საარჩევნო ცენზები2517 2022.01.22
საარჩევნო ცენზები

 დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობისათვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, რადგან სწორედ აღნიშნული წარმოადგენს ხელისუფლების ცვლილების დემოკრატიულ საშუალებას. შესაბამისად მეტად მნიშვნელოვამნია, რომ არჩევნების ჩატარების დროს დაცული იყოს მთელი რიგი საკითხები  და პრინციპები. ზოგადად არსებობს ორი ტიპის საარჩევნო უფლება, პასიური და აქტიური. პასიური საარჩევნო უფლება გულისხმობს მოქალაქის შესაძლებლობას თავად იყაროს კენჭი არჩევნებში, ხოლო აქტიური უფლება ნიშნავს პიროვნების  უფლებას ხმა მისცეს მისთვის სასურველ კანდიდატს. როგროც უკვე აღინიშნა არჩევნების ჩატარების დროს დაცული უნდა იყოს მთელი რიგი პრინციპები, ერთ-ერთ მათგანი კი გულისხმობს, რომ თითოეულ ამომრჩეველს აქვს ერთი,თანასწორი ხმა. ამ ყველაფრის კვალდაკვალ საინტერესოა საკითხი, თუ ვის აქვს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება?  სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად აუცილებელია გამოვკვეთოთ ის ცენზები, რომელიც დაწესებულია არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, რადგან დემოკრატიულ სახელმწიფოებში ყველას, ვისაც კანონი რთავს ნებას, აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში.

     თანამედროვე რეალობაში, როგორც წესი, არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გარკვეულ ასაკს მიღწეულ ქმედუნარიან პირებს,ანუ იმ ადამიანებს , რომლებსაც შეუძლიათ თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე გააკეთონ არჩევანი. ამავე დროს, ქვეყნების უმრავლესობაშ მოქმედებს დამატებითი მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პიროვნება.აღსანიშნავია, რომ ცენზები აუცილებლად უნდა იყოს განსაზღვრული კონსტიტუციით, წინააღმდეგ შემთხვევაში არ შეიძლება ისინი გაწერილი იყოს საარჩევნო ან სხვა რომელიმე კანონით. ასევე აუცილებელია, რომ შეზღუდვამ შეუძლებელი არ გახადოს უფლების განხორციელება და მას ჰქონდეს შესაბამისი ლეგიტიმური საჯარო მიზანი და იყოს პროპორციული.საარჩევნო უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ გონივრულ ფარგლებში და არა თვითნებურად. უნდა აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ ეროვნულ სახელმწიფოებს საარჩევნო ცენზის დადგენის ფართო ზღვარი აქვთ მინიჭებული. ეს ნიშნავს, რომ სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებული რაოდენობის და შინაარსის ცენზი შეიძლება იყოს დაწესებული. მიუხედავად ამ თავისუფლებისა არსბობს გარკვეული ზოგადი მოთხოვნები, რომელსაც არც ერთმა სახელმწიფომ არ უნდა აუაროს გვერდი. მაგალითად არ შეიძლება დაწესდეს სიმდიდრესთან ან რელიგიურ აღმსარებლობასთან დაკავშირებული ცენზები.

ვიდრე უშუალოდ გადავიდოდეთ ცალკეული საარჩევო ცენზის განხილვაზე, მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა მათ კლასიფიკაციაზე. ერთმანეთისგან განასხვავებენ ტექნიკურ, დამცავი და დისკრიმინაციული ხასიათის ცენზებს. ასაკობრივი,ბინადრობის , მოქალაქოების , განათლების და სხვა ცენზები  არის ტექნიკური ხასიათის, ხოლო რასობრივი, სქესობრივი და სხცა ცენზები არის დისკრიმინინაციული. რაც შეეხება დამცავი ხასიათის ცენზებს მას მიეკუთვნება აურჩევლობის ცენზი. მათი კლასიფიკაცია ასევე ხდება ბუნებრივ და წარმოქმნილ ცენზებად.

 

ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ თითოეული მათგანის განხილვაზე:

მოქალაქეობის ცენზი: გულისხმობს მოცემული ქვეყნის მოქალაქეობის ფლობის აუცილებლობას სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში  მონაწილეობის  მისაღებად. ამ მხრივ საინტერესოა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკა, რადგანაც ზოგიერთ მათგანში პასიური საარჩევნო უფლების განხორციელებსითვის მოქალაქეობის ქონა საკმარისი არაა და აუცილებელია გარკვეული პერიოდის მანძილზე ქვეყანაში ცხოვრება. ასევე რიგ სახელმწიფოში ეს ცენზი კიდევ უფრო გამკაცრებულია და აუცილებელია მოქალაქეობის დაბადებით მოპოვება. მოქალაქეობის ცენზის არსებობის პარალელურად მნიშვნელოვანია ის საკითხი, უნდა ჰქონდეთ თუ არა მოქალაქეობის არ მქონე მაგრამ მოცემულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება. ამ საკითხთან დაკავშირებით აზრები გაყოფილია.

