სამართლებრივად რას ნიშნავს „უღირსი მემკვიდრე“ და რა პროცედურებია საჭირო მემკვიდრეობის მისაღებად?4918 2020.06.22
სამართლებრივად რას ნიშნავს „უღირსი მემკვიდრე“ და რა პროცედურებია საჭირო მემკვიდრეობის მისაღებად?

მემ­კვიდ­რე­ო­ბის მი­ღე­ბის სა­კითხს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სი არე­გუ­ლი­რებს, თუმ­ცა ხში­რად, თა­ვად მემ­კვიდ­რე­ებს უჭირთ სა­მარ­თლებ­რივ დე­ტა­ლებ­ში გარ­კვე­ვა, რაც გა­უ­გებ­რო­ბის მი­ზე­ზი ხდე­ბა.

არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი ვა­დე­ბი და პრო­ცე­დუ­რე­ბი, რაც მემ­კვიდ­რე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შეს­რულ­დეს. ასე­ვე, კა­ნო­ნი ად­გენს 5 რი­გის მემ­კვიდ­რეს და და­ვის შემ­თხვე­ვა­ში, პრო­ცეს­ში სა­სა­მარ­თლოც შე­იძ­ლე­ბა ჩა­ერ­თოს.

რა შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვა­ნი­ჭოს სა­სა­მარ­თლომ „უღირ­სი მემ­კვიდ­რის“ სტა­ტუ­სი და რა პრო­ცე­დუ­რე­ბი უნდა გა­ვი­ა­როთ მემ­კვიდ­რე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად, ამის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად სა­კი­თხის სპე­ცი­ა­ლისტს, იუ­რი­დი­უ­ლი კომ­პა­ნია OK&CG-ს დი­რექ­ტორს ად­ვო­კატს და­ვით მუმ­ლა­ძეს ვე­სა­უბ­რეთ:

მემ­კვიდ­რე­ო­ბის მი­ღე­ბის სა­კი­თხებ­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­წი­ლი გათ­ვიც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი არ არის, ამი­ტომ როცა ფაქ­ტის წი­ნა­შე დად­გე­ბი­ან, უჭირთ ზო­მე­ბის სწო­რად მი­ღე­ბა. რა აუ­ცი­ლე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ას უნდა ვფლობ­დეთ მემ­კვიდ­რე­ო­ბის მი­ღე­ბის შე­სა­ხებ?

პი­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სამ­კვიდ­რო ქო­ნე­ბის გა­დას­ვლა მემ­კვიდ­რე­ებ­ზე არ ხდე­ბა ავ­ტო­მა­ტურ რე­ჟიმ­ში და სამ­კვიდ­როს მი­სა­ღე­ბად აუ­ცი­ლე­ბე­ლია მემ­კიდ­რე­ებ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ გარ­კვე­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი.მემ­კვიდ­რე რო­მელ­საც სამ­კვიდ­როს მი­ღე­ბის ინ­ტე­რე­სი გა­აჩ­ნია ვალ­დე­ბუ­ლია მამ­კვიდ­რებ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სამ­კვიდ­როს მი­ღე­ბის თა­ო­ბა­ზე მი­მარ­თოს ნო­ტა­რი­უსს ან ფაქ­ტობ­რი­ვად შე­უდ­გეს სამ­კვიდ­როს ფლო­ბას, ეს იქ­ნე­ბა მამ­კვიდ­რებ­ლის კუთ­ვნი­ლი უძ­რა­ვი თუ მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბა.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვი­ცო­დეთ, რომ მემ­კვიდ­რის მიერ სამ­კვიდ­როს მი­ღე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა არამ­ხო­ლოდ აქ­ტი­ვის ფარ­გლებ­ში, არა­მედ, ვალ­დე­ბუ­ლე­ბის ნა­წილ­შიც, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მემ­კვიდ­რეს ქო­ნე­ბას­თან ერ­თად შე­საძ­ლოა ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბიც გა­და­ე­ცეს, შე­სა­ბა­მი­სად, ვიდ­რე მემ­კვიდ­რე მი­ი­ღებს სამ­კვიდ­როს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, გა­ირ­კვეს ჰქონ­და თუ არა რა­ი­მე სა­ხის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი მამ­კვიდ­რე­ბელს სიკ­ვდი­ლის დრო­ი­სათ­ვის, ვი­ნა­ი­დან შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა­მი­ღე­ბუ­ლი აქ­ტი­ვი იყოს იმა­ზე გა­ცი­ლე­ბით და­ბა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის, ვიდ­რე შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის მო­ცუ­ლო­ბა­და აზრი და­ე­კარ­გოს მეკ­ვიდ­რე­ო­ბის მი­ღე­ბას.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ მამ­კვიდ­რებ­ლის ვა­ლებ­ზე მემ­კვიდ­რე მხო­ლოდ იმ მო­ცუ­ლო­ბი­თაა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, რა ფარ­გლებ­შიც მან მი­ი­ღო აქ­ტი­ვი ანუ მა­გა­ლი­თად, თუ მემ­კვიდ­რემ მი­ი­ღო 100 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ქო­ნე­ბა, ის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მამ­კვიდ­რებ­ლის ვა­ლებ­ზე მხო­ლოდ ამ თან­ხის ფარ­გლებ­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მამ­კვიდ­რე­ბელს შე­საძ­ლოა გა­ცი­ლე­ბით მეტი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დეს შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი მე­სა­მე პი­რებ­თან.

