ბავშვების მეურვე დედას  ქონების ნახევარზე მეტის მიღება შეუძლია - იურისტი ოთარ კაჭკაჭაშვილი განქორწინებასთან დაკავშირებულ დეტალებზე, რომელიც უნდა იცოდეთ1407 2020.10.16
ბავშვების მეურვე დედას ქონების ნახევარზე მეტის მიღება შეუძლია - იურისტი ოთარ კაჭკაჭაშვილი განქორწინებასთან დაკავშირებულ დეტალებზე, რომელიც უნდა იცოდეთ

სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, 2019 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ქორ­წი­ნე­ბის 11 205 ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და. ამ მაჩ­ვე­ნებ­ლის მი­ხედ­ვით გან­ქორ­წი­ნე­ბის კო­ე­ფი­ცინ­ტი 1000 კაც­ზე არის 3.0. უკან­სას­კნელ წლებს თუ გა­დავ­ხე­დავთ, გან­ქორ­წი­ნე­ბის რი­ცხვი წლი­დან წლამ­დე მზარ­დია. მა­გა­ლი­თად, 5 წლის წინ ეს ციფ­რი 9 112 იყო, კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი – 2.4. 10 წლის წინ კი კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი მხო­ლოდ 1.1–ს უდ­რი­და.

 

წაიკითხეთ: ambebi.ge - https://bit.ly/34alSRJ

 

2019 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით გან­ქორ­წი­ნე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 0–4 წლამ­დე ხან­გრძლი­ვო­ბის ოჯა­ხებ­ში იყო. მა­ღა­ლია მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 20 და მეტი წლის ხან­გრძლი­ვო­ბის ოჯა­ხებ­შიც, ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი კი 15–19 წლი­ან ოჯა­ხებ­ში ფიქ­სირ­დე­ბა.

გან­ქორ­წი­ნე­ბის რი­ცხვის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, იზ­რდე­ბა გან­ქორ­წი­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო და­ვე­ბიც. ამ დროს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცუ­რი იუ­რის­ტის ჩარ­თუ­ლო­ბა, რომ სწო­რად მოხ­დეს საქ­მის გა­და­წყვე­ტა, ქო­ნე­ბის გა­ყო­ფა, მე­ურ­ვე­ო­ბის და­კის­რე­ბა და სხვა სა­კი­თხე­ბი. თე­მებ­ზე, თუ რო­გორ იყო­ფა ქო­ნე­ბა გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ და რას ნიშ­ნავს თა­ნა­მე­სა­კუთ­რე­ო­ბა, სა­ად­ვო­კა­ტო ბი­უ­რო OK&CG-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ოთარ კა­ჭ­კა­ჭაშ­ვი­ლი სა­უბ­რობს.

ზო­გა­დად, რო­გორ ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ქორ­წი­ნე­ბის გა­ფორ­მე­ბა?

სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ქორ­წი­ნე­ბის ორი ფორ­მა არ­სე­ბობს. ერთი, რო­დე­საც მხა­რე­ებს შო­რის არის შე­თან­ხმე­ბა, მათ არ აქვთ დავა ბავ­შვებ­თან ან ქო­ნე­ბის გა­ყო­ფას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ყვე­ლა­ფერ­ზე შე­თან­ხმე­ბუ­ლი არი­ან. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ისი­ნი იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში მი­დი­ან და გან­ქორ­წი­ნე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას აფორ­მე­ბენ. ეს ისე­ვე ხდე­ბა, რო­გორც ქორ­წი­ნე­ბის გა­ფორ­მე­ბა.

თუმ­ცა არის მე­ო­რე ვა­რი­ან­ტიც, რო­დე­საც მხა­რე­ე­ბი ვერ თან­ხმდე­ბი­ან გარ­კვე­ულ სა­კი­თხებ­ზე და გან­ქორ­წი­ნე­ბის­თვის სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა­ვენ. ამ და­ვას, რო­გორც წესი, 4 კომ­პო­ნენ­ტი ახ­ლავს თან: ქორ­წი­ნე­ბის შე­წყვე­ტა ანუ რე­გის­ტრა­ცი­ის გა­უქ­მე­ბა, ქო­ნე­ბის გა­ყო­ფა, შვი­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მზრუნ­ვე­ლო­ბის წე­სის გან­სა­ზღვრა და სა­ა­ლი­მენ­ტო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გან­სა­ზღვრა. სწო­რედ ამ 4 სა­კითხს წყვეტს სა­სა­მარ­თლო. თუმ­ცა, ყვე­ლა­ზე პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი, რო­გორც წესი, ორი სა­კი­თხია ხოლ­მე. ეს არის ქო­ნე­ბის გა­ყო­ფა და ბავ­შვებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის წე­სის გან­სა­ზღვრა.

რო­გორ ხდე­ბა ქო­ნე­ბის გა­ყო­ფა გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ?

სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ქო­ნე­ბის გა­ყო­ფის კლა­სი­კუ­რი წესი არის ქორ­წი­ნე­ბის გა­მავ­ლო­ბა­ში შე­ძე­ნი­ლი ქო­ნე­ბის ორ თა­ნა­ბარ ნა­წი­ლად გა­ყო­ფა. ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს იმ ფაქტს, თუ რამ­დე­ნი შე­მო­სა­ვა­ლი ჰქონ­და თი­თო­ე­ულ მე­უღ­ლეს ცალ–ცალ­კე და რო­მე­ლი იყო მე­ტად და­კა­ვე­ბუ­ლი სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბით. სა­სა­მარ­თლო ყვე­ლა­ფერს ჰყოფს ორად, თუ ამის შე­სა­ხებ მხა­რე­ე­ბი პრე­ტენ­ზი­ას არ აცხა­დე­ბენ. აქ სა­უ­ბა­რია რო­გორც უძა­რავ ქო­ნე­ბა­ზე, მა­გა­ლი­თად, სახ­ლსა და მი­წა­ზე, ისე მოძ­რავ ქო­ნე­ბა­ზე, ავ­ტო­მო­ბილ­სა და სა­ო­ჯა­ხო ძვირ­ფას ნივ­თებ­ზე. რისი გა­ყო­ფაც ვერ ხერ­ხდე­ბა, მას სა­სა­მარ­თლო ფუ­ლა­დი სა­ხით აკომ­პენ­სი­რებს.

რას ნიშ­ნავს თა­ნა­სა­კუთ­რე­ბა და რა ით­ვლე­ბა მე­უღ­ლე­ე­ბის თა­ნა­სა­კუთ­რე­ბად?

თა­ნა­სა­კუთ­რე­ბის მცნე­ბა წარ­მო­იშ­ვე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მე­უღ­ლე­ებს შო­რის არ­სე­ბობს რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ქორ­წი­ნე­ბა. ამი­ტომ ჩვენ ყვე­ლას ვურ­ჩევთ ქორ­წი­ნე­ბის დროს აუ­ცი­ლებ­ლად გა­ა­ფორ­მონ სა­მო­ქა­ლა­ქო რე­გის­ტრა­ცი­აც, რომ მათ შო­რის წარ­მო­იშ­ვას თა­ნა­სა­კუთ­რე­ბის ფორ­მა. არას­დროს ვი­ცით, რა მოხ­დე­ბა მო­მა­ვალ­ში, ამი­ტომ უმ­ჯო­ბე­სია ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან­ვე დო­კუ­მენ­ტუ­რად გა­მარ­თუ­ლი იყოს.

ჩვენს პრაქ­ტი­კა­ში ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მე­უღ­ლე­ებს შო­რის არ არის სა­მო­ქა­ლა­ქო ქორ­წი­ნე­ბა, მაგ­რამ ისი­ნი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თად ცხოვ­რო­ბენ, ერ­თად ეწე­ვი­ან სა­ო­ჯა­ხო მე­ურ­ნე­ო­ბას, ჰყავთ შვი­ლე­ბი. თი­თო­ე­უ­ლი ამ ფაქ­ტო­რის მი­უ­ხე­და­ვად, მათ შო­რის თა­ნა­მე­სა­კუთ­რე­ო­ბა არ წარ­მო­იშ­ვე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, გან­ქორ­წი­ნე­ბის დროს ქო­ნე­ბის გა­ყო­ფა პრობ­ლე­მუ­რი და სა­და­ვოა. სა­მო­ქა­ლა­ქო რე­გის­ტრა­ცა ერ­თა­დერ­თი სა­ფუძ­ვე­ლია იმი­სა, რომ ორ ადა­მი­ანს შო­რის წარ­მო­იშ­ვას თა­ნა­სა­კუთ­რე­ბა.

სა­მო­ქა­ლა­ქო ქორ­წი­ნე­ბის დროს შე­ძე­ნი­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ქო­ნე­ბა არის თა­ნა­სა­კუთ­რე­ბა და მას­ზე უფ­ლე­ბა ორი­ვე მხა­რეს თა­ნაბ­რად აქვს მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ ქო­ნე­ბა ერთ მე­უღ­ლე­ზე ფორმ­დე­ბა. მის თა­ნა­მე­სა­კუთ­რედ მე­ო­რე მე­უღ­ლეც თა­ნაბ­რად ით­ვლე­ბა და ამის პრე­ზუმ­ცია გვაქვს.

რა ხდე­ბა მა­შინ, რო­დე­საც მე­უღ­ლე­ე­ბი­დან მხო­ლოდ ერ­თია და­საქ­მე­ბუ­ლი? ამ შემ­თხვე­ვა­ში ქო­ნე­ბა რო­გორ იყო­ფა?

სა­მო­ქა­ლა­ქო რე­გის­ტრა­ცი­ის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა და­საქ­მე­ბუ­ლია თუ არა ორი­ვე მე­უღ­ლე ან რამ­დე­ნად თა­ნა­ბა­რი შე­მო­სა­ვა­ლი აქვთ. მათი ქო­ნე­ბა ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში თა­ნაბ­რად იყო­ფა. შე­მო­სავ­ლის არ მქო­ნე მე­უღ­ლეც კი, რო­მე­ლიც სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებს უძღვე­ბა, სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან თა­ნა­მე­სა­კუთ­რედ ით­ვლე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ქო­ნე­ბის თა­ნა­სა­კუთ­რე­ბა­ზე ამ მი­ზე­ზით გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი არ და­იშ­ვე­ბა.

