რა  სამართლებრივი რისკებია ქირავნობის ხელშეკრულების დადებისას?3164 2021.06.04
რა სამართლებრივი რისკებია ქირავნობის ხელშეკრულების დადებისას?

რა არის ქირავნობის ხელშეკრულება

ქირავნობა სამოქალაქო კოდექსის მიხედვით წარმოადგენს გრძელვადიან ორმხრივ სასყიდლიან ხელშეკრულებას, სადაც ერთი მხარე, გამქირავებელი კისრულობს ვალდებულებას დამქირავებელს დროებით სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ნივთი ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადით. ქირავნობა შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირი ასევე წერილობითი ფორმით და დადებულად ითვლება მხარეთა მიერ შეთანხმების მიღწევის მომენტიდან.

რატომ უნდა დავდოთ ქირავნობის ხელშეკრულება წერილობით?

მოქალაქეები ხშირად ქირავნობის ხელშეკრულებას ზეპირად დებენ და ჰგონიათ, რომ ესეც საკმარისია რათა კანონით სრულად იქნან დაცული. სინამდვილეში ეს ასე არაა, რადგან მათ არანაირი დამადასტურებელი საბუთი არ გააჩნიათ თუკი დამქირავებელი დაარღვევს ხელშეკრულებას. ახლა მინდა ორიოდე სიტყვით გესაუბროთ რა დადებითი მხარე გააჩნია წერილობით ფორმას, პირველი - მასში შეგიძლიათ გაითვალისწინოთ ყველა დეტალი, რათა ორივე მხარე იყოს დაცული. ადვოკატებს ხშირად აქვთ პრაქტიკაში შემთხვევები, როდესაც გამქირავებელი მიდის მათთან და ეუბნება, რომ დამქირავებელმა არ გადაუხადა შეთანხმებული ქირა და სურს უჩივლოს. თუკი წერილობითი ფორმით იქნება შეთანხმება გაფორმებული და დარეგისტრირებული მაშინ ყველაფერი მარტივადაა და მხარე ადვილად ადასტურებს მისი უფლების დარღვევას ხოლო თუ ზეპირია სჭირდება სხვა მტკიცებულებები და მოწმეები, თუმცა მიუხედავად ამისა ზეპირი ხელშეკრულების შემთხვევაში არ არსებობს გარანტია, რომ გამქირავებლის სასარგებლოდ გადაწყდება დავა. გარდა იმისა, რომ ორივე მხარე უფრო დაცულია წერილობით ხელშეკრულების დადებისას, ხშირად გამქირავებლები არ ფლობენ ინფორმაციას ბიუჯეტში გადასახდელი თანხის შესახებ ეს შეიძლება უკანონო სამეწარმეო საქმიანობად ჩაითვალოს, რაც მთავარია რეგისტრირებული ქირავნობისას ბიუჯეტში იხდით მხოლოდ 5% ნაცვლად 20%-ის და შემოსული თანხა ბანკში აღიქმება როგორც თვენი სტაბილური შემოსავალი.

როგორი უნდა იყოს ქირავნობით გადაცემული ნივთი?

სამოქალაქო კოდექსის მიხედვით ნივთი რომელიც ქირით გადაეცემა დამქირავებელს უნდა იყოს ვარგის მდგომარეობაში; ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო. იმისთვის რომ სწორად შეადგინოთ ხელშეკრულება და გაითვალისწინოთ ყველა მნიშვნელოვანი დეტალი შეგიძლიათ მიმართოთ კვალიფიციურ ადვოკატს.

ქირავნობის განსხვავება სხვა ხელშეკრულებებისგან

ხშირად ქირავნობის ხელშეკრულებას ამსგავსებენ იჯარას, თხოვებას, მიბარებას, სესხს. თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტებით იჯარა და ქირავნობა ახლოს არიან ერთმანეთთან, თუმცა მათ შორის არსებობს განსხვავება რაც იურისტებს და არამხოლოდ მათ ეხმარება ამ ორი ხელშეკრულების გამიჯვნაში - რეგისტრირებული იჯარა მოიჯარეს დამატებით უფლებას ანიჭებს, ხელშეკრულებით განსაზღვრული ნივთიდან ნაყოფი, შემოსავალი მიიღოს, ხოლო მეიჯარე გამქირავებლისგან განსხვავებით დამატებით ვალდებულია საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა. ასევე თუ მოიჯარე ფართს იყენებს ისე, რომ ხელშეკრულების დადების მომენტისთვის ნივთი წარმოადგენდა ცარიელ სადგომს, მაგრამ შემდგომ მოხდა მისი აღჭურვა გარკვეული ინვენტარით და მასში სამეურნეო საქმიანობის გამართვა, სახეზე გვაქვს ქირავნობა და არა იჯარა. თხოვების შემთხვევაში იგი უსასყიდლო ხელშეკრულებაა, ასევე ქირავნობის საგანს წარმოადგენს ნივთი და არა ზოგადად ქონება. სესხის ხელშეკრულებისგან განსხვავებით, ქირავნობისას საკუთრების უფლების გადაცემა დამქირავებელზე არ ხდება. სესხის და ქირავნობის განსხვავებაა ის, რომ სესხის საგანს წარმოადგენს მხოლოდ ფული ან გვაროვნული ნიშნით განსაზღვრული ნივთები და ბოლოს მიბარების დროს შემნახველი არ სარგებლობს მისთვის მიბარებული ნივთით ქირავნობისას კი ეს ასე არაა. მიბარების საგანს წარმოადგენს მოძრავი ნივთი. ხელშეკრულების სწორად შესადგენად კი, შეგიძლიათ მიმართოთ ადვოკატს.

©ლიკა ნახუცრიშვილი

ქირავნობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: შუამავლობა ბინის ქირაობისას; როგორ ხდება ქირავნობის ხელშეკრულების მოშლა; ქირის გადახდის წესის შესახებგაქირავებული ნივთის დაუბრუნებლობის გამო წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება