რა უფლებებით სარგებლობს დაზარალებული2159 2021.05.17
რა უფლებებით სარგებლობს დაზარალებული

ვინ არის დაზარალებული? დაზარალებულად ითვლება პირი, რომელსაც დანაშაულის შედეგად მიადგა ფიზიკური, ემოციური, ქონებრივი ზიანი ან ეკონომიკური ზარალი.მაგალითად კანადაში თუ დაზარალებული გარდაიცვალა ან თავისი სახელით მოქმედება არ შეუძლია, მისი სახელით მოქმედების უფლება აქვს დაზარალებულის მეუღლეს; ახლო ნათესავს; მეურვეობის მქონე პირს. საქართველოსგან განსხვავებით კანადაში დაზარალებულს საჩივრის შეტანის უფლება აქვს, თუ ჩათვლის რომ ფედერალური დეპარტამენტი ვერ იცავს მის უფლებებს.

რა უფლებებით სარგებლობს დაზარალებული საქართველოში? საქართველოში დაზარალებულის უფლებები საკმაოდ შეზღუდულია, 2014 წელს განხორციელდა კანონმდებლობაში ცვლილება და დაზარალებულს მიეცა შესაძლებლობა ადგილზე გაცნობოდა სისხლის სამართლის საქმის მასალებს. საკონსტიტუციო სამართლოს საქმე „ხვიჩა ყირმიზაშვილი, გია ფაცურია და გვანცა გაგნიაშვილი და „შპს ნიკანი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ დაკმაყოფილდა, ამ გადაწყვეტილებამდე დაზარალებულს გასაჩივრების უფლება ჰქონდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დაზარალებულს უფლება მიენიჭა, პროკურორის გადაწყვეტილება დაზარალებულად ცნობის შესახებ (დაზარალებულის სტატუსის მინიჭება), 48 საათში ჯერ გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან ხოლო უარის თქმის შემთხვევაში, მიმართოს სასამართლოს იმ ადგილის მიხდვით სადაც მიმდინარეობდა გამოძიება. დაზარალებულს უფლება აქვს ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით, მაგრამ იგი პროცესის მონაწილედ დღემდე არაა აღიარებული. დაზარალებულს სისხლის სმართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული აქვს მოწმის ყველა უფლება/მოვალეობა. დაზარალებულს უფლება აქვს: იცოდეს ბრალდების შინაარსი, რასაც წარუდგენენ ბრალდებულს; მიიღოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ინფორმაცია საპროცესო მოქმედებების შესახებ; მიიღოს პროცესში მონაწილეობისას გაწეული ხარჯების ანაზღაურება; დაიბრუნოს საქმის გამოძიებისას და სასამართლო განხილვის პერიოდში საჭიროებიდან გამომდინარე დროებით ჩამორთმეული მისი კუთვნილი ქონება; მოითხოვოს დაცვის სპეციალური ღონისძიება საფრთხის არსებობის შემთხვევაში. 

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა დაზარალებულთან მიმართებაში იურიდიული თვალსაზრისით საკმაოდ საინტერესოა, გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N1/8/594 „ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ დაზარალებულის უფლებებზე, მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ ნორმებს, რომლებიც გამორიცხავს დაზარალებულის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრების შეტანას, აგრეთვე ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის დაყენებას, საჩივარი არ დააკმაყოფილა სასამართლომ. დაზარალებულის უფლებებთან დაკავშირდებით არსებობს ასევე ძალიან საინტერესო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ N1312 სადაც გასაჩივრებული იყო დაზარალებულისთვის საქმის მასალების ასლების მიღების უფლების შეზღუდვა, საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა და არაკონსტიტუციურად სცნო სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლის ნაწილი, რომელზეც შეტანილი იყო საჩივარი.

რა წერილობით წყაროებში არისდაზარალებულისუფლებებიგათვლისწინებული? დაზარალებულის უფლებები გათვალისიწნებულია დანაშაულის მსხვერპლთა უფლებების აქტში: იხ. https://www.justice.gov/usao/resources/crime-victims-rights-ombudsman/victims-rights-act ; ასევე, არსებობს ევროპარლამენტის და საბჭოს 2012 წლის 25 ოქტომბრის დირექტივა „დანაშაულის მსხვერპლთა უფლებების მხარდაჭერისა და დაცვის მინიმალური სტანდარტების დაწესება/შეცვლა 2001/220/JHA“; ასევე არსებობს M. Cherif Bassiouni ისინგლისურ ენაზე გამოცემული სახელმძღვანელო დაზარალებულის უფლებების შესახებ „International Recognition of Victims' Rights“. ამ საკითხში უკეთესად კვალიფიციური ადვოკატები გაგარკვევენ. მსგავსი სტატიიები კი  შეგიძლიათ იხილოთ: <<https://www.myadvokat.ge/ka/about/826>>  

©ლიკა ნახუცრიშვილი