პირი, რომელიც კისრულობს სამისდღეშიო სარჩოს გადახდას (მარჩენალი), მოვალეა გადაუხადოს იგი სარჩოს მიმღებს (სარჩენს) მთელი სიცოცხლის მანძილზე, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. სამისდღეშიო სარჩო შეიძლება დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით (ბინით, კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით).
მისი შინაარსის უკეთ გასაგებად, უმჯობესია, გამოვყოთ მისი ძირითადი მახასიათებლები ნორმიდან გამომდინარე:
• სამიდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაში მონაწილე სუბიექტები არიან - მარჩენალი და სარჩოს მიმღები (სარჩენი);
• სასყიდლიანი ხასიათი - მოიაზრებს ერთი მხარის მიერ ქონების საკუთრებაში გადაცემას, მეორე მხარის მიერ ანაზღაურების გადახდის სანაცვლოდ;
• სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება ორმხრივად მავალდებულებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე მხარეს წარმოეშობა როგორც უფლებები, ასევე ვალდებულებები;
• ამ ხელშეკრულებას ახასიათებს ვადიანობა, თუმცა მასში, როგორც წესი, მოიაზრება სარჩენი პირის სიცოცხლის ხანგრძლივობა;
• ამ ტიპის ხელშეკრულება დადებულად ითვლება მას შემდეგ, როცა მხარეები შეთანხმდებიან არსებით პირობებზე დადგენილი ფორმის შესაბამისად.
სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით. უძრავი ქონების გადაცემის შემთხვევაში ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.
მაგალითად, ხშირია კითხვები სარჩოს გადახდის ვადასთან დაკავშირებით; ასევე, იმ შედეგებთან დაკავშირებით, რაც მოჰყვება მარჩენალის გარდაცვალებას და სხვ.
კითხვების შემთხვევაში, ჩვენ დაგეხმარებით.
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა