რა შემთხვევაში შეიძლება დაკარგოთ ნაჩუქარი უძრავი ქონება ან სხვა ნივთი  7281 2020.10.28
რა შემთხვევაში შეიძლება დაკარგოთ ნაჩუქარი უძრავი ქონება ან სხვა ნივთი  

ჩუ­ქე­ბის სა­კი­თხზე წარ­მო­შო­ბი­ლი და­ვე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­მა­ოდ ხში­რია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კა­ნო­ნი ნათ­ლად გან­სა­ზღვრავს ამ პრო­ცე­სის დე­ტა­ლებს, მა­ინც ხში­რია გა­ურ­კვევ­ლო­ბე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად, სა­სა­მარ­თლო და­ვე­ბი. ქვე­ყა­ნა­ში გან­სხვავ­დე­ბა მოძ­რავ და უძ­რავ ნივ­თებ­ზე ჩუ­ქე­ბის წესი. მოძ­რავ ნივთზე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და­დე­ბუ­ლად ით­ვლე­ბა ქო­ნე­ბის გა­და­ცე­მის მო­მენ­ტი­დან, ხოლო თუ საქ­მე ეხე­ბა უძ­რავ ნივთს, იგი და­დე­ბუ­ლად ით­ვლე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბის სა­ჯა­რო რე­ესტრში რე­გის­ტრა­ცი­ის მო­მენ­ტი­დან. ჩუ­ქე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, და­ი­დოს რო­გორც სა­ნო­ტა­რო წე­სით, ასე­ვე მარ­ტი­ვი წე­რი­ლო­ბი­თი ფორ­მით. ამ უკა­ნას­კნელ შემ­თხვე­ვა­ში, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე მხა­რე­თა ხელ­მო­წე­რა მოწ­მდე­ბა სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რის მიერ.

ჩუ­ქე­ბის პრო­ცეს­ზე, ნა­ჩუ­ქა­რის უკან დაბ­რუ­ნე­ბა­სა და ამ სა­კი­თხზე წარ­მო­ე­ბულ სა­სა­მარ­თლო და­ვებ­ზე იუ­ი­რი­დი­უ­ლი კომ­პა­ნია OK&CG–ის სა­სა­მარ­თლოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი/ად­ვო­კა­ტი ანა გორ­დე­ზი­ა­ნი სა­უბ­რობს.

 

წაიკითხეთ: Ambebi.ge - https://bit.ly/3jy8xH5

რა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ჩუ­ქე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ნამ­დვი­ლო­ბა ? 

მხა­რე­ებს შე­უძ­ლი­ათ, და­ად­გი­ნონ, რომ ჩუ­ქე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ნამ­დვი­ლო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია ამა თუ იმ პი­რო­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე ან გან­სა­ზღვრუ­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ზე. ეს მი­ზა­ნი შე­იძ­ლე­ბა, იყოს სა­ერ­თო-სა­სარ­გებ­ლოც (შე­წი­რუ­ლო­ბა). თუ და­სა­ჩუქ­რე­ბუ­ლი პი­რო­ბას არ შე­ას­რუ­ლებს, მა­შინ მჩუ­ქე­ბელს შე­უძ­ლია, უარი თქვას ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე.

რა შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა, გა­უქ­მდეს ჩუ­ქე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა?

რაც შე­ე­ხე­ბა ჩუ­ქე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­უქ­მე­ბას, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით შე­იძ­ლე­ბა გა­უქ­მდეს, თუ და­სა­ჩუქ­რე­ბუ­ლი მძი­მე შე­უ­რა­ცხყო­ფას მი­ა­ყე­ნებს ან დიდ უმა­დუ­რო­ბას გა­მო­ი­ჩენს მჩუ­ქებ­ლის ან მისი ახლო ნა­თე­სა­ვის მი­მართ.

ამას­თან, კა­ნონ­მდებ­ლო­ბა მჩუ­ქე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, მო­ი­თხო­ვოს და­სა­ჩუქ­რე­ბუ­ლის­გან ნივ­თის უკან დაბ­რუ­ნე­ბა, თუ ჩუ­ქე­ბის შემ­დეგ მჩუ­ქე­ბე­ლი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა და არ შე­ეძ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის ან მის კმა­ყო­ფა­ზე მყო­ფი პი­რე­ბის რჩე­ნა. თუმ­ცა, ამ შემ­თხვე­ვა­ში, კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ად­გენს გა­მო­ნაკ­ლისს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც გა­ჩუ­ქე­ბუ­ლი ნივ­თის გა­მო­თხო­ვა არ შე­იძ­ლე­ბა, თუ გამ­ჩუ­ქე­ბელ­მა გან­ზრახ ან უხე­ში გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით ჩა­იგ­დო თავი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში.

რო­გორ გა­ნი­სა­ზღვრე­ბა კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში შე­უ­რა­ცხყო­ფა ან უმა­დუ­რო­ბა, რომ­ლის დრო­საც უქ­მდე­ბა ჩუ­ქე­ბა?