ასაკობრივი ცენზი: მოიაზრებს მოთხოვნას, რომ პირმა მიაღწიოს გარკვეულ ასაკს, რათა მან მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ამ შემთხვევაში საინტერესო საკითხია თავად მინიმალური ასაკის განსაზღვრა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ზღვარი პირველ ეტაპზე შედარებით მაღალი იყი, თუმცა ბოლო პერიოდში მოხდა მისი კლება და დღეს იგი სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია. ასევე არაერთგვაროვანია ასაკობრივი ცენზი აქტიური და პასიური  საარჩევნო უფლების განხორციელების დროს. , როგორც წესი პასიური საარჩევნო უფლების განხორციელებისას ასაკობრივი ცენზი შედარებით მაღალია. მაგალითად საქართველოში აქტიური საარჩევნო უფლების განხორციელება დასაშვებია 18 წლის ასაკიდან. ხოლო საქართველოს საარჩევნო კოდექსის 134 მუხლის 1 ნაწილი გვეუბნება, რომ საკრებულოს წევრად შიძლება აირჩეს პირი 21 წლის ასაკიდან.

ბინადრობის ცენზი: გულისხმობს, რომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია პირი შესაბამისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე გარკვეული ვადით ცხოვრობდეს. აღნიშნული ცენზის შინაარსი სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობაშ სხვადასვაგვარადაა მოწესრიგებული.ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობა შედარებით მკაცრია და მოითხოვს, რომ პირი არა დროებით ცხოვრობდეს მოცემულ ქვეყანაში, არამედ იგი იყოა ამ ქვეყნის მუდმივი მაცხოვრებელი.

აურჩევლობის ცენზი: გულისხმობს, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება ეკრძალებათ იმ პირებს, რომლებსაც უკავიათ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში რიგი თანამდებობები. სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობა ამ პოზიციებს არაერთგვაროვნად განსაზღვრავს, თუმცა მიზანი ერთია -დაცული იყოს კანდიდატთა შანსების თანასწორობა. აღნიშნულ საკითხთან მიმართებით საინტერესოა საქართველოს მაგალითი.  ჩვენს ქვეყანაში ასეთ თანამდებობებს განეკუთვნება:გენერალური აუდიტი და მისი მოადგილე, სახელმწიფო რწმუნებული და მისის მოადგილე,მოსამართლე, სახალხო დამცველი,ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი,პროკურორი და მისი მოადგილე, პრეზიდენტის მრჩეველი და სხვა.

სქესეობრი ცენზი: გულისხმობს არჩევნებში რომელიმე სქესისათვის უპირატესობის მინიჭებას. იგი საარჩევნო უფლების შემზღუდველი კატეგორიაა. წლების მანძილზე საარჩევნო უფლებები მხოლოდ მამაკაცებს გააჩნდათ, თუმცა , საბედნიეროდ, დღესდღეობით დემოკრატიულ საზოგადოებაში როგორც ქალებს ისე მამაკაცებს აქვთ აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება. მიუხედავად ამისა ბევრ ქვეყანაში უარყოფითია არჩევით თანამდებობებზე ქალთა ყოფნის სტატისტიკა. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად არაერთი მექანიზმი მოქმედებს, მათგან აღსანიშნავია კვოტირების სისტემა, რომლის მიზანია გაზარდოს ქალთა პროპორცია და გენდერული ბალანსი პარლამენტში.

რელიგიური ცენზი: ძირითადად გამოიყენება მუსლიმურ სახელმწიფოებში და არჩევნებში მონაწილეობის უფლებას რთავს მხოლოდ მუსლიმ მოსახლეობას.

რასობრივი ცენზი: მისთვის დამახასიათებელია არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლების შეზღუდვა კანის ფერის გამო. მაგალითად, წლების მანძილზე აფრიკის შავკანიან მოსახლეობას აკრძალული ჰქონდა არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. 

 

საინტერესოა საკითხი უნდა ჰქონდეთ თუ არა მსჯავრდებულებთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ამ საკითხთნ მიმართებით არ არსებობს ერთიანი პოზიცია. ქვეყნების ნაწილი განურჩევლად დანაშაულისა სრულიად უზღუდავს მსჯავრდებულებს ამ უფლებას. მეორე ჯგუფი პირიქით ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში აძლევს პატიმარს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, სახელმწიფოთა მესამე ნაწილი კი მხოლოდ გარკვეული კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში უზღუდავს პირს ამ უფლებას.

დასკვნის სახით უნდა ვთქვა, რომ არჩევნების არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსათვის. მასში მონაწილეობის მისაღებად კი პიროვნება უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ მოთხოვნებს, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფოში განსხვავებულადაა ჩამოყალიბებული.


 

ავტორი:გიორგი თედეშვილი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. საქართველოს კონსტიტუცია

  2. საქართველოს ორგანული კანონი- საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  3. ავტორთა კოლექტივი ,,შესავალი საკონსტიტუციო სამართალში’’ ; გამომცემლობა მერიდიანი , თბილისი 2016.

  4. ავტორთა კოლექტივი ,,საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი’’ გამომცემლობა მერიდიანი თბილისი 2020.

 

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.