არასრულწლოვანთა სისიხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი1783 2022.02.27
არასრულწლოვანთა სისიხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი

 

სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართალში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სასჯელის სწორად დანიშვნამ საზოგადოების თითოეულ წევრს სამართლიანობის განცდა უნდა ჩამოუყალიბოს. ამ მხრივ სისხლის სამართლს კოდექსმა დიდი ცვლილებები განიცადა. 1960 წელს მიღებულ სისხლის სამართლის კოდექსში, არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობის ასაკი, სასჯელის მიზანი და სახეები დღევანდელი კოდექსისგან განსხვავებული იყო. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საერთო ასაკი იყო 16 წელი, ხოლო 14-16 ასაკის პირებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ მხოლოდ მკვლელობის, სხეულის განრახ დაზიანების, გაუპატიურების, ქურდობის, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის ან ფეთქებადი ნივთიერების გატაცებისთვის.  1999 წლიდან 2016 წლამდე არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი გათვალისწინებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილის მეხუთე კარით. იგი თავის მხრივ ორი თავისაგან შედგებოდა: პირველი, არასრულწლოვანის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავისებურება და მეორე, არასრულსწლოვანის გათავისუფლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან. 1999 წლიდან მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით არასრულწლოვანი დამნაშავის ასაკი 14 წლით განისაზვრა, შესაბამისად სისხლის სამართლის წესით პასუხს აგებს პირი, ვისაც დანაშაულის ჩადენამდე შეუსრულდა თოთხმეტი წელი, მაგრამ არ შესრულებია თვრამეტი წელი.  ასევე, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „არასრულწლოვანთა მართმსაჯულების კოდექსი“, რომლის ძირითადი ნაწილი ძალაში შევიდა 2016 წლის 1 იანვარს. ამ კოდექსის მიღება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია არასრულწლოვანთა მართმსაჯულების საკითხში. ნებისმიერი საკითხი, რომელიც არასრულწლოვანებს ეხებათ მეტად ფაქიზია, განსაკუთრებით კი, როცა ეს ეხება მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს და დანაშაულის გამო მათთვის სასჯელის დაკისრებას. საქმე ეხება პირს, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა ისეთ ასაკში, როცა მისი ჩამოყალიბება ხდება. ასეთ დროს მნიშვნელოვანია მშობლის, სკოლის, სახელმწიფოს და ფსიქოლოგების ჩართულობა, რათა ამ ფაქტმა არ მიიღოს მრავალჯერადი სახე და მისი ქმედებები არ გახდეს მისი თანატოლებისთვის მოსაწონი. ამასთან საჭიროა არასრულწლოვანის სოციალიზაციის საკითხიც.

      საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის მიხედვით „სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი ნორმებით.“  დამნაშავისათვის სასჯელის დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს მისი ბრალეულობა. სასამართლოს მხოლოდ მაშინ შეუძლია პირის გაკიცხვა (პასუხისმგებლობის საკისრება), როცა იგი პირის ბრალეულობის დადგენის გარეშე. 

არასრულწლოვანთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგბლობის თავისებურება, თავს მხრივ, გულისხმობს არასრულწლოვანისთვის სასჯელის დაკისრების განსაკუთრებულ ფორმებს. 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 66-მუხლის მიხედვით არასრულწლოვანის სასჯელის სახეებად გათვალისწინებულია: ა) ჯარიმა; ბ) შინაპატიმრობა; გ) საქმიანობის უფლების ჩამორთმევა; დ) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა; ვ) ვადიანი თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრულია არასრულწლოვანის ძირითადი და დამატებითი სასჯელები, რომლის მიხევით: 1. არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს მხოლოდ ძირითად სასჯელად. 2. არასრულწლოვანს ჯარიმა, შინაპატიმრობა, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეიძლება დაენიშნოს როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად. 3. ძირითად სასჯელთან ერთად შეიძლება მხოლოდ 1 დამატებითი სასჯელის დანიშვნა. 4. არასრულწლოვანს სასჯელთან ერთად შეიძლება დაენიშნოს ამ კოდექსის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 1 ან რამდენიმე ღონისძიება.

ჯარიმა

არასრულწლოვნის მიმართ ჯარიმა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს დამოუკიდებელი შემოსავალი კანონიერი საქმიანობიდან.(ამკ-ს 68 მუხლი). არასრულწლოვანის ჯარიმიმს დანიშვნისას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი მინიმალური ოდენობა ნახევრდება. 

