ლტოლვილებს ბინადრობის მოწმობა გესაჭიროებათ!905 2012.10.19
ლტოლვილებს ბინადრობის მოწმობა გესაჭიროებათ!
ბინადრობის მოწმობა, როგორც იცით, არის იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, რომელიც ეხმარება მოქალაქეს ჩაებას სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობაში, ისარგებლოს საბანკო, სადაზღვევო, სამედიცინო და სხვა მომსახურებით. საქართველოს რეალობაში, მაშინ როდესაც გარშემო უამრავი ლტოლვილია, შეიქმნა საჭიროება დროებითი ბინადრობის მოწმობების გაცემის, რადგან ამ შესაძლებელი გამხდარიყო ამ ხალხის სამართლებრივ პროცესებში სრულყოფილი ჩაბმა. ლტოლვილად ცნობილ პირს ეძლევა დროებითი ბინადრობის მოწმობა. დროებითი ბინადრობის მოწმობის ასაღებად პირი ვალდებულია წარადგინოს სამინისტროს მიერ გაცემული, ლტოლვილისსტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და ფოტოსურათი.