სა­ინ­ტე­რე­სოა, კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით გან­სა­ზღვრუ­ლია თუ არა მემ­კვიდ­რე­ე­ბი სქე­სის მი­ხედ­ვით?

სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილს მი­აჩ­ნია, რომ სქე­სის და ასა­კის ფაქ­ტორს მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა სამ­კვიდ­როს მი­ღე­ბის ეტაპ­ზე, რაც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­ნამ­დვი­ლეს.

სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სი არ ახ­დენს მემ­კვიდ­რე­თა დი­ფე­რენ­ცი­რე­ბას სქე­სის ან თუნ­დაც ასა­კის მი­ხედ­ვით და სამ­კვიდ­როს მი­ღე­ბის სა­კი­თხი წყდე­ბა მემ­კვიდ­რე­თა რი­გი­თო­ბის მი­ხედ­ვით ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

თუ მამ­კვიდ­რე­ბელ­მა გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ან­დერ­ძის შედ­გე­ნა ვერ მო­ას­წრო, ამ შემ­თხვე­ვა­ში რო­გორ მი­ი­ღე­ბენ მემ­კვიდ­რე­ე­ბი მის მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბულ ქო­ნე­ბას?

თუ ან­დერ­ძი არ არ­სე­ბობს, მამ­კვიდ­რებ­ლის ქო­ნე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა ხდე­ბა კა­ნო­ნით მემ­კვიდ­რე­ებ­ზე, იმ რი­გი­თო­ბის მი­ხედ­ვით, რაც დად­გე­ნი­ლია სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სის შე­სა­ბა­მი­სად. პირ­ვე­ლი რი­გის მემ­კვიდ­რე­ე­ბად ით­ვლე­ბი­ან გარ­დაც­ვლი­ლი პი­რის მშობ­ლე­ბი, მე­უღ­ლე, შვი­ლე­ბი და ასე­ვე გარ­დაც­ვლი­ლის შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი თუ­სამ­კვიდ­როს­გახ­სნის­დრო­ი­სათ­ვის­ცო­ცხა­ლი­ა­ღა­რა­რის­მა­თიმ­შო­ბე­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, თუ ჩვენ სა­ხე­ზე გვყავს აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი, მათ­ზე თა­ნა­ბარ წი­ლად მოხ­დე­ბა მამ­კვიდ­რე­ბის ქო­ნე­ბის გა­დას­ვლა და ყვე­ლა მემ­კვიდ­რე ისარ­გებ­ლებს თა­ნა­ბა­რი წი­ლის უფ­ლე­ბით.

