სისხლის სამართლის საქმის  წარმოებისას გასაჩივრების წესი და ვადები1525 2021.05.14
სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას გასაჩივრების წესი და ვადები

აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, გაუქმების ან შეცვლის შესახებ განჩინება ერთჯერადად შეიძლება გაასაჩივროს ბრალდებულმა, მისმა ადვოკატმა, პროკურორმა მისი გამოტანიდან 48 საათის განმავლობაში. აქ საინტერესო საკითხია მოსამართლის მერ ამ განჩინების ჩაბარების დრო იურისტებისთვის, რადგან ხშირად ძალიან ცოტა დრო რჩება მხარეს გასაჩივრებისთვის. ეს ხდება განჩინების გამომტანი სასამართლოს საშუალებით, რომელიც შესაბამის სააპელაციო სასამართლოს უგზავნის საჩივარს განსჯადობის მიხედვით. აღკვეთის ღონისძიების განჩინების გასაჩივრება არ აჩერებს აღკვეთი ღონისძიების აღსრულებას.

სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომის მოსამართლეს თუ გამოაქვს გადაწყვეტილება მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის თაობაზე ერთჯერადად საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო საქმეთა კოლეგიაში ხუთი დღის ვადაში ამ გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მეშვეობით. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე განიხილავს საჩივარს მისი შესვლიდან 5 დღის ვადაში.

როდესაც დასრულდება საქმის არსებითი განხილვა მოსამართლე გამოაცხადებს ადგილზე თათბირით ან სათათბირო ოთახში გასვლის შემდეგ განაჩენს, რომელის ასლიც როგორც დაცვის მხარეს, ასევე ბრალმდებელს წერილობით უნდა ჩაბარდეს.

საჩივრდება თუ არა ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი და რა ვადაში? თუ საქმეს განიხილავენ ნაფიცი მსაჯულები, მათ მიერ გამოტანილი გამამართლებელი ვერდიქტი საბოლოოა და არ საჩივრდება. მხარეს უფლება აქვს ერთჯერადად საკასაციო წესით გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოში ნაფიც მსაჯულების ვერდიქტის საფუძველზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი თუ სხდომის თავმჯდომარე უკანონო გადაწყვეტილებას მიიღებს მტკიცებულებათა დასაშვებობის შესახებ; მოსამართლემ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობის განხილვისას, ამან კი გამოიწვია შეჯიბრებითობის პრინციპის არსებითი დარღვევა; თუ სხდომის თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულებთან, სანამ ისინი სათათბირო ოთახში გავლენ, განმარტებების მიცემისას დაუშვებს არსებით შეცდომას; განაჩენის გამოტანისას თავმჯდომარე არ დაეყრდნობა მთლიანად ან ნაწილობრივ ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტს; სასჯელი უკანონო ან/და აშკარად დაუსაბუთებელია; სხდომის თავმჯდომარემ არ გაითვალისწინა ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული სასჯელის შემსუბუქების ან დამძიმების რეკომენდაცია.

რა ვადაში შემიძლია გავასაჩივრო განაჩენი სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში?

სააპელაციო საჩივრის შეტანა ხდება განაჩენის გამომტან სასამართლოში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში.

ანალოგიურია საკასაციო სასამართლოში, გასაჩივრების ვადა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით აქაც 1 თვეს წარმოადგენს.

როგორც სააპელაციო ასევე საკასაციო გასაჩივრებისას საჩივრის შემტანი შეიძლება იყოს, როგორც დაცვის მხარე, ასევე ბრალდების მხარე. საჩვრის შესატანად შეგიძლიათ მიმართოთ ადვოკატს, რომლიც დაგეხმარებათ თქვენი უფლებების დაცვაში.

©ლიკა ნახუცრიშვილი

მსგავსი სიახლე შეგიძლიათ იხილოთ:https://www.myadvokat.ge/ka/blog/5957