საქართველოს სამოქალაქო კოდექსის პირველივე მუხლში შემდეგია განმტკიცებული, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი წარმოადგენს კერძო სამართლის ნაწილს და აწესრიგებს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს. საქართველოს პარლამენტმა 1997 წლის 26 ივნისს ერთხმად მიიღო დამოუკიდებელი საქართველოს პირველი სამოქალაქო კოდექსი, ამ პროცესს, რა თქმა უნდა, წინ დიდი შრომა უძღვოდა. მოცემული კოდექსის ერთ-ერთი მიზანი დასავლეთის ცივილიზაციისაკენ სწრაფვა იყო, ამის თვალსაჩინო მაგალითია ისიც, რომ მრავალმა ქართველმა ახალგაზრდამ მიიღო განათლება დასავლეთის ქვეყნებში .
რაც შეეხება უშუალოდ კოდექსს, ის უმნიშვნელოვანესია სამართლის წყაროა. ცნობილია, რომ იერარქიის მიხედვით სათავეში დგას კონსიტუცია-საქართველოს კონსტიტუციის მე-6 1 მუხლის თანახმად ,,კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია " , მაგრამ ამასთან, ხაზგასასმელია ჩვენი განსაკუთრებული კოდექსის მნიშვნელობაც. სამოქალაქო კოდექსს, როგორც ვიცით მეორე კონსტიტუციადაც აღიარებენ, რაც სრულიადაც არ არის გადაჭარბებული . იგი ისეთივე იურიდიული ძალის მქონეა, როგორც ნებისმიერი სხვა იურიდიული კანონი. დღევანდელ დროში სამოქალაქო კოდექსის მნიშვნელობა ძალიან დიდია. შესაბამისად, უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ სამოქალაქო კოდექსი სამართლის წყაროთაგან ერთ-ერთს წარმოადგენს.
სამართლის თეორიის მიხედვით, სამართლის წყარო ეწოდება იმ კატეგორიას, ძალასა და ფაქტორს, რომელიც ქმნის სამართალს. ვიწრო გაგებით სამართლის წყაროდ მიჩნეულია ის სპეციფიკური ფორმები, რომლებშიც სახელმწიფო ხელისუფლება გამოხატავს სპეციფიკურ ნორმებს. სამართლის იურიდიული წყარო მოიცავს: სამართლებრივ ჩვეულებას, სამართლებრივ ხელშეკრულებას, "იურისტების სამართალს" , მართლშეგნებას და სხვ. კონტინენტური ევროპის სამართლის ტრადიციის შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსი განამტკიცებს სამართლის წყაროს ორ სახეს: კანონსა და ჩვეულებებს. სამართლის წყაროდ ასევე შეიძლება ჩაითვალოს მატერიალური, სოციალური და საზოგადოების ცხოვრების სხვა პირობები, რომლებიც ობიექტურად იწვევენ იმის აუცილებლობას, რომ გამოცემულ, შეცვლილ ან გაუქმებულ იქნეს ესა თუ ის სამართლებრივი აქტი ან უშუალოდ მთლიანად სამართლის სისტემა.
მნიშვნელვანია მათზე საუბარი. კანონი ქართული სამოქალაქო სამართლის უმთავრესი წყაროა. კანონი კონსტიტუციისა და საერთაშორისო ხელშეკრულების შემდეგ საფეხურზე დგას.მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან განვასხვაოთ, გავმიჯნოთ კანონი ფორმალური გაგებით და კანონი მატერიალური გაგებით. კანონი, ფორმალური გაგებით ეწოდება, მხოლოდ პარლამენტის (იგი ხალხისმიერ არჩეული საკანონმდებლო ორგანოა) ან უშუალოდ რეფერენდუმის გზით მიღებულ ნორმატიულ აქტებს. ვინაიდან კანონს იურიდიული ძალის თანახმად ნორმატიული აქტების სისტემაში უდიდესი ადგილი უკავია, სამართალი განნამტკიცებს მისი მიღების განსაკუთრებულ წესსა და პროცედურას ეს პროცედურა საქართველოში განმტკიცებულია კანონიში ნორმატიული აქტების შესახებ (მე-15-22-ე მუხლები)3.
რაც შეეხება მატერიალურ გაგებას, კანონად ჩაითვლება სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებული ყველა ნორმატიული აქტი, მათ შორის საკუთრივ კანონიც. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განვასხვაოთ საკანონმდებლო აქტები, მათ კანონებიც განეკუთვნება და კანონქვმდებარე ნორმატიული აქტებიც( ნორმატიული აქტების შესახებ კანონის მეშვიდე მუხლი)4. ხოლო, რაც შეეხება ჩვეულებას ისიც სამართლის წყაროა. იგი წარმოიშობა ხანგრძლივი და ერთგვაროვანი გამოყენების საფუძველზე,შესაძლებელია შეზღუდული იყოს სივრცობრივი და პირთა წრის მიხედვით მოქმედებით. ჩვეულებად შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ სოციალური ჯგუფის მიერ შესასრულებლად სავალდებულო აღიარების წესი, ამგვარ წესს ან წესებსს უშუალოდ სასამართლო ადგენს . სსკ-ის მე-2 IV მუხლის საფუძველზე ჩვეულება გამოიყენება მაშინ, თუ იგი არ ეწინააღმდეგება ,,სამართლისა და ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს ან საჯარო წესრიგს"5. ჩვეულებითი სამართლის ბევრი ნორმა საფუძველი გახდა საკანონმდებლო ნორმის ჩამოყალიბებისთვის. მაგ.: კომერსანტებს შორის დუმილით გარიგების დადების წესი ჩვეულებითი სამართლიდან გადმოვიდა სამოქალაქო კოდექსებში.
მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია სამოქალაქო სამართლის ნორმა, მისი სტრუქტურა და სახეები: ცნობილია, რომ სამართალი შედგება მხოლოდ და მხოლოდ ნორმებისაგან. სამართლის ნორმები მართლწესრიგის ,,ელემენტარული ნაწილებია", მართლწესრიგი კი სამართლის ნორმათა ერთობლიობაა. ნორმა არის ენობრივი ფორმით გადმოცემული აზრობრივი სტრუქტურა. სამოქალაქო სამართალი ისტორიულად ჩამოყალიბდა, როგორც კერძო პირთა ურთიერთობის მომწესრიგებელი სამართალი. ამ ტრადიციის გათვალისწინებით სახელმწიფო სამოქალაქო სამართლის მონაწილეებს უფრო მეტ თავისუფლებას ანიჭებს, ვიდრე სამართლის სხვა დაგებში. .მაგ.: ადამიანს შეუძლია საკუთარი ანდერძის შინაარსი თავად განსაზღვრავოს, სხვა პირებისაგან დამოუკიდებლად.სამოქალაქო სამართალში ნორმები იყოფა დისპოზიციურ( dispositium) და იმპერატიულ( ius cogens) ნორმებად. იმპერატიული ნორმები- Jus cogens ლათინური ფრაზაა, რომელიც სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც „კანონიერი ძალა“. იმპერატიული ნორმები სამოქალაქო სამართალში არცთუ ისე ცოტაა და მის მიზანს მე-10 მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს: „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონების იმპერატიული ნორმები...” რაც შეეხება დისპოზიციურ ნორმებს, დისპოზიციური ნორმების თავისებურება ისაა, რომ ისინი მოქმედებენ მაშინ, როცა მხარეებმა გამოტოვეს ხელშეკრულებაში რაიმე საკითხი ან არასრულად მოაწესრიგეს იგი. მაგ.: თუ მეუღლეებს შორის არ დადებულა საქორწინო კონტრაქტი, მაშინ მათი ქონებრივი ურთიერთობა მოწესრიგდება სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მეუღლეთა თანასაკუთრების შესახებ წესით.ამავდროულად ცნობილია, ზოგადი და განუსაზღვრელი ნორმები-სამოქალაქო სამართალი ასევე იცნობს განუსაზღვრელ ნორმებს, როგორიცაა: „კეთილსინდისიერად“, „ნამდვილი კომერსანტის გულისხმიერება“, „სათანადო ვადა“, „გონივრული ვადა“, „მნიშვნელოვანი საფუძვლების არსებობისას“ და სხვა.
ამრიგად შევთანხმდით, რომ სამოქალაქო კოდექსის, როგორც თავად ცალკეული კანონის და სამართლის წყაროს მნიშვნელობა უდავოდ დიდია და იგი უცილობლად წარმოდგენს, სამართლისა და კერძო ურთიერთობების ერთ-ერთ უთავრეს და უმნიშვნელოვანესს საყრდენს. საქართველოსთვის კი, ის არ არის რიგითი კანონი, არამედ პირიქით მიიჩნევა ახალ, უდიდეს წინ გადადგმულ ნაბიჯად და ახალი ეპოქის საწყისად ქართულ იურისპრუდენციაში. მნიშვნელოვანია იურისტების როლი ამ ნაწილის განვითარებაში. ეს კოდექსი არის ერთგვარი ხიდი, რომელიც გვაკავშირებს დასავლეთის კულტურულ სამყაროსთან.
ბიბლიოგრაფია
1) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (1997) .
2) სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, ლადო ჭანტურია, 2011, გამომცემლობა''სამართალი'' თბილისი.
3) სამოქალაქო კოდექსის კომენტარი ( სამოქალაქო კოდექსის ზოგადი დბულებები) , ლადო ჭანტურია, 2017, თბილისი
4) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი პირველი, ჯორბენაძე ს., ახვლედიანი ზ., ნინიძე თ., ზოიძე ბ., ჭანტურია ლ., 2002, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი.
5) შესავალი სამართლისმცოდნეობაში, ხუბუა გიორგი, 2015, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი.
6) ბესარიონ ზოიძე, ევროპული კერძო სამართლის რეცეფცია საქართველოში, თბილისი, 2005.
7) შესავალი საქართველოს კერძო სამართალში, თუმანიშვილი გიორგი, 2012, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი.
8) დავით კერესელიძე," კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები", თბილისი,2009.
ავტორი: ხატია ნონიაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი .
საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა