ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობა1771 2022.01.17
ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობა

 დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარი ღირებულება და ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი უფლებების სრულფასოვნად დაცვაა. ამ ორი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარეობს  , რომ ერთი პირის მიერ მეორესთვის ზიანის მიყენებისას , აუცილებლად უნდა აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. სამართლებრივ სახელმწიფოში ადმინისტრაციულ ორგანოს დიდი როლი აქვს მოცემულ საკითხში ,  ვინაიდან იგი უზრუნველყოფს საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების იმგვარად განხორციელებას  , რომ გარანტირებული და დაცული იყოს მოქალაქეთა უფლებები და არ მოხდეს მისი არალეგიტიმურად და გადაჭარბებულად შეზღუდვა .  დღევანდელ რეალობასა და სამართლებრივ პრაქტიკაში მეტად აქტუალური და პრობლემური საკითხია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანი და მისი ანაზღაურება.  ჩემი მიზანიც სწორედ ესაა , რომ წარმოვაჩინო მნიშვნელოვანი ასპექტები . არსებობს მოსაზრება , რომ ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობა უშუალო კავშირშია სახელმწიფოს პასუხისმგებლობასთან და მის ნაწილს წარმოადგენს. დასავლური სამართლებრივი სისტემები შეთანხმდნენ იმაზე , რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა უნდა გავრცელდეს  საჯარო მომსახურეების მიერ თავიანთი უფლებამოსიელბისა და საქმიანობის განხორციელებისას მიყენებულ ზიანის ანაზღაურებაზე. ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობა გამოიხატება მიყენებული ზიანის ანაზღაურებაში . საინტერესოა რა სახის ზიანთან გვაქვს საქმე და როდის წარმოეშობა ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამისი პასუხისმგებლობა ? ზიანის საჯაროსამართლებრივი განმარტებისთვის შეგვიძლია მოვიშველიოთ სამოქალაქო სამართალი , ვინაიდან ადმინისტრაციული კანონმდებლობა არ გვთავაზობს ამ ცნების არსს. ,, ფიზიკური პირი უფლების ან კეთილდღეობის დამცირება და განადგურება ‘’    გერმანული კანონმდებლობით კი ზიანი შემდეგნაირად არის განმარტებული - ,, ზარალი  , დაზიანება შეიძლება ქონებრივ დაზიანებაში გამოიხატოს , როდესაც არსებობს ქონების სახით მიყენებული ზარალი ‘’. ეს ყოველივე რომ დავაკავშიროთ ჩვენს განსახილველ თემასა და უშუალოდ ადმინისტრაციულ სამართალს , ზიანი შეიძლება გამოწვეულ იქნეს მაგალითად ადმინისტრაციული ორგნაოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით , რომლის ძალითაც  კონკრეტულ პირს არაკონსტიტუციურად  ეზღუდება უფლება და ადგება როგორც მორალური , ისე მატერიალური ზარალი. ასეთ დროს , რა თქმა უნდა , დაზარალებულ პირს სრული უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და პირდაპირ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება პასუხისმგებლობა.  შესაძლოა ამ მსჯელობიდან დავადგინოთ თუ რა არის წინაპირობები ადმინსიტრაციული ორგანოსთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისა.  პირველ რიგში აუციელებლია სახეზე გვქონდეს ზიანის გამომწვევი ქმედება , რომელიც უშუალო კავშირში იქნება საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან  , აგრეთვე საჭიროა იყოს არაკანონიერი , მართლსაწინააღმდეგო  და მოკლედ რომ ვთქვათ ნამდვილად უნდა არსებობდენს მიზეზობრივი კავშირი მიყენებულ ზიანსა და საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებასთან.   ადმინისტრაციული ორგანოსთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუციელებელია ზიანის გამომწვევი ქმედება გამოხატვას ჰპოვებდეს სხვა პირის მიმართ არსებული სამსახურეობრივი მოვალეობის დარღვევაში.   არის ხოლმე შემთხვევები , როდესაც მესამე პირებსაც ერღვევათ უფლებები და ინტერესები. ეს რომ დავადგინოთ მართლაც დაირღვა თუ არა აუცილებელია გაირკვეს ხელყოფილი ნორმა რა სუბიექტთა წრეს მოიცავს და აგრეთვე რა სახის უფლებები შედის ამ ნორმის დაცვის საგანში.   საინტერესოა პასუხისმგებელი სუბიექტის გამოვლენაც , ამ სიტუაციაში საჭიროა გავარკვიოთ რომელი ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებით დადგა ზიანი , ,, მაგალითად, თუ ზიანი გამოწვეულია უკანონო ბრალდების შედეგად პირისათვის პატიმრობის შეფარდებით, პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფო ბრალდების მხარეს, რომელმაც დაუსაბუთებლად, არასაკმარისი მტკიცებულებების პირობეში მოითხოვა ბრალდებულისათვის პატიმრობის შეფარდება.’’    პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობებია აგრეთვე მართლწინააღმდეგობა და ბრალი . თუმცა აღსანიშნავია ისიც , რომ ეს საკითხი მოიაზრებს გარკვეულ გამონაკლისებსაც. ჩვენთვის ცნობილია , რომ ყოვლად დაუშვებელია სამართლებრივი სიკეთი ხელყოფა / შეზღუდვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მაგრამ გამართლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება სიკეთის შეზღუდვას თუკი ეს ყოველივე გამოწვეული იქნება კანონმდებლობის შესაბამისი მოქმედებით , ესეიგი კანონიერი ქმედებით. მეტად საყურადღეობა მოხელის მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.  სამართლიანობის პრინციპი იმპერატიულად მოითხოვს რომ, თუკი სახელმწიფოს მოხელემ თავიანთი საქმიანობით მიაყენა ზიანი ინდივიდს, ანაზღაურება მოთხოვნილ უნდა იქნეს სწორედ იმისგან , ვისი ინტერესისა და საქმიანობის გამოც დაზარლდა, თუმცა რეალურ პრაქტიკაში სამწუხაროდ ასე არ ხდება, რაც ჩემი აზრით გაუმართლებელია. პასუხისმგებლობის ამ მოდელით , სახელმწიფო პირდპაირ ცდილობს , რომ თავი გაითავისუფლოს რიგი ვალდებულებებისგან ,  თუმცა სახელმწიფო პირიქით მოვალეა თავისი მოსახლის , რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს ინდივიდის კეთილდღეობა.  აქ რიგი გარემოებებია გასათვალისწინებელი , შესაძლებელია , რომ სახელმწიფო მოხელეს , ვისაც დაეკისრა ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობა იყოს გადახდისუუნარო , გახდეს შრომისუუნარო ანდაც ისეთი ზიანი დადგეს , რომლის გადახდაც პასუხისმგებელი პირის ,, ბიუჯეტს ‘’ მნიშვნელოვნად სცილდება.  ამ ყოველივეს კი შესაძლოა მოჰყვეს ორივე მხარის დაზარალება , ვინაიდან პასუხისმგებელი სახელმწიფო მოხელე ზიანს ვერ აუნაზღაურებს და დაზარალებული მეორე მხარის სამართლებრივი სიკეთეც ხელყოფილი და შეზღუდული დარჩება. გარდა საჯარო მოხელის პასუხიმგებლობის მოდელისა , ადმინისტრაციული სამართალი აგრეთვე ცნობს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას.  მოცემული მოდელი შედარებით მისაღებია , ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოა სრულიად პასუხისმგებელი საკუთარი მოხელის ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე. 

გერმანული სამოქალაქო კოდექსის 278-ე პარაგრაფით დადგენილია , რომ ,, ზიანის მიმყენებელს ბრალი მიუძღვის მისი კანონიერი წარმომადგენლის და იმ პირების წინაშე , რომელთაც იგი თავისი ვალდებულებების შესასრულებლად ემსახურება იმავე მოცულობით , რა მოცულობითაც მიაყენა მან ზიანი მესამე პირებს. ზიანის მიმყენებელს წარმოეშობა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება თავიანთი კანოონიერ წარმომადგენლისთვის . ეს წესი ასევე ეხება ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე მოხელის პასუხისმგებლობის საკითხს , რაც ისეა გაგებული რომ ორგანომ პასუხი უნდა აგოს მისი მოხელის მიერ მიყენებული ზიანისთვის , ხოლო მოხელეს  სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობა ეკისრება , რა მოცულობითაც სახელმწიფომ პასუ იაგო მის მიერ მიყენებული ზიანისთვის. საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი ორგანოებისა და სუბიექტების ლეგიტიმაციის ხარისხიდან გამომდინარე, ფიზიკური და იურიდიული პირის ინტერესის მთავარი საგანია საჯაროსამართლებრივი ორგანოებისგან მიყენებული ზიანის ეფექტური და სწრაფი ანაზღაურება . მოცემული კი განმტიცებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციაში , ისე საქართველოს ზოგად ადმინსიტრაციულ კოდექსში .

 

ავტორი: ანა კალანდაძე 

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.