რა არის დელიქტი და რა წინაპირობები აქვს?2403 2024.03.27
რა არის დელიქტი და რა წინაპირობები აქვს?

დელიქტის ცნება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით:

პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

დელიქტური ვალდებულება

დელიქტური ვალდებულება წარმოიშობა დელიქტიდან (სამართალდარღვევიდან).

დელიქტური სამართლის მიზანია აღმოფხვრას სწორედ ის ზიანი, რომელიც პირმა საკუთარი ბრალეული ქმედებით სხვა პირს მიაყენა.

ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა მაშინ, როცა პირი სხვის სიკეთეს ხელყოფს 992-ე და შემდგომი მუხლების მიხედვით ან კიდევ მაშინ, როცა სრულდება სპეციალურ კანონში გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულებების პირობები.

 

რა არის დელიქტური პასუხისმგებლობის წინაპირობები?

უნდა გამოვყოთ რამდენიმე კომპონენტი:

• სიკეთე უნდა იქნას ხელყოფილი - ზიანი (ქონებრივი სიკეთის შემცირება)

• სიკეთე ხელყოფილი უნდა იქნას ქმედებით (მოქმედებით/უმოქმედობით)

მართლწინააღმდეგობა (ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო)

• უნდა არსებობდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს შორის

ბრალი (განზრახვა/გაუფრთხილებლობა)

 

დელიქტური ვალდებულების შემთხვევები:

სამოქალაქო კოდექსის 992-ე და შემდგომი მუხლებით გათვალისწინებულია ასეთი შემთხვევები, მაგალითად - ზიანის მომტანი ცნობების გახმაურების შედეგები, არასრულწლოვანის პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანისათვის, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება, ცხოველის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება და სხვ.

 

დელიქტებთან დაკავშირებით, ბევრი კითხვა ჩნდება:

კითხვების შემთხვევაში, ჩვენ დაგეხმარებით.