საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციულ სამართლის პროცესში1455 2022.01.17
საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციულ სამართლის პროცესში

ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ძალაში შევიდა და ამოქმედდა 2000 წლის 1 იანვარს , რის შემდგომაც მან რამდენჯერმე განიცადა ცვლილება . ამ ცვლილებათაგან ერთ-ერთი გახლდათ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ადმინისტრაციულ პროცესში . საკასაციო საჩივარი გავრცელებული სამართლებრივი ინსტიტუტია როგორც საქართველოში , ისე უცხოურ სახელმწიფოებშიც. რაღა თქმა უნდა , პრაქტიკაში არსებობს ისეთი , შემთხვევები როდესაც სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტიელბა , მიღებულია პროცესუალური დარღვევით , რაც ხელყოფს მხარის ინტერესებსა და უფლებებს . ამიტომაა  , რომ იურისპრუდენცია და სამართლებრივი ბერკეტები ინდივიდს  საშუალებას აძლევს რომ კასაციის გზით კიდევ ერთხელ შეეცადოს სასამართლოში საკუთარი უფლებების დაცვა. ეს ყოველივე ჩემი აზრით ნამდვილად მისაღებია , ვინაიდან სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი მიზანი და ამოსავალი წერტილი ხომ ადამიანი და მისი უფლებების  დაცვის გარანტიის შექმნაა . 

ადამიანს კანონით მინიჭებული აქვს შესაძლებლობა , რომ თუკი არსებობს რისკი მისი უფლების ხელყოფისა ან უკვე დარღვეულია ეს უკანსაკნელი , მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხელყოფამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა. როგორც ვიცით , არსებობს გასაჩივრების რამდენიმე ეტაპი , ჯერ პირველ ინსტანციაში , შემდგომ თუკი მოქალაქეს დაუსაბუთებლად მიაჩნია სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება , მას აქვს უფლება მიმართოს სააპელაციო სასამართლოს და თუ ამ უკანასკნელის გადაწყეტილებას თვლის უკანონოდ , ამ შემთხვევაში დავა შესაძლოა გაგრძელდეს კასაციის გზით , თუმცა ყოველთვის და ყოველ შემთხვევაში როდი შეუძლია ადამიანს მიმართოს საკასაციო სასამართლოს ? კანონმდებლობამ პროცესში მონაწილე მხარეებს მიანიჭა გასაჩივრების საბოლოო უფლებამოსილება , მაგრამ შეზღუდულა ეს უფლება. ჩნდება კითხვა თუ რატომ არ შეუძლია მხარეს მიმართოს საკასაციო სასამართლოს ნებისმიერ შემთხვევაში  ? პასუხი კი მარტივია - არსებობს გარკვეული წინაპირობები საჩივრის დასაშვებობისთვის , ამის მიზანი კი ისაა , რომ საკასაციო სასამართლომ გვერდი აუაროს უმნიშვნელო სამართლებრივ დავებს , რომელთა გადაწყვეტაც პირველი ინსტანციის ან სააპელაციო სასამართლოს სრულებით თავისუფლად შეუძლია.

საკასაციო სასამართლოს მთავარი მიზანი და დანიშნულება არის მართლმსაჯულების ერთიანი , მტკიცე სისტემის უზრუნველყოფა . იგი ორიენტირებულია სამართლის პროგრესირებაზე და რაღა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა გახლავთ ცალკეულ სამართლიან გადაწყვეტილებებზე პროცესში მონაწილე მხარეთა ინტერესების დაცვა. 

როდესაც საქმე ეხება საკასაციო საჩივარს , სასამართლო აუცილებლად ამოწმებს მის ფორმალურ წინაპირობებს.  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  1ლი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით  ,, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი , ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი ‘’ .  მაგრამ აღსანიშნავია ისიც , რომ საკასაციო წესით საქმის განხილვას და გარკვეულ შეზღუდვებს ვხვდებით საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში , რომლებიც დადგენილია ამ უკანასკნელის 34-ე მუხლში. ამ მუხლში პირდაპირ არის მოცემული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ფარგლები. საზოგადოდ ცნობილია რომ საჩივრის ობიექტი არის ის საგანი რაზეც წარმოიშობა დავა და იმართება სასამართლო პროცესები. რაც შეეხება საკასაციო საჩივარს , ამ უკანასკნელის ობიექტად გვევლინება მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება  , რომელიც კანონიერ ძალაში არ არის შესული . საკასაციო საჩივარი შესაძლბელია მოიცავდეს  როგორც სრულ გადაწყვეტილებას , აგრეთვე მის შემადგენელ კონკრეტულ ნაწილს. განსხვავებული მიდგომაა გერმანულ სამართალში , გერმანიაში საკასაციო საჩივრის ობიიექტად გვევლინება სააპელაციოს მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება. რაც შეეხება საკასაციო საჩივრის სუბიექტს , ამ ცნების ქვეშ მოიაზრება უშუალოდ უფლებამოსილი პირი , რომელსაც შეუძლია საკასაციო საჩივრით მიმართოს სასამართლოს . საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია სასამართლოსთვის მიმართვის უფლება და ნებისმიერი პიროვნებაა ამ უფლებით აღჭურვილი , რათა დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესი ხელყოფისგან . თუმცა სუბიექტთა წრე შედარებით ვიწროა საკასაციო საჩივრის შეტნისას. ამის უფლება პროცესის ნებისმიერ მონაწილეს არ გააჩნია , არამედ მხოლოდ იმ მხარეს ვის მიმართაც არის გადაწყვეტილება გამოტანილი , რაც ნამდვილად ლოგიკურია, ვინაიდან საკასაციო წესით როგორც ვიცით ყველა სახის საქმე არ განიხილება და მხოლოდ განსაკუთრებული მნიშვნელობის დავებს განიხილავს უზენაესი 

ადმინისტრაციული ,,საპროცესო კოდექსის 34ე მუხლის მე3 ნაწილში მოცემულია საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამი საფუძველი - 1. აბსოლუტური კასაცია 2. დივერგენტული კასაცია 3. პროცესუალური კასაცია.  დივერგენტული კასაციის მიზანს წარმოადგენს ერთიანი სასამართლო პრაქტიკის დაცვა გარკვეულ სამართლებრივი ნორმების განმარტებისას. ამავე დროს სააპელაციო სასამართლოს მიერ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებამ შესაძლებელია აგრეთვე ბიძგი მისცეს სამართლის შემდგომ განვითარებას . დივერგენტული კასაციის დაშვების მიზანია საკასაციო და სააპელაციო სასამართლებს შორის იურიდიული დისკუსიის მნიშვნელოვანი ხასიათის განსაზღვრა ‘’. დივერგენტული კასაციის დაშვების უმთავრესი წინაპირობაა უზენაესის ერთი კონკრეტული ახალი გადაწყვეტილების არსებობა. როდესაც დივერგენტული კასაცია დაიშვება , სააპელაციო სასამართლოს აზრი კი არ  რჩება უყურადღებოდ, არამედ  იზრდება მისი როლი , ევალება რომ შეიმეცნოს და შეაფასოს უზენაესი სასამართლოს განსხვავებული შეხედულება . ეს კი წინაპირობაა სრულყოფილი მართლმსაჯულების ჩამოყალიბების.  ქართული პრაქტიკისგან განსხვავებული რამაა დამკვიდრებული გერმანიაში . გერმანიის კანონმდებლობის თანახმად საკასაციო საჩივრის დასაშვებობას აფასებს სააპელაციო სასამართლო , ჩვენთან კი კასატორის უფლებამოსილებაა ეს ყოველივე. ჩემი აზრით ქართულ სასამართლო სისტემაში დამკვიდრებული მოდელი უფრო მისაღებია , ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას, ისევ სააპელაციო სასამართლო არ უნდა ახდენდეს , ამას უნდა ასრულებდეს სააპელაციოსგან დამოუკიდებელი  , ობიექტური სხვა პირი  ამ შემთხვევაში კასატორი. 

საკასაციო სასამართლო როდესაც საჩივარს იღებს განსახილვევად , ამის თაობაზე გამოაქვს განჩინება და ინიშნება საქმის განხილვის ზეპირი მოსმენა , ამის შესახებ კი მხარეებს აუცილებლად უნდა გაეგზავნოს კანონით დადგენილი წესით შეტყობინება განჩინების მიღებიდან 3 დღეში. რაც შეეხება გადაწყვეტილების შემოწმებას , საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს მხოლოდ წარდგენილი საჩივრის ფარგლებში , მხოლოდ იმ მოთხოვეს და სამართლებრივ საფუძვლებს რაც მოთხოვნილი აქვს საჩივრის ავტორს. 

 

ავტორი: ანა კალანდაძე 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.