მა­გა­ლი­თად, თუ მამ­კვიდ­რე­ბელ­მა მხო­ლოდ ერთ შვილს მი­ა­ნი­ჭა ქო­ნე­ბა­ზე უფ­ლე­ბა, აქვს თუ არა მე­ო­რეს წი­ლის მო­თხოვ­ნის უფ­ლე­ბა? რა შემ­თხვე­ვა­ში?

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მამ­კვიდ­რე­ბელ­მა მთე­ლი თა­ვი­სი ქო­ნე­ბა შე­საძ­ლოა, უან­დერ­ძოს სრუ­ლად ერთ შვილს ან თუნ­დაც სამ­კვიდ­რო წრის გა­რეთ ნე­ბის­მი­ერ პირს, პირ­ვე­ლი რი­გის მემ­კვიდ­რე­ებს ეკუთ­ვნით სა­ვალ­დე­ბუ­ლო წილი ან­დერ­ძის მი­უ­ხე­და­ვად. სა­ვალ­დე­ბუ­ლო წილი კი არის იმ წი­ლის ნა­ხე­ვა­რი, რო­მელ­საც პირ­ვე­ლი რი­გის მი­მეკ­ვიდ­რე მი­ი­ღებ­და, მამ­კვიდ­რე­ბელს ან­დერ­ძის, რომ არ შე­ედ­გი­ნა. მა­გა­ლი­თად, თუ მამ­კვიდ­რე­ბელს ჰყავს ორი შვი­ლი, ან­დერ­ძის არ არ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში ორი­ვე მემ­კვიდ­რე თა­ნაბ­რად მი­ი­ღებს სამ­კვიდ­როს თი­თო­ე­უ­ლი ½ წილს, ხოლო ან­დერ­ძის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში მოხ­დე­ბა ამ წი­ლის გა­ნა­ხევ­რე­ბა და ¼-მდე დაყ­ვა­ნა მთლი­ა­ნი აქ­ტი­ვი­დან. წილ­თა გა­და­ნა­წი­ლე­ბა ხდე­ბა ამ პრინ­ცი­პის დაც­ვით და მემ­კვიდ­რე­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს მი­სა­ღე­ბი სამ­კვიდ­როს მო­ცუ­ლო­ბას.

რა შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა მემ­კვიდ­რე­ო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა და რო­გორ­შე­იძ­ლე­ბა და­ი­კარ­გოს მემ­კვიდ­რე­ო­ბა­ზე უფ­ლე­ბა?

გარ­დაც­ვლი­ლი პი­რის ქო­ნე­ბის გა­დას­ვლა მემ­კვიდ­რე­ებ­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა კა­ნო­ნით ან ან­დერ­ძით.

რო­გორც, კა­ნო­ნით, ისე­ვე ან­დერ­ძით მემ­კვიდ­რეს მემ­კვიდ­რე­ო­ბის უფ­ლე­ბა შე­საძ­ლოა ჩა­მო­ერ­თვას სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით იმ სა­ფუძ­ვლით, რომ ეს კონ­კრე­ტუ­ლი მოქ­მე­დებ­და მამ­კვიდ­რებ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის სა­ზი­ა­ნოდ, ხელს უშ­ლი­და მას სამ­კვიდ­როს გა­ნა­წი­ლე­ბის პრო­ცეს­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბის გა­მოვ­ლე­ნა­ში და ამ გზით ცდი­ლობ­და თა­ვი­სი ან ახ­ლო­ბე­ლი პი­რე­ბის სამ­კვიდ­რო ქო­ნე­ბის გაზ­რდას.

ასეთ მემ­კვიდ­რეს ეწო­დე­ბა „უღირ­სი მემ­კვიდ­რე“ და „უღირ­სი მემ­კვიდ­რის“ სა­კი­თხი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით.

რო­დე­საც სა­კი­თხი ეხე­ბა ან­დერ­ძის მემ­კვიდ­რე­ო­ბას მო­ან­დერ­ძეს შე­უძ­ლია ან­დერ­ძით მემ­კვიდ­რე­ო­ბა ჩა­მო­არ­თვას ერთ, რამ­დე­ნი­მე ან ყვე­ლა კა­ნო­ნით მემ­კვიდ­რეს და იგი არ არის ვალ­დე­ბუ­ლიმ­მი­უ­თი­თოს ამის მო­ტივ­ზე.

