პერსონალური მონაცემები ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ2212 2020.05.29
პერსონალური მონაცემები ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ

პერსონალური მონაცემების დაცვა თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი გამოწვევაა. საერთაშორისო კვლევების თანახმად, ერთი ადამიანის მონაცემები საშუალოდ 250-დან 1000-მდე ბაზაშია რეგისტრირებული, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით კი მილიონობით ადამიანის შესახებ ინფორმაციის დამუშავებას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. სად იკვეთება  ზღვარი საჯარო ინტერესებსა და ადამიანების პირადი ცხოვრების უფლებას შორის? ეს არის კითხვა, რომმელიც თანამედროვე მსოფლიოში და ასევე ჩვენს ქვეყანაში, აქტიურად დაისმის. 

 დავიწყოთ თავად ტერმინ პერსონალური მონაცემების განმარტებით - პერსონალური მონაცემი ეს არის ნებისმიერი მონაცემი, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებად ან იდენტიფიცირებულ ფიზიკურ პირს. მაგალითად: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საბანკო ინფორმაცია, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა, ინფორმაცია მის საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ ან სხვა მონაცემი, რომლითაც შესაძლებელია პირის პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით იდენტიფიცირება, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლებით. 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ, ყოველღიურად მილიონობით ადამიანის პერსონალური მონაცემები მუშავდება, თანაც ამ ყველაფერს სულ რამდენიმე წუთი სჭირდება.  სხვადასხვა ვებგვერდზე ვიზიტი, ონლაინ რეგისტრაცია, სხვადასხვა აპლიკაციის გადმოწერა და მასზე რეგისტრაცია, სოციალური ქსელების მოხმარება, ინტერნეტ შესყიდვა და სხვა მრავალი აქტივობა ყოველთვის ფიქსირდება და აღირიცხება ინტერნეტსივრცეში. ჩვენ გვგონია, რომ ამ ყველაფერს სრულიად უსასყიდლოდ ვაკეთებთ, თუმცა არ ვითვალისწინებთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან დეტალს, რომ ყველა ჩვენი მოქმედება მუდმივად ტოვებს კვალს ინტერნეტსივრცეში და რჩება როგორც პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია (მომხმარებლის ინფორმირების გარეშე), რაც შესაძლებელია, სხვა მიზნითაც იქნას გამოყენებული ინტერნეტ მომსახურების გამწევის მხრიდან. ინტერნეტ სივრცეში არაინფორმირებულმა და გაუაზრებელმა ქმედებამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მომხმარებლის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. უსაფრთხოების ზომების გატარებით კი შესაძლებელია პერსონალური მონაცემების უკანანო გამოყენებასთან დაკავშირებული რისკების შემცირება.

  როგორც საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ს იურისტები აცხადებენ, თანამედროვე ტექნოლოგიებმა მნიშვნელოვნად გაამარტივა პერსონალური მონაცემების შეგროვება  და მათი სხვადასხვა მიზნით გამოყენება, მოქალაქეებმა კი ამ ყველაფერს დიდი ყურადღება  უნდა დაუთმონ და იზრუნონ საკუთარი პერსონალური მონაცემების მაქსიმალურ დაცვაზე.

 „უცხო აღარ არის, რომ ტექნოლოგიურმა პროგრესმა ბებრ სიკეთესთან ერთად აქტუალური გახადა ისეთი მნიშვნელოვანი უფლებების დარღვევა, როგორიცაა პერსონალური მონაცემები. ჩვენ, ჩვენდაუნებურად, სრულიად მარტივი მოქმედებებით ყოველდღიურად ვავრცელებთ საკუთარ პერსონალურ მონაცემებს სოციალური ქსელების მეშვეობით, ან რეგისტრაციას გავდივართ სხვადასხვა ონლაინ შესყიდვების თუ სხვა ხასიათის საიტზე და კერძო თუ საჯარო ორგანიზაციებს ვუზიარებთ ჩვენს შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას. ამ ყველაფრის კვალდაკვალ იზრდება მონაცემთა უკანონოდ გამოყენების შესაძლებლობებიც, რაც თავის მხრივ, წარმოშობს მორალური ან/და მატერიალური ზიანის მიყენების საფრთხეს. მაგალითად, საკრედიტო ბარათის  მონაცემების უკანონო მოპოვებით, შეიძლება, მოგვადგეს დიდი მატერიალური ზიანი, საკრედიტო ბარატის მონაცემებს კი დამეთანხმებით ხშირად ვიყენებთ ამა თუ იმ საიტზე და შესაბამისად, ვაცნობიერებთ, რამდენად მაღალია ამ ყველაფრის რისკი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, სად, რატომ და რა მიზნით ხდება მისი მონაცემების დამუშავება; ამიტომ, მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, სად, რატომ და რა მიზნით ხდება მისი მონაცემების დამუშავება და იცოდეს, როგორ დაიცვას საჭირო დროს საკუთარი უფლებები“-განმარტავს საადვოკატო ბიურო „OKK&CG“-ის დამფუძნებელი, ოთარ კაჭკაჭაშვილი. 

 მოკლედ, პერსონალური მონაემების გავრცელება რომ ძალიან მარტივია, მგონი უკვე კარგად განვმარტეთ. ისიც ნათელია, რომ ჩვენს მიერ ყველდღიურად გავრცელები ჩვენივე მონაცემები სხვადასხვა მიზნით, მათ შორის პოლიტიკური ცვლილებების ან საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მიზნითაც შეიძლება იქნას გამოყენებული.

 ახლა მოგცემთ რამდენიმე რჩევას, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ და როგორ უნდა აკონტროლოთ ამ მოცემულობაში  პერსონალური მონაცემები;

 პირველყოვლისა, ინტერნეტში ნებისმიერი სახის მოქმედების განხორციელებისას მიზანშეწონილია, დაინტერესდეთ, იმით, თუ ვინ ამუშავებს  თქვენს მიერ შევსებულ ინფორმაციას, რა  მონაცემებს გასცემთ ინტერნეტსივრცეში მიღებული ამა თუ იმ მომსახურების სანაცვლოდ, რამდენად აუცილებელია კონკრეტული მონაცემის მიწოდება, როგორ მოხდება ამ მონაცემების გამოყენება და რა შედეგი მოჰყვება მას?  (განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, როდესაც მომხმარებლისგან ითხოვენ საბანკო ანგარიშებისა თუ საკრედიტო ბარათების შესახებ ინფორმაციას.)  არის თუ არა მონაცემის დამუშავება კანონის შესაბამისი და ა.შ. 

 იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაიცვათ თქვენი პერსონალური მონაცემების გავრცელება, მითუფრო თქვენთვის საზიანიდ გამოყენებისგან, დარწმუნდით ვებ-გვერდის დაცულობაში; მაგალითად, ინტერნეტ შესყიდვებისთვის რეკომენდებულია მხოლოდ სანდო ვებგვერდების გამოყენება, რომლებსაც ვებნავიგატორის მისამართების პანელში ერთვის ბოქლომის სიმბოლო, რაც მიუთითებს ტრანზაქციების დაცულობაზე. ხშირად ცვალეთ ელექტრონული ფოსტის, სოციალური ქსელის, ონლაინ მაღაზიების, ინტერნეტბანკინგისა და სხვა მომსახურებების პაროლები რაც შეიძლება რთული კომბინაციით, სხვადასხვა ვებ-გვერდზე სანამ გაივლით ონლაინ რეგისტრაციას, გაეცანით კონფიდენციალურობის პოლიტიკას და ა.შ. 

 გახსოვდეთ, იმ შემთხვევაში, თუ ინტერნეტმომსახურების გამწევი ორგანიზაციადაარღვევს პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასა და დაცვასთან დაკავშირებულ უფლებებს, უფლება გაქვთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მიმართონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ან სასამართლოს. 

 

ავტორი: ელზა ელბაქიძე