რამ­დე­ნად ხში­რია სა­სა­მარ­თლო და­ვე­ბი ქო­ნე­ბის გა­ყო­ფის საქ­მე­ზე? რო­გორ სრულ­დე­ბა ხოლ­მე მათი უმე­ტე­სო­ბა?

სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან ხში­რია ასე­თი და­ვე­ბი. რო­დე­საც მე­უღ­ლე­ე­ბი ვერ ახერ­ხე­ბენ თა­ნა­სა­კუთ­რე­ბის გა­ყო­ფას, მათ სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­მარ­თვა უწევთ. სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის უმე­ტე­სო­ბა სრულ­დე­ბა ისე, რომ მე­უღ­ლე­ე­ბი ქო­ნე­ბის ½–ს იღე­ბენ.

თუმ­ცა კა­ნონ­ში გვაქვს ერთი გა­მო­ნაკ­ლი­სი ნორ­მა, რო­მელ­საც მხა­რე­ე­ბი ხში­რად არ ით­ვა­ლი­სი­წი­ნე­ბენმ, რად­გან მის შე­სა­ხებ არ იცი­ან. რე­ა­ლუ­რად კი ძა­ლი­ან სა­ჭი­რო დე­ბუ­ლე­ბაა. სა­სა­მარ­თლოს შე­უძ­ლია გა­და­უხ­ვი­ოს მე­უღ­ლე­თა წი­ლის თა­ნა­ბა­რო­ბის პრინ­ციპს და ერთ–ერთ მე­უღ­ლეს მი­კა­უთ­ვნოს მეტი იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თუ რო­მელ მშო­ბელ­თან რჩე­ბი­ან არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი, რომ­ლებ­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოვ­ლა, ყუ­რა­დღე­ბა და ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი სჭირ­დე­ბათ. ეს ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო გა­მო­ნაკ­ლი­სი ფორ­მაა. რო­გორც წესი, ეს მხა­რე არის ხოლ­მე დედა, რო­მელ­საც მი­ე­კუთ­ვნე­ბა ბავ­შვე­ბის მე­ურ­ვე­ო­ბა და მოვ­ლა. ჩვენ არა­ერ­თხელ მიგ­ვი­მარ­თავს სა­სა­მარ­თლოს­თვის ამ მო­თხოვ­ნით, რად­გან სა­ა­ლი­მენ­ტო და­ნა­კის­რი, რო­მე­ლიც მა­მას ეკის­რე­ბა, ხში­რად არა­საკ­მა­რი­სია ბავ­შვე­ბის მოვ­ლის­თვის და ამი­ტომ ვცდი­ლობთ, მისი კომ­პენ­სი­რე­ბა ქო­ნე­ბით მო­ვახ­დი­ნოთ. სა­სა­მარ­თლო, რო­გორც წესი, ამ მო­თხოვ­ნას გვიკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის ხოლ­მე, რად­გან მისი სწო­რი არ­გუ­მენ­ტი­რე­ბა ხდე­ბა.

რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქორ­წი­ნო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და რამ­დე­ნად ცვლის საქ­მის ვი­თა­რე­ბას ქო­ნე­ბის გა­ყო­ფის დროს?

სა­ქორ­წი­ნო კონ­ტრაქ­ტი მი­უ­ხე­და­ვავდ იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სის შე­მო­ღე­ბის­თა­ნა­ვე იუ­რი­დი­უ­ლი ძა­ლის მქო­ნეა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან არა­პო­პუ­ლა­რუ­ლია. მე ვფიქ­რობ, ეს კარ­გი არ არის. ამ დრო­ის­თვის, სა­ქორ­წი­ნო კონ­ტრაქტს ძი­რი­თად ისე­თი მე­უღ­ლე­ე­ბი აფორ­მე­ბენ ხოლ­მე, რო­მელ­თა­გა­ნაც ერთ–ერთი უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეა და ამის კულ­ტუ­რა თა­ვი­სი ქვეყ­ნი­დან მოს­დევს.

სა­სა­მარ­თლო და­ვე­ბის დროს სა­ქორ­წი­ნო კონ­ტრაქ­ტის არ­სე­ბო­ბა რა­დი­კა­ლუ­რად ცვლის საქ­მის ვი­თა­რე­ბას და ამ დროს სა­სა­მარ­თლო ყვე­ლა­ფერს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბის მი­ხედ­ვით წყვეტს. სწო­რედ ამი­ტომ სა­სურ­ვე­ლია, რომ პრაქ­ტი­კა­ში სა­ქორ­წი­ნო კონ­ტრაქ­ტი ხში­რად გვხვდე­ბო­დეს. ამ დროს წყვი­ლი ქო­ნე­ბის გა­ყო­ფი­სას უსი­ა­მოვ­ნო სი­ურპრი­ზე­ბი­სა და გა­ურ­კვევ­ლო­ბის­გან და­ცუ­ლი იქ­ნე­ბი­ან.

 

წყარო: Ambebi.ge