რა არის თავდებობის ხელშეკრულება?1424 2023.12.22
რა არის თავდებობის ხელშეკრულება?

თავდებობის ხელშეკრულების ცნება

სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის მიხედვით:

თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამასთან, თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.

თავდებობის ხელშეკრულების განმარტება:

თავდებობა პიროვნული უზრუნველყოფის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა. თავდებობის ხელშეკრულებით თავდები იღებს მთავარი მოვალის პასუხისმგებლობას - პასუხი აგოს კრედიტორის წინაშე მთელი თავისი ქონებით.

ამ მოცემულობაში სამი სახის ურთიერთობა იჩენს თავს:

ა) კრედიტორსა და ძირითად მოვალეს შორის,

ბ) კრედიტორსა და თავდებს შორის და

გ) მოვალესა და თავდებს შორის, რომლითაც თავდები იღებს პასუსხისმგებლობას კრედიტორის წინაშე.

 

თავდებობის ხელშეკრულებას აქცესორული ხასიათი აქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ ის ცალკე აღებული არ არსებობს და მისი მოცულობაც დამოკიდებულია ძირითად ვალდებულებაზე. 

 

ამ სახის ხელშეკრულების გაფორმებისას, აუცილებელია ხელშეკრულების პირობებისა და მოსალოდნელი ვალდებულების ფარგლების შესახებ სრული ინფორმაციის გაცნობა დეტალურად.

 

თავდებობის ხელშეკრულებას ბევრი რისკი ახლავს თან, განსაკუთრებით, პასუხისმგებლობის ფარგლების ნაწილში. თავდებობის ხელშეკრულება საფრთხისშემცველია, რადგან ხშირად ხდება ისე, რომ სუბიექტი თავისი სურვილით არ ხდება თავდები და მოვალე მოტყუებით აკისრებს პასუხისმგებლობას, რაც, თავის მხრივ, გაუგებრობასა და უსიამოვნებას იწვევს.

 

ამასთან, თავდების პასუხისმგებლობა მოვალის გადახდისუნარიანობას უკავშირდება, რაც პასუხისმგებლობას კიდევ უფრო ზრდის. უმეტესად ისე ხდება, რომ მოვალე ვერ ახერხებს ვალის დაფარვას და სწორედ თავდებს უწევს ვალდებულების შესრულება. თავდებობის ხელშეკრულება ბევრ გაუგებრობას იწვევს.

 

თავდებობის ხელშეკრულებასთან მიმართებით ბევრი პრობლემური საკითხის გამოყოფა შეიძლება:

კითხვების შემთხვევაში ჩვენ დაგეხმარებით.