სამ­კვიდ­როს მი­ღე­ბის­თვის და­წე­სე­ბუ­ლია ორი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი პი­რო­ბა 1. ნო­ტა­რი­უ­სის­თვის სამ­კვიდ­როს მი­ღე­ბის თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თვა. 2. სამ­კვიდ­როს ფაქ­ტობ­რი­ვი და­უფ­ლე­ბა. სამ­კვიდ­როს მი­სა­ღე­ბად ორი­ვე პი­რო­ბის შეს­რუ­ლე­ბა ერ­თდრო­უ­ლად სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ არის და ერთ ერთი პი­რო­ბის შეს­რუ­ლე­ბა საკ­მა­რი­სია იმის­თვის, რომ მემ­კვიდ­რეს სამ­კვიდ­რო მი­ღე­ბუ­ლად ჩა­ეთ­ვა­ლოს, თუმ­ცა არ­ცერ­თის და­უც­ვე­ლო­ბამ შე­საძ­ლო­ა­მემ­კვიდ­რეს სამ­კვიდ­როს მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა და­უ­კარ­გოს.

სამ­კვიდ­როს მი­სა­ღე­ბად დად­გე­ნი­ლი ვადა შე­იძ­ლე­ბა გა­აგ­რძე­ლოს სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, თუ ვა­დის გა­და­ცი­ლე­ბის მი­ზე­ზე­ბი სა­პა­ტი­ოდ იქ­ნე­ბა მიჩ­ნე­უ­ლი. ვა­დის გას­ვლის შემ­დეგ სამ­კვიდ­რო შე­იძ­ლე­ბა მი­ღე­ბულ იქ­ნეს სა­სა­მარ­თლო­სათ­ვის მი­მარ­თვის გა­რე­შეც, თუ თა­ნახ­მა იქ­ნე­ბა სამ­კვიდ­როს მიმ­ღე­ბი ყვე­ლა მემ­კვიდ­რე.

მემ­კვიდ­რეს შე­უძ­ლია უარი თქვას სამ­კვიდ­როს მი­ღე­ბა­ზე, რაც ასე­ვე იწ­ვევს მემ­კვიდ­რე­ო­ბის უფ­ლე­ბის და­კარ­გვას და ეს პრო­ცე­სი შე­უქ­ცე­ვა­დია.

რას ნიშ­ნავს პირ­ვე­ლი და მე­ო­რე რი­გის მემ­კვიდ­რე­ე­ბი? რა როლს თა­მა­შო­ბენ ისი­ნი მემ­კვიდ­რე­ო­ბის გა­ნა­წი­ლე­ბის სა­კი­თხში?

სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სის მი­ხედ­ვით ჩვენ გან­სა­ზღვრუ­ლი გვაქვს 5 რი­გის კა­ნო­ნით მემ­კვიდ­რე­ე­ბი და ყო­ვე­ლი წინა რი­გის მემ­კვიდ­რის არ­სე­ბო­ბა გა­მო­რი­ცხავს შემ­დგო­მი რი­გის მემ­კვიდ­რის მიერ სამ­კვიდ­როს მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ თუ ჩვენ სა­ხე­ზე გვყავს პირ­ვე­ლი რი­გის თუნ­დაც ერთი მემ­კვიდ­რე, მე­ო­რე, მე­სა­მე ან შემ­დე­გი რი­გის მემ­კვიდ­რე­ებს უფ­ლე­ბა არ აქვთ, მი­ი­ღონ მამ­კვიდ­რებ­ლის და­ნაშ­თი ქო­ნე­ბა.

თუ მამ­კვიდ­რე­ბელს არ­ცერ­თი რი­გის მემ­კვიდ­რე არ ჰყავს, რა ბედი ეწე­ვა მის ქო­ნე­ბას?

თუ მამ­კვიდ­რე­ბელს არ ჰყავ­და არც კა­ნო­ნით და არც ან­დერ­ძით მემ­კვიდ­რე, მისი ქო­ნე­ბა რჩე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს.