"ბავშვი სათავეა, დასაწყისია დიდის ადამიანისა"1799 2024.03.15
"ბავშვი სათავეა, დასაწყისია დიდის ადამიანისა"

საოჯახო სამართალი

დათოს და ქეთის ამბავი:

- მე და ჩემი მეუღლე, თითქმის ერთი წელია, რაც დავშორდით. არ აეწყო ჩვენი ურთიერთობა და ნუ… ასე მოხდა. ერთი შვილი გვყავს, ლუკა. უკვე 6 წლის ხდება, იზრდება და სკოლაში წასასვლელად ემზადება, მაგრამ...

 

მხოლოდ ჩემთან ერთად... ლამისაა მამამისი გადაავიწყდეს სულ. თვეებია არც გამოჩენილა, ბავშვი არც კი მოუკითხავს. რაიმე სახით ფინანსურ დახმარებაზე ან ელემენტარულად, მორალურ გვერდში დგომაზე საუბარიც ზედმეტია.

 

ორ სამსახურში ვმუშაობ და ამის გამო, ლუკა კერძო ბაღში დამყავს. გარდა ამისა, ხატვის წრეზეც ვატარებ, ძალიან კარგად გამოსდის. მაგრამ მხოლოდ ეს ხომ არაა ბავშვის საჭიროებები...

 

საკვები. ტანსაცმელი, თავის მოვლის ჰიგიენური საშუალებები... მოგეხსენებათ, ბავშვს რამდენი რამ სჭირდება. მე ფიზიკურად ვეღარ ვუმკლავდები და ასეთ დროს ალიმენტი შემიძლია დავაკისრო ჩემს ყოფილ მეუღლეს? ძალიან მიჭირს ამის გაჟღერებაც კი, მაგრამ იქნებ იძულებით მაინც ჩავრთო ბავშვის ზრდა-განვითარებაში.

 

მშობლებისა და შვილების საალიმენტო მოვალეობანი

სანამ უშუალოდ ალიმენტის დაკისრებას შევეხებოდეთ, მაქამდე უნდა აღინიშნოს, რომ 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

გარდა ამისა, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

როგორ ხდება ალიმენტის დაკისრება?

ალიმენტის დაკისრება

ალიმენტის ოდენობასა და გადახდის წესზე/ფორმაზე მშობლები, როგორც წესი, თავად თანხმდებიან, თუმცა უმეტესად ხდება ისე, რომ ერთ-ერთი მშობელი არ ასრულებს თავის მოვალეობას და მეორე მშობელს უწევს მიმართოს საკითხის მოგვარების სხვა წესს.

 

რა ხდება ასეთ შემთხვევაში?

თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

თუკი ამ მიმართულებით გჭირდებათ დახმარება:

სარჩელის შედგენასა და საქმის წარმოებაში ჩვენ დაგეხმარებით.



"ბავშვი სათავეა, დასაწყისია დიდის ადამიანისა" - ილია ჭავჭავაძე.