უკანონოდ გამოაცხადა ორგანიზაციები, რომლებიც კომერციულ საფუძველზე ევთანაზიას ახორციელებდნენ.

აკრძალვის დარღვევა სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯებოდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მედიკოსთა ნაწილი და მძიმე სენით დაავადებულები აპროტესტებდნენ.