 შინაპატიმრობა/ელექტრონული ზედამხედველობა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 69-ე მუხლის მიხედვით: 1. შინაპატიმრობა ნიშნავს არასრულწლოვნისთვის დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში თავის საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულების დაკისრებას. არასრულწლოვანს შინაპატიმრობა ენიშნება 6 თვიდან 1 წლამდე ვადით. არასრულწლოვანს შინაპატიმრობა შეიძლება დაენიშნოს ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში. არასრულწლოვანს შინაპატიმრობა ისე უნდა დაენიშნოს, რომ მისმა აღსრულებამ ხელი არ შეუშალოს ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებას ან სწავლის პროცესს. შინაპატიმრობა, როგორც წესი, აღსრულდება ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით. ელექტრონული ზედამხედველობის გამოუყენებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო. არასრულწლოვანისთვის ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების მცდელობა პირველად აშშ-ში 1964 წელს მოხდა, თუმცა ეს მცდელობა ელექტრონული ტექნიკის განუვითარებლობის გამო მარცხით დასრულდა.

საქმიანობის უფლების ჩამორთმევა

არასრულწლოვანს საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ენიშნება ერთი წლიდან სამ წლამდე ვადით. სასჯელის ამ ფორმის გამოყენება ყველაზე უფრო საფრთხილოა, რადგან თუ არასრულწლოვანი დასაქმებულია სასჯელის ამ ფორმის გამოყენებამ იგი ფინანსური და სოციალური პრობლემების წინაშე არ უნდა დააყენოს. დასჯის ეს ფორმა გავრცელებულია გერმანულ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში მაგ: მართვის მოწმობის ჩამორთმევა

 საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა

არასრულწლოვანისთვის საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის დაწესება გათვალისწინებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 71-ე მუხლში. სასჯელის ეს ფორმა ძალიან იშვიათად ინიშნება. საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გამოყენების საკითხში აუცილებელია კერძო სექტორის აქტიური ჩაბმულობა. ამ სახის სასჯელის დაკისრების ძირითადი პრობლემა შეიძლება იყოს პროკურატურის, სასამართლოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არაკოორდინირება. ხშირად პროკურორმა და მოსამართლემ არ იცის სად შეიძლება მოიხადოს პირმა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. 

თავისუფლების აღკვეთა

ბავშვთა უფლებათა კონვენციის 37-ე მუხლის (ბ) პუნქტი ითვალისწინებს, რომ თავისუფლების აღკვეთა შეიძლება მხოლოს უკიდურესი ზომის სახით და ისიც დროის, რაც შეიძლება მოკლე ვადით. არასრულწლოვანის თავისუფლების აღკვეთას აღმზრდელობითი ხასიათი უნდა ჰქონდეს. არასრულწლოვანისთვის მისჯილმა არაპროპორციულმა სასჯელმა შეიძლება გამოიწვიოს მისი პატივისა და ღირსების შელახვა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქრომბრის გადაწყვეტილება განმარტავს ამ საკითხს.

არასრულწლოვანი პირი როგორც წესი არის შერაცხადი. ცაკლეულ შემთხვევებში უნდა შემოწმდეს მისი შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობა, რომელიც სრულწლოვანისგან განსხვავებით არასრულწლოვანისათვის შეიძლება გახდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გათავისუფლების საფუძველი, რაც მოცემულის სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლში. ამის გამომწვევი მიზეზი არის ის, რომ მას არ შეუძლია სრულად გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა, ანდა უხელმძღვანელოს მას.

     იმ არასრულწლოვანის მიმართ, რომელმაც პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული, სასჯელის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს აღმზრდელობითი ზემოქმედების იძულებითი ღონისძიება. ეს საკითხი მოცემულია სისხლის სამართლის კოდექსის 90-97 მუხლებში. გარდა ამისა, პროკურორი უფლებამოსილია, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულის ჩამდენ არასრულწლოვანთან გააფორმოს ხელშეკრულება განრიდების ან მედიაციის შესახებ( სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-5 ნაწილში).


 

ბიბლიოგრაფია

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი 

ბავშვთა უფლებათა კონვენცია

მერაბ ტურავა, „სისხლის სამარლის ზოგადი ნაწილის მიმოხილვა“ თბილისი 2013

მაია ივანიძე „სისხლის სამართლის აქტურალური საკითხები“ თბილისი 2017

Schneider, K., 2003. S. 19

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ოქმი N 2/2-389, თბილისი 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

 

ავტორი: მარიამ არსენიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე