როგორ უნდა მიიღოთ უცხოეთის მოქალაქის სამკვიდრო927 2012.10.19
როგორ უნდა მიიღოთ უცხოეთის მოქალაქის სამკვიდრო
ინტერესს იწვევს ის გარემოება, თუ როგორ შეიძლება უცხოეთის მოქალაქისგან მიიღოთ მემკვიდრეობით გადმოცემული ქონება. რა სამართლებრივი საფუძვლებია ამისთვის საჭირო და რა სპეციფიკით ხასიათდება აღნიშნული პროცესი. ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს კანონი „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ გვამცნობს, რომ მემკვიდრეობითი ურთიერთობები წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით,რომელსაც მამკვიდრებელი გარდაცვალებისას გაეკუთვნებოდა. მოქალაქეობის არმქონე პირის მიმართ გამოიყენება იმ ქვეყნის სამართალი, სადაც მას ჰქონდა უკანასკნელი ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი. ასეთის არარსებობის შემთხვევაში კი შეგვიძლია გამოვიყენოთ საქართველოს სამართალი.