კა­ნო­ნი პირ­და­პირ არ გან­სა­ზღვრავს, თუ რა შე­იძ­ლე­ბა, ჩა­ით­ვა­ლოს მძი­მე შე­უ­რა­ცხყო­ფად, ან დიდ უმა­დუ­რო­ბად, რომ­ლის გა­მოც შე­იძ­ლე­ბა, გა­უქ­მდეს ჩუ­ქე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­სა­მარ­თლო, ყო­ველ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში, ვალ­დე­ბუ­ლია, გან­სა­ზღვროს და­სა­ჩუქ­რე­ბუ­ლის უმა­დუ­რო­ბის ხა­რის­ხი და მან­ვე უნდა გა­და­წყვი­ტოს სა­კი­თხი იმის შე­სა­ხებ, წარ­მო­ად­გენს თუ არა და­სა­ჩუქ­რე­ბუ­ლის ქმე­დე­ბა არაზ­ნე­ობ­რივ, საქ­ცი­ელს, რაც, შე­იძ­ლე­ბა, შე­ფას­დეს მძი­მე შე­უ­რა­ცხყო­ფად ან უმა­დუ­რო­ბის გა­მოვ­ლე­ნად, შე­სა­ბა­მი­სად, წარ­მო­იშ­ვას ჩუ­ქე­ბის გა­უქ­მე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი. თა­ვის­თა­ვად, „მძი­მე შე­უ­რა­ცხყო­ფა“ და „დიდი უმა­დუ­რო­ბა“, ანუ უმა­დუ­რად ქცე­ვა, შე­ფა­სე­ბი­თი კა­ტე­გო­რი­აა, რა­საც გან­სა­ზღვრავს სა­სა­მარ­თლო, გა­რე­მო­ე­ბა­თა ურ­თი­ერ­თშე­ჯე­რე­ბის შე­დე­გად.

ერ­თგვა­რო­ვა­ნი პრაქ­ტი­კით დად­გე­ნი­ლია, რომ სა­სა­მარ­თლოს და არა თა­ვად მო­სარ­ჩე­ლის შე­ფა­სე­ბის სა­გა­ნია, წარ­მო­ად­გენს თუ არა კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტი ისე­თი სა­ხის შე­უ­რა­ცხყო­ფას ან უმა­დუ­რო­ბას, რაც ჩუ­ქე­ბის გა­უქ­მე­ბას შე­იძ­ლე­ბა, და­ე­დოს სა­ფუძ­ვლად.

სა­სა­მარ­თლომ მხა­რე­თა ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის, მათი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის, თა­ვად ქმე­დე­ბის შე­ფა­სე­ბის, ასე­ვე კონ­კრე­ტულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბი­სა და დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უნდა გან­სა­ზღვროს, იჩენს თუ არა და­სა­ჩუქ­რე­ბუ­ლი უმა­დუ­რო­ბას გამ­ჩუ­ქებ­ლის მი­მართ, ან არის თუ არა მისი ქმე­დე­ბა შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი.

ბუ­ნებ­რი­ვია, ამ შემ­თხვე­ვა­ში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თა­ვად მხა­რის სუ­ბი­ექ­ტუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც კონ­კრე­ტუ­ლი ქმე­დე­ბის მი­მართ, მაგ­რამ გა­დამ­წყვე­ტია ამ ქმე­დე­ბის იმ თვალ­საზ­რი­სით შე­ფა­სე­ბა, ობი­ექ­ტუ­რად არის თუ არა მიჩ­ნე­უ­ლი უმა­დუ­რო­ბად ან შე­უ­რა­ცხყო­ფად ეს ქმე­დე­ბა. მით უფრო, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სის 529-ე მუხ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­სა­ჩუქ­რე­ბუ­ლის არა ყო­ველ­გვა­რი გა­სა­კი­ცხი ქმე­დე­ბა იძ­ლე­ვა ჩუ­ქე­ბის გა­უქ­მე­ბის სა­ფუძ­ველს, არა­მედ მხო­ლოდ მძი­მე შე­უ­რა­ცხყო­ფა და დიდი უმა­დუ­რო­ბა.

ჩუ­ქე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა, გა­უქ­მდეს ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მას შემ­დეგ, რაც მჩუ­ქე­ბე­ლი შე­ი­ტყობს იმ გა­რე­მო­ე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც მას ჩუ­ქე­ბის გა­უქ­მე­ბის უფ­ლე­ბას აძ­ლევს.

რამ­დე­ნად ხში­რია აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა ?

ჩუ­ქე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­უქ­მე­ბის მიზ­ნით ხში­რია მო­ქა­ლა­ქე­თა მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში დავა ეხე­ბა ოჯა­ხის წევ­რებს შო­რის წარ­მო­შო­ბილ კონ­ფლიქ­ტურ სი­ტუ­ა­ცი­ას, რო­დე­საც გამ­ჩუ­ქე­ბელს, ჩუ­ქე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბის შემ­დგომ და­სა­ჩუქ­რე­ბუ­ლი ოჯა­ხის წევ­რი ზღუ­დავს და არ აძ­ლევს რო­გორც ამ ქო­ნე­ბით სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბას, ასე­ვე მის მი­მართ იჩენს მის­თვის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სა­ხის მოქ­მე­დე­ბებს. გარ­და ამი­სა, სამ­წუ­ხა­როდ ხში­რად მო­ქა­ლა­ქე­ებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ ჩუ­ქე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მათ კვლა­ვინ­დე­ბუ­რად შე­უძ­ლი­ათ ისარ­გებ­ლონ ნივ­თით და უფრო მე­ტიც და­სა­ჩუქ­რე­ბუ­ლი მათი ნე­ბის გა­რე­შე ვერ გან­კარ­გავს აღ­ნიშ­ნულ ქო­ნე­ბას, რაც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა მოქ­მედ რე­გუ­ლა­ცი­ებს, კერ­ძოდ

რე­ა­ლუ­რად კი ჩუ­ქე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­სა­ჩუქ­რე­ბუ­ლი ხდე­ბა ნივ­თის ერ­თპი­როვ­ნუ­ლი მე­სა­კუთ­რე, შე­სა­ბა­მი­სად ჩუ­ქე­ბის ძა­ლა­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში იგი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბით გან­კარ­გოს სა­ჩუქ­რის სა­ხით მი­ღე­ბუ­ლი აქ­ტი­ვი და გან­სა­ზღვროს მი­თი­თე­ბუ­ლი ქო­ნე­ბით მო­სარ­გებ­ლე პირ­თა წრე.