ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.
1. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ,
2. ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აქტი გამოცემული უნდა იქნას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ა) ყველა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო/დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა),
ბ) აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.
აქტი გამოცემული უნდა იქნას ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე.
მმართველობითი ღონისძიება, რომელსაც ადმინისტრაციული ორგანო კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად ახორციელებს, უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან.
აქტი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ბუნებისაა, თუ:
ა) ის აწესრიგებს ცალკეულ შემთხვევას და
ბ) მიემართება განსაზღვრულ ან განსაზღვრებად პირთა წრეს.
ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება მაშინ შეიძლება ჩავთვალოთ ინდ. აქტად, როცა ეს ქმედება ცალმხრივად მკაცრად განსაზღვრული შედეგისკენაა მიმართული.
ამდენად, თუ ინდ. აქტი აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას - შეიცავს მოწესრიგების ელემენტს.
კითხვების შემთხვევაში, ჩვენ დაგეხმარებით.
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა