სამისდღეშიო რჩენა 1529 2021.05.04
სამისდღეშიო რჩენა

რა არის სამისდღეშიო რჩენა?

სამიდსღეშიო რჩენა იურისტებისთვის კარგად ცნობილი ხელშეკრულებაა, თუმცა ბევრისთვის გაუგებარია, რა არის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება. სამისდღეშიო რჩენა გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსით, პირი რომელიც ამ ხელშეკრულებით კისრულობს სამისდღეშიო რჩენის ვალდებულებას, მოვალეა, უხადოს სარჩოს მიმღებს მთელი სიცოცხლის მანძილზე, ამ ხელშკერულებაში შესაძლოა, შეთანხმდნენ ფულადი ან ნატურის (მოიაზრება მაგ. კვება, მოვლა, ბინა) სახით გადახდაზე. ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით და უნდა დამოწმდეს ნოტარიულად, თუ საქმე გვაქვს უძრავი ქონების გადაცემასთან.

შესაძლებელია თუ არა სამისდღეშიო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა?

ხელშეკრულბაში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მაშინ, თუ მარჩენალი და სარჩენი შეთანხმდებიან და გადაწყვეტენ, რომ შეიტანონ ცვლილება უკვე რეგისტრირებულ ხელშეკრულებაში. ცვლილებების დამადასტურებელი დოკუმენტი წერილობითი სახით უნდა დაიდოს და მასში უნდა აღირიცხოს ცვლილებები, რომლებიც შეიტანეს მხარეებმა.

სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება იდება სიცოცხლის ბოლომდე, შესაძლებელია თუ არა მისი შეწყვეტა?

მისი შეწყვეტა შესაძლებელია როგორც ცალმხრივად, ისე ორმხრივად, იმ შემთხვევაში, თუ არ სრულდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამის გამო მხარეთა შორის ურთიერთობა გახდა აუტანელი, ან სხვა მიზეზის გამო შეუძლებელი ხდება ხელშეკრულების გაგრძელება. ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე მოთხოვნა უნდა განახორციელონ მხარეებმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე და იგი სათანადო წესით უნდა იყოს დამოწმებული. ხელშეკრულება ასევე წყდება პირის სარჩენის გარდაცვალებით, ასეთ დროს მარჩენალი იკავებს სარჩენის ადგილს.

რა ხდება ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ?

თუ ვადაზე ადრე შეწყდება, ამ შემთხვევაში სარჩენს უკან დაუბრუნდება მარჩენალისთვის გადაცემული უძრავი ქონება. ხოლო მოძრავი ქონება რჩება მარჩენალს თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ იქნება გათვალისწინებული. ხელშეკრულების არსებობისას გაწეული ხარჯები მარჩენალს არ უნაზღაურდება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ იქნება გათვალისწინებული.

ვის უნდა მიმართოთ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე, თუ გსურთ საკუთრების უფლების რეგისტრაცია?

ასეთ დროს შეგიძლიათ, მიმართოთ იუსტიციის სახლს ან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სადაც დაგჭირდებათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულება. ამ მომსახურებას აქვს სხვადასხვა საფასური, რაც უფრო მოკლე დროში მოისურვებთ მის დამზადებას, მეტი თანხა დაგიჯდებათ, ვადა აითვლება განცხდების რეგისტრაციიდან და 4 სამუშაო დღეში საფასური შეადგენს 50 ლარს; 1 სამუშაო დღეში 150 ლარს; იმავე დღეს 200 ლარს. ხელშეკრულების გაფორმებასა და მისი შინაარსის ჩამოყალიბებაზე შეგიძლიათ, მიმართოთ კვალიფიციურ ადვოკატს. 

©ლიკა ნახუცრიშვილი

მსგავსი სტატია იხ.https://www.myadvokat.ge/ka/about/466