სამართლის ნორმათა ინტერპრეტაცია1832 2022.02.08
სამართლის ნორმათა ინტერპრეტაცია

 

დღეს-დღეობით ხშირია შემთხვევა,როცა მოსამართლეები კანონის ინტერპრეტაციას დახურულ ბოქლომდადებულ შენობაში თავისებურად,როგორც თავად სურთ, კანონთან შეუსაბამობაში ახდენენ,შესაბამისად ეს ყოველივე წარმოშობს განცდას იმისა,რომ ინტერპრეტაცია არის მოსამართლესთვის ძალაუფლების ფუნქცია და არა სიმართლის.ფრიდრიხ ნიცშემ განაცხადა,რომ ყველაფერი ექვემდებარება ინტერპრეტაციას,რომელი ინტერპრეტაციაც ჭარბობს მოცემულ დროში ის არის სწორედ ძალაუფლების და არა სიმართლის ფუნქცია.ვფიქრობ,ინტერპრეტაცია მეტად სუბიექტური რამ არის და თუ კი თავისუფლები იქნებიან მოსამართლენი ინტერპრეტირების საკითხში ეს მათ მართლაც ძალაუფლებას აძლევს,რადგან ამ ლიბერალური ინსტიტუტის პროგრესიას შეიძლება მოჰყვეს არასწორი გადაწყვეტილებები და შესაბამისად არასწორი აღსრულებები.სწორედ,ინტერპრეტაციას კრძალავდა რომის იმპერატორი იუსტინიანე,საფრანგეთის მმართველი ნაპოლეონი.პრუსიის სამართალიც იგივე პრინციპით იყო მოწყობილი,მათი აზრით კანონის განამრტება მიმართული იყო პირველრიგში მოსამართლეთა თვითვნებობისკენ,რაც თავის მხრივ დიდ რისკს წარმოადგენდა.მომყავს ჩემი აზრის განსამტკიცებლად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება: ,,კანონი უნდა იყოს ხელმისაწვდომი, წინასწარგანჭვრეტადი და ზუსტად განსაზღვრული, აგრეთვე უნდა შეიცავდეს სხვა გარანტიებს თვითნებობის რისკისგან დასაცავად. ნორმა, რომელსაც თავისუფლების აღკვეთა ემყარება, საკმარისად ზუსტი უნდა იყოს, რათა პირმა, თუნდაც სათანადო კონსულტაციით წინასწარ განჭვრიტოს იმ ხარისხით, რომელიც მოცემულ გარემოებებს შეესაბამება, თუ რა შედეგი მოჰყვება ამა თუ იმ ქმედებას“ . ვთვლი,რომ კანონი შექმნის მომენტშივე უნდა იყოს ზუსტი მიზნობრიობით განმარტული,რადგან გარემოს,საზოგადოების ცვლილებისას კანონის როტაციაც შესაძლბელი იყოს ისე,რომ მან თავისი პირვანდელი მნიშვნელობა არ დაკარგოს. საინტერესოა ის აზრიც,რომ კანონის უზუსტობა პირდაპირ კავშირშია ადრესატისთვის კანონის შედეგების ვერ განჭვრეტასთან,შესაბამისად თუ კი კანონი შესაძლებელია იქნეს ნებისმიერი მოსამართლის მხრიდან თვითნებურად ინტერპრეტირებული,მაშინ როგორ შეძლებს ადრესატი წინასწარ განსაზღვროს შედეგები - „კანონიერების“ სტანდარტი მოითხოვს, რომ ყველა კანონი იყოს საკმარისად ზუსტი, რათა პირს მისცეს საშუალება, საჭიროების შემთხვევაში და შესაბამისი რჩევით – მოცემული გარემოებებიდან გამომდინარე, გარკვეული ხარისხით, წინასწარ განსაზღვროს ის შედეგები, რომლებსაც მოცემული ქმედება გამოიწვევს“
ვთვლი,რომ სამართლის შემფარდებელი უნდა წარმოადგენდეს კანონის გამჟღერებელს და არა მის ინტერპრეტატორს და შემცვლელს,მოსამართლემ არ უნდა მისცეს საკუთარ თავს იმის უფლება,რომ კანონი გამოიყენოს ისე,როგორც ეს მის ქვეცნობიერში დამუშავების შედეგად ჩნდება,შესაბამისად თუ კი სახელმწიფოში თითოეული კანონი იქნება ზუსტი,ერთაზროვანი,მაღალ ხარისხიანი მოსამართლეს არ დარჩება სხვა გზა გარდა იმისა,რომ გამოიყენოს კანონი სწორად შესაბამისი საქმის განხილვისას.
ჩემი აზრით,სამართლის შემფარდებლის მხრიდან კანონის ინტერპრეტაცია იწვევს თვითნებობას,თვითნებობა კი კანონის როგორც ძალაუფლების და არა როგორც სამართლის დამდგენ საშუალებად აღქმას.ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მესამე პრეზიდენტი თომას ჯეფერსონი სასამართლოს თვითნებობის გამო,სასამართლოებს „შეუმჩნევლად მოქმედი მესანგრეებისა და დამნაღმველების კორპუსი“-ს უწოდებდა.
და მაინც რატომ ვეთანხმები ფრიდრიხ ნიცშეს? სხვა მიზეზებთან ერთად რაც უკვე წინარე ტექსტში განვიხილე,ვთვლი რომ მოსამართლეთა ინტერპრეტაცია ხელს უწყობს სასჯელს კანონის გარეშე,ანუ ირღვევა პრინციპი  nulla poena sine lege.
საბოლოოდ ვასკვნი,რომ ინტერპრეტაციისადმი საჭიროა რიდი და ამავდროულად შიში,რადგან თუ კი ინტერპრეტაცია გამოყენებულ იქნება ისეთ სასამართლო სისტემებში,რომლებსაც კლანები მართავენ,ინტერპრეტაცია იქნება მართლაც ძალაუფლების გამომხატველი ფუნქცია.

 

 

 

ავტორი: თსუს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი სერგი ჯავახია

 

 

ბიბლიოგრაფია:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკმებრის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 

 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 2 ოქტმობრის გადაწყვეტილება საქმეზე „კაკაბაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, პარ.62.
იხ. თომას ჯეფერსონის წერილი თოამს რიჩს, 1820 წლის 25 დეკემბერი.
კაპანაძე, ნუნუ, კვაჭაძე, მარინა. ლათინურ-ქართული იურიდიული ლექსიკონი = Latin-georgianlegaldictionary/ნუნუ კაპანაძე, მარინა კვაჭაძე; [რედ.: ლადო ჭანტურია, მანანა ტაბიძე] - თბ., 2008: სტ. “სეზანი” - 86გვ. ; 21სმ. (სახალხო დამცველის ბიბ-კა).

 

 

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.