რა არის ფრენშაიზინგის ხელშეკრულება?1331 2024.01.09
რა არის ფრენშაიზინგის ხელშეკრულება?

ფრენშაიზინგის ხელშეკრულების ცნება

სამოქალაქო კოდექსის 607-ე მუხლის მიხედვით:

ფრენშაიზინგის ხელშეკრულება გრძელვადიანი ვალდებულებითი ურთიერთობაა, რომლითაც დამოუკიდებელი საწარმოები ორმხრივად კისრულობენ, საჭიროების მიხედვით, სპეციფიკურ ვალდებულებათა შესრულების გზით ხელი შეუწყონ საქონლის წარმოებას, გასაღებასა და მომსახურებათა განხორციელებას.

 

ფრენშაიზინგის ხელშეკრულების განმარტება

ფრენშაიზინგის ხელშეკრულება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, დინამიკური და განვითარებადია ხელშეკრულებათა შორის.

მისი შინაარსის უკეთ გასაგებად, უმჯობესია, გამოვყოთ ძირითადი მახასიათებლები ნორმიდან გამომდინარე:

 

• ფრენშაიზინგის ხელშეკრულებაში მონაწილე სუბიექტები არიან - ფრენშაიზის გამცემი და ფრენშაიზის მიმღები (როგორც წესი, ერთზე მეტი);

 

• მხარეებად წარმოდგენილი არიან ორგანიზაციულად დამოუკიდებელი, საკუთარი პასუხისმგებლობით მონაწილე საწარმოები. უფლება-მოვალეობები მხარეებს წარმოეშობათ ორმხრივად, ე.ი. ფრენშაიზინგის ხელშეკრულება საწარმოსა და საკუთარ ფილიალს შორის ვერ გაფორმდება;

 

• ფრენშაიზინგის ხელშეკრულებას ახასიათებს ხანგრძლივი მოქმედება. მისი შინაარსიდან და მხარეთა დასახული მიზნიდან გამომდინარე, მას მოკლევადიანი მოქმედება ვერ ექნება;

 

• ხელშეკრულების მხარეებს სფეციფიკური მიზანი და უფლება-მოვალეობები აქვთ. მათი ძირითადი მიზანია საქონლის  ეფექტური წარმოება და გასაღება, ასევე მომსახურების გაწევა;

 

ფრენშაიზინგის ხელშეკრულებასთან მიმართებით ბევრი პრობლემური საკითხის გამოყოფა შეიძლება:

შესაძლოა, გაგიჩნდეთ კითხვები ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობების სპეციფიკაზე, ფრენშაიზინგის მიმცემის პასუხისმგებლობის მოცულობაზე, ასევე, ხელშეკრულების ფორმასა და ხანგრძლივობაზე და სხვ.

 

კითხვების შემთხვევაში, ჩვენ დაგეხმარებით.