თურმე სიყვარულით შექმნილი ოჯახიც ინგრევა...1513 2024.01.25
თურმე სიყვარულით შექმნილი ოჯახიც ინგრევა...

საოჯახო სამართალი

ვიქტორიასა და კახას ამბავი:

- მე და ჩემი მეუღლე ერთად ვართ უკვე რამდენიმე წელია. ოჯახი სიყვარულით შევქმენით. გაგიმხელთ, ის ჩემი პირველი სიყვარული იყო და ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. ქორწინების შემდეგაც ბედნიერად ვცხოვრობდით, მაგრამ...

 

სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე თვეა ოჯახი თავზე ჩამომექცა. ამის ატანა უკვე შეუძლებელია, მუდმივად ვკამათობთ... მე ჩუმადაც რომ ვიყო, მაინც მუდმივად გაღიზიანებულია ის და სულ დაძაბული საუბარი გვაქვს... მარტო კამათს ვინ ჩივის... ყოველდღე ერთმანეთის შეურაცხყოფის მოსმენაც გაუსაძლისია...

 

მე განქორწინება მინდა, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. არ ვიცი ასეთ დროს ვის უნდა მივმართო... სასამართლოს? თუ არსებობს რაიმე სხვა გზაც? იქნებ დამეხმაროთ.

 

განქორწინების რეგისტრაცია

გსმენიათ რაიმე განქორწინების რეგისტრაციის შესახებ?

იმ შემთხვევაში, როცა ორივე მეუღლე ერთხმად იღებს გადაწყვეტილებას, რომ სურთ განქორწინება, ასეთ დროს პირდაპირ სასამართლოსთვის მიმართვა არ ხდება. თუკი ორივე მეუღლე თანახმაა, შეუძლიათ განქორწინების რეგისტრაცია მოითხოვონ ერთობლივი განცხადების საფუძველზე.

განქორწინების რეგისტრაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ:

• იუსტიციის სახლს (ნებისმიერ ფილიალს) ან

• სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს),

მაგრამ, რა ხდება მაშინ, როცა ერთ-ერთი მეუღლე არ არის თანახმა განქორწინებაზე?

 

განქორწინება სასამართლოს გზით

როდის უნდა მივმართოთ სასამართლოს?

სწორედ მაშინ, როცა ერთ-ერთი მეუღლე არ აცხადებს თანხმობას განქორწინებაზე, მეორე მეუღლეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და დაიწყოს დავა.

 

სასამართლოსთვის მიმართვამდე, გაიარეთ კონსულტაცია ადვოკატთან და მიიღეთ კვალიფიციური რჩევა მისგან.

 

თუკი კითხვები დაგრჩება, ამაზე ჩვენ გაგცემთ პასუხს.

ჩვენი გუნდი მზად არის დაგეხმაროთ.