- მე და ჩემი მეუღლე პენსიას ვიღებთ უკვე რამდენიმე წელია. ჩვენი შვილები არაფერს გვაკლებენ, წამლებსაც ისინი გვყიდულობენ. ჩვენი პენსია, ფაქტობრივად, საერთოდ არ გვეხარჯება. ამიტომ გადავწყვიტეთ შეგროვება.
დიდი ხანია ოცნებად მაქვს პატარა ბინის ყიდვა... ხოდა, ამასწინათ, ჩემმა მეზობელმა ეფემიამ მითხრა პირველი სართულის ხალხმა ‘გრინკარტა’ მოიგო როგორც იქნა და დეკემბერში ამერიკაში მიდიან, თან ბინის გაყიდვა ეჩქარებათო.
ჩემს მეუღლეს როგორც კი ვუთხარი, მაშინვე დამთანხმდა. შევეხმიანე ჩემს მეზობლებს, ფასზეც შევთანხმდით. ასე მითხრეს, თანხა ახლა მოგვეცი და დანარჩენი საკითხები მერე მოვაგვაროთ, რამდენიმე თვეშიო. გული კარგს არ მიგრძნობს, ან ამ სხვა საკითხებში რაღა იგულისხმა?! იქნებ დამეხმაროთ.
ამ საკითხს აწესრიგებს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და შემდგომი მუხლები. დასახელებული ნორმის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების შემძენზე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.
ამდენად, აუცილებელ პირობებს წარმოადგენს:
ა) გარიგების წერილობითი ფორმა და
ბ) საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
შემძენის ინტერესებს იცავს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლი, რომლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.
ამიტომ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, სჯობს ‘პრობლემური’ საკითხები გაიაროთ/გადაამოწმოთ, რათა შემდგომი გაუგებრობა აიცილოთ თავიდან.
კითხვების შემთხვევაში, მოგვმართე.
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა